თბილისში მდებარე მაუდის ქარხანაში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, შემთხვევის ადგილზე ორი სამაშველო და 10 სახანძრო ბრიგადა გავიდა.
ხანძრის ფართობი და გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.