სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
მოზაიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალანდობა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ადგილობრივების გარეშე აღნიშნეს
კალანდობა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ადგილობრივების გარეშე აღნიშნეს

ოზურ­გეთ­ში, შალ­ვა რა­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში კა­ლან­და იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნეს. მას­პინ­ძლე­ბი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სამ­ზა­დისს დი­ლი­დან შე­უდ­გნენ. გუ­რულ ოდა­ში დი­ა­სახ­ლი­სებ­მა ღვე­ზე­ლი, ხა­ჭა­პუ­რი, ღომი, ღო­რის ხორ­ცი, კუ­პა­ტე­ბი, შაშ­ვის მწვა­დი, ფე­ლა­მუ­ში და გო­ზი­ნა­ყი მო­ამ­ზა­დეს, ხოლო მა­მა­კა­ცებ­მა მუ­ზე­უ­მის მიმ­დე­ბა­რედ ჭა­ჭის გა­მო­სახ­დე­ლი ქვა­ბი მო­ა­წყეს და ღვი­ნის ჭურს თავი მო­ხა­დეს.

სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით კა­ლან­და ახალ წე­ლი­წადს ნიშ­ნავს. გუ­რუ­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნას და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ. რი­ტუ­ა­ლი წელს იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი იყო, მას­ში ოზურ­გე­თის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი და მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ოზურ­გე­თის მუ­ზე­უ­მის ფონ­დე­ბის მცველ­მა მა­ნა­ნა ლო­მა­ძემ "ამ­ბე­ბი.გე"-ს კა­ლან­დის ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ უამ­ბო და აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ლან­დის ტრა­დი­ცია გა­მო­ირ­ჩე­ვა ჩი­ჩი­ლა­კის დამ­ზა­დე­ბით, ცხემ­ლის შე­შა­ზე კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­თა და აგუ­ნას გა­და­ძა­ხი­ლით:

"აგუ­ნა არის სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რა და ეძღვნე­ბა ღვი­ნის დე­დას - ყუ­რძენს. ოჯა­ხის უფ­როსს ნა­შუ­ა­დღევს მა­რან­ში მი­აქვს ღო­რის თავი, ტკბი­ლე­უ­ლი, ღვი­ნით სავ­სე დოქი და მღე­რის - აგუ­ნა, აგუ­ნა გად­მო­ი­ა­რე, ჩემს მა­მულ­ში ჩა­მო­ი­ა­რე, ჩემს მა­მულ­ში ყუ­რძე­ნია, სხვის მა­მულ­ში ფურ­ცე­ლი. ნა­შუ­ა­დღევს გუ­რი­ა­ში გუ­გუ­ნის ხმა ის­მო­და, ყვე­ლა ამ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და და უფალს უხვ მო­სა­ვალს სთხოვ­და. სა­ღა­მომ­დე ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი კა­ლან­დის­თვის ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს ცხემ­ლის შე­შა­ზე ამ­ზა­დებს, ცხემ­ლის შე­შა­ზე კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა კა­ლან­დის ერთ ერთი ტრა­დი­ცი­აა. სა­ღა­მოს მეკვლე ოჯა­ხის კარ­ზე სამ­ჯერ აკა­კუ­ნებს. ოჯა­ხის დი­ას­ხლი­სი ეკი­თხე­ბა თუ რა მი­აქვს სახ­ლში, მეკვლე პა­სუ­ხობს, რომ მას მი­აქვს ოქრო და ვერ­ცხლი, მშვი­დო­ბა, უხვი მო­სა­ვა­ლი, ბე­ღე­ლი პუ­რით სავ­სე... დი­ა­სახ­ლი­სი კარს უხ­სნის, მეკვლე ნუგ­ბარს ალა­გებს, ჩი­ჩი­ლაკს და ღვი­ნით სავ­სე დოქს დგამს, გა­მო­დის გა­რეთ და ფიშ­ტოს ის­ვრის. შემ­დეგ კი მთე­ლი ოჯა­ხი დას­ხდე­ბა სუფ­რას­თან და ახალ წელს და­ლო­ცა­ვენ", - აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა ლო­მა­ძემ.

14 იან­ვა­რი წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის ხსე­ნე­ბის დღეა. ის ქარ­თველ­თა მეკვლე­დაც ით­ვლე­ბო­და. გუ­რუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად ჩი­ჩი­ლა­კი "ბა­სი­ლის ფა­ფუ­კი წვე­რე­ბია". წელს თხი­ლის ტო­ტის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო ხე მუ­ზე­უ­მის შე­სას­ვლელ­თან სტუმ­რე­ბის­თვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე გა­ნა­თავ­სეს. სტუმ­რებს შო­რის კი აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძე, აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და­ვით ბა­ლა­ძე და იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზაზა მე­ფა­რიშ­ვი­ლი იყ­ვნენ. მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი ჩხა­ი­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რად კა­ლან­დის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მი­იწ­ვია.

არ­ჩილ ხა­ბა­ძემ გუ­რი­ას და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ აჭა­რა­სა და გუ­რი­ა­ში მეკვლე­ო­ბის ტრა­დი­ცია ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სია:

"პირ­ვე­ლად ვიმ­ყო­ფე­ბი კა­ლან­და­ზე ბა­ტო­ნი გი­ორ­გის მოწ­ვე­ვით. ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო საქ­მე გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ეს და­დას­ტურ­და ჩვე­ნი აქ ყოფ­ნით. გა­ვე­ცა­ნით ამ ბრწყინ­ვა­ლე ტრა­დი­ცი­ას, ეს არის შთამ­ბეჭ­და­ვი და მინ­და გუ­რი­ას და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვუ­ლო­ცო და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო იყო მო­პა­ტი­ჟე­ბის რი­ტუ­ა­ლი, მას­პინ­ძლის დახ­ვედ­რა და მეკვლე­ო­ბის სცე­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წა­ა­გავს აჭა­რულს. დღეს კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და, რომ ბევ­რი სა­ერ­თო აქვს აჭა­რას და გუ­რი­ას", - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ ხა­ბა­ძემ.

გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი ჩხა­ი­ძემ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა და გუ­რუ­ლე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ კა­ლან­დის დღე­სას­წა­ულს:

"ეს დღე­სას­წა­უ­ლი მიზ­ნად ისა­ხავს ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნას. თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ი­დან აქვს და­სა­ბა­მი ამის გა­საც­ნო­ბად მო­ვიწ­ვი­ეთ სტუმ­რე­ბიც. დღეს­დღე­ო­ბით სამ­წუ­ხა­როდ ასე უხ­ვად არ აღი­ნიშ­ნე­ბა გუ­რი­ა­ში კა­ლან­და, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნდა მოხ­დეს. ღვთის იმე­დით, მოვა ის პე­რი­ო­დი, რომ უფრო უკე­თე­სად აღ­ნიშ­ნე­ბა კა­ლან­დის დღე­სას­წა­ულს", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ჩხა­ი­ძემ.

იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი კა­ლან­დის მეკვლე და ოჯა­ხის მას­პინ­ძე­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი გოგა გორ­დე­ლა­ძე იყო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უკვე მე­სა­მე წე­ლია კა­ლან­დის დღე­სას­წა­ულ­ში მეკვლეს როლს ას­რუ­ლებს და ბევ­რი რამ გა­ი­გო მი­ვი­წყე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ:

"ძა­ლი­ან ცოტა რამ ვი­ცო­დი კა­ლან­დის შე­სა­ხებ. ბე­ბია და ბა­ბუა ტრა­დი­ცი­უ­ლად რო­გორც ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ვი­ცო­დი, მაგ­რამ არის ისე­თი ნი­უ­ან­სე­ბი, რაც იკარ­გე­ბა. ჩვენ ვცდი­ლობთ ამ ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნას და შე­მეც­ნე­ბი­თი სა­ხის მი­ცე­მას რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტრა­დი­ცია შე­ვი­ნა­ხოთ", - აღ­ნიშ­ნა გოგა გორ­დე­ლა­ძემ.

წელს კა­ლან­დის ტრა­დი­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­წყო­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 2 900 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

რა­დი­ა­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში მო­წყო­ბილ კა­ლან­დას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა არ ეს­წრე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისი­ნი და­პა­ტი­ჟე­ბულ­ნი არ ყო­ფი­ლან. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ ეს­წრე­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბას, გამ­გე­ო­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა და თუკი ვინ­მე მუ­ზე­უმ­ში მი­ვი­დო­და, დას­წრე­ბა­ზე უარს არა­ვინ ეტყო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის არ ყოფ­ნის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა უა­მინ­დო­ბაც და­ა­სა­ხე­ლეს.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

კალანდობა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ადგილობრივების გარეშე აღნიშნეს

კალანდობა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ადგილობრივების გარეშე აღნიშნეს

ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კალანდა იმპროვიზებულად აღნიშნეს. მასპინძლები სადღესასწაულო სამზადისს დილიდან შეუდგნენ. გურულ ოდაში დიასახლისებმა ღვეზელი, ხაჭაპური, ღომი, ღორის ხორცი, კუპატები, შაშვის მწვადი, ფელამუში და გოზინაყი მოამზადეს, ხოლო მამაკაცებმა მუზეუმის მიმდებარედ ჭაჭის გამოსახდელი ქვაბი მოაწყეს და ღვინის ჭურს თავი მოხადეს.

სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით კალანდა ახალ წელიწადს ნიშნავს. გურულები საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიციების აღდგენას და შენარჩუნებას ცდილობენ. რიტუალი წელს იმპროვიზებული იყო, მასში ოზურგეთის თეატრის მსახიობები და მუზეუმის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ოზურგეთის მუზეუმის ფონდების მცველმა მანანა ლომაძემ "ამბები.გე"-ს კალანდის ტრადიციის შესახებ უამბო და აღნიშნა, რომ კალანდის ტრადიცია გამოირჩევა ჩიჩილაკის დამზადებით, ცხემლის შეშაზე კერძების მომზადებითა და აგუნას გადაძახილით:

"აგუნა არის საახალწლო სიმღერა და  ეძღვნება ღვინის დედას - ყურძენს. ოჯახის უფროსს ნაშუადღევს მარანში მიაქვს ღორის თავი, ტკბილეული, ღვინით სავსე დოქი და მღერის - აგუნა, აგუნა გადმოიარე, ჩემს მამულში ჩამოიარე, ჩემს მამულში ყურძენია, სხვის მამულში ფურცელი. ნაშუადღევს გურიაში გუგუნის ხმა ისმოდა, ყველა ამ სიმღერას ასრულებდა და  უფალს უხვ მოსავალს სთხოვდა. საღამომდე ოჯახის დიასახლისი კალანდისთვის ტრადიციულ კერძებს ცხემლის შეშაზე ამზადებს, ცხემლის შეშაზე კერძების მომზადება კალანდის ერთ ერთი ტრადიციაა. საღამოს მეკვლე ოჯახის კარზე სამჯერ აკაკუნებს. ოჯახის დიასხლისი ეკითხება თუ რა მიაქვს  სახლში, მეკვლე პასუხობს, რომ მას მიაქვს ოქრო და ვერცხლი, მშვიდობა, უხვი მოსავალი, ბეღელი პურით სავსე... დიასახლისი კარს უხსნის, მეკვლე ნუგბარს ალაგებს, ჩიჩილაკს და ღვინით სავსე დოქს დგამს, გამოდის გარეთ და ფიშტოს ისვრის. შემდეგ კი მთელი ოჯახი დასხდება სუფრასთან და ახალ წელს დალოცავენ", - აღნიშნა მანანა ლომაძემ.

14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა. ის ქართველთა მეკვლედაც ითვლებოდა. გურულები ამბობენ, რომ ხალხური ტრადიციის თანახმად ჩიჩილაკი "ბასილის ფაფუკი წვერებია". წელს თხილის ტოტისგან დამზადებული სადღესასწაულო ხე მუზეუმის შესასვლელთან სტუმრებისთვის თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს. სტუმრებს შორის კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი იყვნენ. მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელები გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ სპეციალურად კალანდის აღსანიშნავად მიიწვია.

არჩილ ხაბაძემ გურიას და მთლიანად საქართველოს ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარასა და გურიაში მეკვლეობის ტრადიცია ერთმანეთის მსგავსია:

"პირველად ვიმყოფები კალანდაზე ბატონი გიორგის მოწვევით. ჩვენ ბევრი საერთო საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ეს დადასტურდა ჩვენი აქ ყოფნით. გავეცანით ამ ბრწყინვალე ტრადიციას, ეს არის შთამბეჭდავი და მინდა გურიას და მთელ საქართველოს მოვულოცო და ვუსურვო წარმატებები. ყველაზე თვალსაჩინო იყო მოპატიჟების რიტუალი, მასპინძლის დახვედრა და მეკვლეობის სცენა, რომელიც ძალიან წააგავს აჭარულს. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბევრი საერთო აქვს აჭარას და გურიას", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და გურულები ძველებურად აღნიშნავენ კალანდის დღესასწაულს:

"ეს დღესასწაული მიზნად ისახავს ძველი ტრადიციების აღდგენას. თუ როგორ მიმდინარეობს და საიდან აქვს დასაბამი ამის გასაცნობად მოვიწვიეთ სტუმრებიც. დღესდღეობით სამწუხაროდ ასე უხვად არ აღინიშნება გურიაში კალანდა, მაგრამ ტრადიციების აღდგენა და შენარჩუნება უნდა მოხდეს. ღვთის იმედით, მოვა ის პერიოდი, რომ უფრო უკეთესად აღნიშნება კალანდის დღესასწაულს", - აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ.

იმპროვიზებული კალანდის მეკვლე და ოჯახის მასპინძელი მუზეუმის თანამშრომელი გოგა გორდელაძე იყო. როგორც მან აღნიშნა,  უკვე მესამე წელია კალანდის დღესასწაულში მეკვლეს როლს ასრულებს და ბევრი რამ გაიგო მივიწყებული ტრადიციის შესახებ:

"ძალიან ცოტა რამ ვიცოდი კალანდის შესახებ.  ბებია და ბაბუა ტრადიციულად როგორც ემზადებოდნენ ვიცოდი, მაგრამ არის ისეთი ნიუანსები, რაც იკარგება. ჩვენ ვცდილობთ ამ ტრადიციის აღდგენას და შემეცნებითი სახის მიცემას რომ საუკუნეების ტრადიცია შევინახოთ", - აღნიშნა გოგა გორდელაძემ.

წელს კალანდის ტრადიციის ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იყო. ღონისძიების მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 2 900 ლარი დაიხარჯა.

რადიანების მუზეუმში მოწყობილ კალანდას ადგილობრივი მოსახლეობა არ ესწრებოდა. სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისინი დაპატიჟებულნი არ ყოფილან. კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ადგილობრივები ღონისძიებას, გამგეობაში განმარტეს, რომ მოსახლეობა ოფიციალურად დაპატიჟებული არ ყოფილა და თუკი ვინმე მუზეუმში მივიდოდა, დასწრებაზე უარს არავინ ეტყოდა. ღონისძიებაზე ადგილობრივი  მოსახლეობის  არ ყოფნის ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზატორებმა უამინდობაც დაასახელეს.

ნინო ხოზრევანიძე, ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია