კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

RONAL D'OR: კრიშტიანო მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

RONAL D'OR: კრიშტიანო მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

13 იანვარს ციურიხის "კონგრეს ჰალეში" ფიფას გალა-დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2013 წელს ფეხბურთის სამყაროში თავგამოჩენილი ადამიანები დააჯილდოვეს.

ბუნებრივია, მთავარი პრიზი ფიფას "ოქროს ბურთი" იყო ვაჟ ფეხბურთელთა შორის, რომელიც სამი უმთავრესი კანდიდატიდან ერთ-ერთს უნდა მიეღო: პრიზისთვის ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანო რონალდო იბრძოდნენ.

გაიმარჯვა ფავორიტმა - კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მადრიდის "რეალის" 28 წლის ვარსკვლავმა ცრემლიანმა ჩაიბარა მისთვის მეორე ოქროს ბურთი (მაგრამ ფიფას ეგიდით პირველი):

"ყველას დიდი მადლობა! მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, გუნდს. ყველას, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა და აქვს. იყო დრო, როცა მეგონა, რომ ეს მისია შეუსრულუბელია, ასე შეიძლებოდა იმედი დამეკარგა. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მესის, რადგან მისი ფაქტორი იყო ჩემთვის უდიდესი სტიმული".

ხმები ასე განაწილდა: რონალდო - 27,99%, ლიონელ მესი - 24,72% და ფრანკ რიბერი - 23,36%. მეოთხე ადგილზე გავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 5,29%, მეხუთეზეა - ნეიმარი - 3,17%, მეექვსე - ანდრეს ინიესტა - 2,08%.

იხილეთ სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა