მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლას ქეიჯის ძმა ბათუმში ფილმს იღებს (ექსკლუზივი)
ნიკოლას ქეიჯის ძმა ბათუმში ფილმს იღებს (ექსკლუზივი)

ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბის ნი­კო­ლას ქე­ი­ჯის ძმა, ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი კრის­ტო­ფერ კო­პო­ლა ბა­თუმ­ში ფილ­მს იღებს. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი სუ­რა­თის "ნა­თი­ას სიზ­მა­რი" გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­სა და სან-ფრან­ცის­კო­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ფილ­მის სცე­ნა­რი მოგ­ვი­თხრობს ცირ­კის მფლო­ბელ­თა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის, ცირ­კის მსა­ხი­ობ­თა ცხოვ­რე­ბი­სა და ცირ­კში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის პირ­ვე­ლი დღე გუ­შინ ბა­თუ­მის ცირ­კში შედ­გა. аmbebi.ge მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ანა გურჯს, ფილ­მის პრო­დი­უ­სერ ლაშა ზამ­ბა­ხი­ძე­სა და კი­ნო­რე­ჟი­სორ კრის­ტო­ფერ კო­პო­ლას ესა­უბ­რა:

ანა გურ­ჯი, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- კრის­ტო­ფერ კო­პო­ლა ამე­რი­კა­ში გა­ვი­ცა­ნი და მა­ლე­ვე დავ­მე­გობ­რდით. ამ სცე­ნა­რის შე­სა­ხებ ერთი წლის წინ შე­ვი­ტყვე. მა­შინ­ვე იდეა გა­მოჩ­ნდა, რომ მთა­ვა­რი გმი­რი ქარ­თვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. კრის­ტო­ფერ კო­პო­ლას შევ­თა­ვა­ზე ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დაგ­ვე­ღო და მა­ლე­ვე შევ­თან­ხმდით კი­დეც. დღეს გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი დღეა, ქარ­თულ ჯგუფ­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად ვვურ­თი­ერ­თობ, ფილ­მი არის ფან­ტას­ტი­კა და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ხა­სი­ა­თის, მთა­ვა­რი გმი­რი მე ვარ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, და­ვე­ლო­დოთ ფილ­მის გა­მოს­ვლას.

ფილ­მის პრო­დუ­სე­რის, ლაშა ზამ­ბა­ხი­ძის თქმით, ფილმში მსა­ხი­ო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლია. პრო­დუ­სერ­მა аmbebi.ge-ს სი­უ­ჟე­ტის რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი გა­უმ­ხი­ლა.

"მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თვე­ლია, გვყავს ასე­ვე რუსი მსა­ხი­ო­ბი კონ­სტან­ტინ ტრი­უ­კო. ფილ­მის სა­მუ­შაო სა­ხე­ლია "ნა­თი­ას სიზ­მა­რი", რაც შე­საძ­ლოა, შემ­დგომ­ში შე­იც­ვა­ლოს. ძი­რი­თა­დად, ცირ­კში ვი­თარ­დე­ბა სი­უ­ჟე­ტი, გა­და­ვი­ღებთ ბა­თუ­მის ხე­დებს, პორ­ტს, ქუ­ჩებს და ერთ სახ­ლს. სან-ფრან­ცის­კო­შიც დიდი მა­სა­ლაა გა­და­სა­ღე­ბი და ვფიქ­რობთ, ფილ­მი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

სი­უ­ჟე­ტი ვი­თარ­დე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად. ქარ­თუ­ლი ცირ­კის მსა­ხი­ო­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის ოჯა­ხი რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო გა­კოტ­რე­ბის პი­რა­საა. ამ დროს, ქა­ლაქ­ში ჩა­მო­დის სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის მსა­ხი­ო­ბი პა­ტა­რა ძაღ­ლით და სთა­ვა­ზობს ნო­მერს, რო­მე­ლიც ცირ­კის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. დღეს ვმუ­შა­ობთ გას­რო­ლის სუ­რათ­ზე. ეს ნო­მე­რი ადრე ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და და ცირ­კის შო­უ­დან ამო­ი­ღეს. ვი­ნა­ი­დან ცირ­კის­თვის ამ ნო­მერს ადრე სრუ­ლი ანშლა­გი მოჰ­ქონ­და, ახა­ლი თა­ო­ბა ცდი­ლობს ის კვლავ და­აბ­რუ­ნოს შო­უ­ში. შემ­დეგ, ვი­თარ­დე­ბა ინ­ტრი­გე­ბი, რა­საც ვერ გა­გიმ­ხელთ, ხოლო შუ­რის­ძი­ე­ბის სცე­ნის გა­და­ღე­ბა გვექ­ნე­ბა სან-ფრან­ცის­კო­ში", - აღ­ნიშ­ნა ლაშა ზამ­ბა­ხი­ძემ.

კი­ნო­რე­ჟი­სო­რი კრის­ტო­ფერ კო­პო­ლა ქარ­თველ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს გა­სულ წელს ფეს­ტი­ვალ-კონ­კურ­სის ("კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია ყვე­ლას­თვის") დროს და­უ­ახ­ლოვ­და. გა­სულ წელსვე ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტის, "ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჰო­ლი­ვუ­დის" ფარ­გლებ­ში ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. რო­გორც კრის­ტო­ფერ კო­პო­ლამ აღ­ნიშ­ნა, შარ­შან­დე­ლი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფილ­მის გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა.

""ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჰო­ლი­ვუ­დი", რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და გა­სულ წელს გა­და­ვი­ღეთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა. ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე უფრო სრუ­ლი ფილ­მი გა­და­მე­ღო და ამი­ტომ დავ­ბრუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნა კრის­ტო­ფერ კო­პო­ლამ.

"ნა­თი­ას სიზ­მა­რის" სცე­ნა­რი ამე­რი­კელ სცე­ნა­რისტს, ალენ სილ­ვერს ეკუთ­ვნის. ფილმზე ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "ფლას­ტერ სითი" და ქარ­თველ პრო­დი­უ­სერ­თა ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­ში ექვს დღეს გაგ­რძელ­დე­ბა. ფილ­მი სა­ვა­რა­უ­დოდ, 2015 წელს გა­მო­ვა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან

ნიკოლას ქეიჯის ძმა ბათუმში ფილმს იღებს (ექსკლუზივი)

ნიკოლას ქეიჯის ძმა ბათუმში ფილმს იღებს (ექსკლუზივი)

ოსკაროსანი მსახიობის ნიკოლას ქეიჯის ძმა, ჰოლივუდის ცნობილი კინორეჟისორი კრისტოფერ კოპოლა ბათუმში ფილმს იღებს. ქართულ-ამერიკული სრულმეტრაჟიანი სურათის "ნათიას სიზმარი" გადაღებები ბათუმსა და სან-ფრანცისკოში გაიმართება. ფილმის სცენარი მოგვითხრობს ცირკის მფლობელთა ქართული ოჯახის, ცირკის მსახიობთა ცხოვრებისა და ცირკში განვითარებული მოვლენების შესახებ. ჰოლივუდური ფილმის გადაღებების პირველი დღე გუშინ ბათუმის ცირკში შედგა. аmbebi.ge მთავარი როლის შემსრულებელს ანა გურჯს, ფილმის პროდიუსერ ლაშა ზამბახიძესა და კინორეჟისორ კრისტოფერ კოპოლას ესაუბრა:

ანა გურჯი, მთავარი როლის შემსრულებელი:

- კრისტოფერ კოპოლა ამერიკაში გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. ამ სცენარის შესახებ ერთი წლის წინ შევიტყვე. მაშინვე იდეა გამოჩნდა, რომ მთავარი გმირი ქართველი ყოფილიყო. კრისტოფერ კოპოლას შევთავაზე ფილმი საქართველოში გადაგვეღო და მალევე შევთანხმდით კიდეც. დღეს გადაღების პირველი დღეა, ქართულ ჯგუფთან ძალიან მეგობრულად ვვურთიერთობ, ფილმი არის ფანტასტიკა და სათავგადასავლო ხასიათის, მთავარი გმირი მე ვარ და ძალიან მიხარია. მეტს ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ ფილმის გამოსვლას.

ფილმის პროდუსერის, ლაშა ზამბახიძის თქმით, ფილმში მსახიობების უმრავლესობა ქართველია. პროდუსერმა аmbebi.ge-ს სიუჟეტის რამდენიმე დეტალი გაუმხილა.

"მსახიობების უმეტესობა ქართველია, გვყავს ასევე რუსი მსახიობი კონსტანტინ ტრიუკო. ფილმის სამუშაო სახელია "ნათიას სიზმარი", რაც შესაძლოა, შემდგომში შეიცვალოს. ძირითადად, ცირკში ვითარდება სიუჟეტი, გადავიღებთ ბათუმის ხედებს, პორტს, ქუჩებს და ერთ სახლს. სან-ფრანცისკოშიც დიდი მასალაა გადასაღები და ვფიქრობთ, ფილმი სრულმეტრაჟიანი იქნება.

სიუჟეტი ვითარდება შემდეგნაირად. ქართული ცირკის მსახიობების მფლობელების ოჯახი რაღაც მიზეზების გამო გაკოტრების პირასაა. ამ დროს, ქალაქში ჩამოდის სლავური წარმოშობის მსახიობი პატარა ძაღლით და სთავაზობს ნომერს, რომელიც ცირკისთვის მომგებიანი იქნება. დღეს ვმუშაობთ გასროლის სურათზე. ეს ნომერი ადრე ტრაგიკულად დასრულდა და ცირკის შოუდან ამოიღეს. ვინაიდან ცირკისთვის ამ ნომერს ადრე სრული ანშლაგი მოჰქონდა, ახალი თაობა ცდილობს ის კვლავ დააბრუნოს შოუში. შემდეგ, ვითარდება ინტრიგები, რასაც ვერ გაგიმხელთ, ხოლო შურისძიების სცენის გადაღება გვექნება სან-ფრანცისკოში", - აღნიშნა ლაშა ზამბახიძემ.

კინორეჟისორი კრისტოფერ კოპოლა ქართველ კინემატოგრაფისტებს გასულ წელს ფესტივალ-კონკურსის ("კინემატოგრაფია ყველასთვის") დროს დაუახლოვდა. გასულ წელსვე ამერიკელი რეჟისორი ცნობილი პროექტის, "ხელმისაწვდომი ჰოლივუდის" ფარგლებში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობდა. როგორც კრისტოფერ კოპოლამ აღნიშნა, შარშანდელი პროექტის დასრულების შემდეგ ფილმის გადაღების სურვილი გაუჩნდა.

""ხელმისაწვდომი ჰოლივუდი", რომელშიც ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ და გასულ წელს გადავიღეთ, წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ამ პროექტის შემდეგ, გადავწყვიტე უფრო სრული ფილმი გადამეღო და ამიტომ დავბრუნდით საქართველოში", - აღნიშნა კრისტოფერ კოპოლამ.

"ნათიას სიზმარის" სცენარი ამერიკელ სცენარისტს, ალენ სილვერს ეკუთვნის. ფილმზე ამერიკული კომპანია "ფლასტერ სითი" და ქართველ პროდიუსერთა ჯგუფი მუშაობს. გადაღებები ბათუმში ექვს დღეს გაგრძელდება. ფილმი სავარაუდოდ, 2015 წელს გამოვა.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ფოტოგალერეა გადასაღები მოედნიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება