Ambebi.ge-ს მკითხველმა "წლის პოლიტიკოსი" აირჩია. გამოკითხვა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკვე დასრულებულია. მასში მონაწილეობა 3783-მა ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო.
გამოკითხვა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მკითხველმა "წლის პოლიტიკოსის" ათი პრეტენდენტი თავად, კომენტარების სახით შეარჩია. მეორე ეტაპზე, ათი კანდიდატიდან ხმის მიცემის საშუალებით, ერთი გამარჯვებული გამოვლინდა.
გამოკითხვის შედეგები ასეთია:
ბიძინა ივანიშვილი - 41,6%
მიხეილ სააკაშვილი - 18,5%
ირაკლი ღარიბაშვილი - 8,1%
დავით უსუფაშვილი - 3.9%
დავით ბაქრაძე - 4.6%
ირაკლი ალასანია - 6.3%
ვანო მერაბიშვილი - 2.2%
თეა წულუკიანი - 1%
კახი კალაძე - 2.6%
ავთანდილ ბერიძე - 8.3%
სხვა - 2.8%