პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
გუჯა ბურდულს რაინდობა მიანიჭეს
გუჯა ბურდულს რაინდობა მიანიჭეს

გუჯა ბურ­დულს ძა­ლი­ან ბევ­რი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­ში. ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ის "უძი­ნარ­თა მზი­დან"გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. ამ რო­ლის­თვის "ნი­კა­თი"და­ა­ჯილ­დო­ვეს რუ­სეთ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არც ერთი ჯილ­დო არ მი­უ­ღია. გა­სულ კვი­რას რა­ინ­დო­ბა მი­ა­ნი­ჭეს და ამით ძა­ლი­ან ამა­ყობს. ბა­ტონ გუ­ჯას გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

რო­გორ მი­ი­ღო მსა­ხი­ო­ბის დიპ­ლო­მი

- დე­და­ჩემს ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყავ­და. ხუ­თი­ვე მა­ღა­ლი და ტა­ნა­დი იყო. მა­მა­ჩე­მიც მა­ღა­ლი კაცი გახ­ლდათ. აღ­ნა­გო­ბა ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გად­მო­მე­ცა. დე­დას ძა­ლი­ან უნ­დო­და, მსა­ხი­ო­ბი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, ისე გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემი არც ერთი როლი არ უნა­ხავს.

- მშობ­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სკო­ლის მოს­წავ­ლე უნდა იყოთ.

- ძა­ლი­ან ბევ­რი სკო­ლა მაქვს მოვ­ლი­ლი. პირ­ველ სკო­ლა­ში და­ვი­წყე სწავ­ლა, მერე მეშ­ვი­დე სკო­ლა ქალ­თა და ვაჟ­თა სას­წავ­ლებ­ლად გა­ერ­თი­ან­და და ნა­წი­ლი იქ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. ბო­ლოს რკი­ნიგ­ზის მე­ა­სე სკო­ლა­ში აღ­მოვ­ჩნდი. სკო­ლა ოთხებ­სა და ხუ­თებ­ზე და­ვამ­თავ­რე. ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად დავ­დი­ო­დი კრივ­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, ცეკ­ვა­ზე, ბა­ი­დარ­ზე. გა­და­სა­რე­ვი ხმა მქონ­და. მერე და­ლე­ვის­გან ცოტა და­მი­ბოხ­და, მაგ­რამ რუ­სეთ­ში მა­ინც ჩა­ი­წე­რა ჩემი სიმ­ღე­რე­ბის დის­კი, რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი რო­მან­სე­ბი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვი­და.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე მა­მა­სა და დედ­მა­მიშ­ვილ­თან ერ­თად ხართ.

- ეს ჩემი და­ი­კოა, ეთე­რი, რო­მე­ლიც ამ ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­დან მალე გარ­და­იც­ვა­ლა. კი­დევ ერთი და მყავს, ნუ­ნუ­კა, რო­მე­ლიც ჯანო სვა­ნი­ძე­ზეა გა­თხო­ვი­ლი, ორი ვაჟ­კა­ცი ჰყავს.

- შემ­დე­გი ფოტო ცეკ­ვის დროს გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც მი­თხა­რით, ეს ფოტო თქვენს ბავ­შვო­ბა­ში­ვე ჟურ­ნა­ლებ­ში იბეჭ­დე­ბო­და და თქვენ­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ პირ­ვე­ლად ამ ფო­ტო­ზე გნა­ხათ. გვა­რი - ბურ­დუ­ლი - პირ­ვე­ლი­ვე წა­კი­თხვი­სას მოს­წო­ნე­ბია….

- სუ­რა­თი ბულ­გა­რეთ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვილ­კო ჩერ­ნენ­კოვ­თან სტუმ­რო­ბი­სას არის გა­და­ღე­ბუ­ლი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სტა­ლი­ნის დიდი მე­გო­ბა­რი იყო. სტა­ლი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი გახ­ლდათ. სა­ზღვარ­გა­რეთ გა­საგ­ზავ­ნად უნ­დო­დათ ისე­თი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და და თან კარ­გად სწავ­ლობ­და. მე ამარ­ჩი­ეს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ლე­გა­ცი­აც კი არ იყო ჯერ გა­სუ­ლი. სხვა­დას­ხვა რეს­პუბ­ლი­კი­დან შეგ­ვკრი­ბეს ბავ­შვე­ბი. კი­ნა­ღამ გა­მო­მაგ­დეს. ერთი თა­თა­რი ბიჭი იყო ჩვენს ჯგუფ­ში. მას­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­მი­ვი­და. დარ­ტყმა არ შე­იძ­ლე­ბო­და და ამი­ტომ მდოგ­ვი ამო­ვუს­ვი ცხვირ­ში. მერე ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­მიდ­გა თავ­დე­ბად. თქვა, არ გა­მო­უშ­ვათ ეგ ბავ­შვი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ხე­ლებ­თო. ბულ­გა­რე­თი­დან უამ­რა­ვი პრი­ზი და სი­გე­ლი ჩა­მო­ვი­ტა­ნე. სპორ­ტში უფრო მეტი ჯილ­დო მი­ვი­ღე, ვიდ­რე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ჩემი მას­წავ­ლებ­ლის დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ, რომ არ გა­მო­აგ­დე­ბი­ნა ჩემი თავი ბულ­გა­რე­თი­დან და თავ­დე­ბად და­მიდ­გა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

გუჯა ბურდულს რაინდობა მიანიჭეს

გუჯა ბურდულს რაინდობა მიანიჭეს

გუჯა ბურდულს ძალიან ბევრი როლი აქვს შესრულებული საბჭოთა კავშირში გადაღებულ ფილმებში. ქართველმა მაყურებელმა ის ''უძინართა მზიდან''გაიცნო და შეიყვარა. ამ როლისთვის ''ნიკათი''დააჯილდოვეს რუსეთში. საქართველოში კი არც ერთი ჯილდო არ მიუღია. გასულ კვირას რაინდობა მიანიჭეს და ამით ძალიან ამაყობს. ბატონ გუჯას განვლილ ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

როგორ მიიღო მსახიობის დიპლომი

- დედაჩემს ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. ხუთივე მაღალი და ტანადი იყო. მამაჩემიც მაღალი კაცი გახლდათ. აღნაგობა ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისგან გადმომეცა. დედას ძალიან უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ჩემი არც ერთი როლი არ უნახავს.

- მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლე უნდა იყოთ.

- ძალიან ბევრი სკოლა მაქვს მოვლილი. პირველ სკოლაში დავიწყე სწავლა, მერე მეშვიდე სკოლა ქალთა და ვაჟთა სასწავლებლად გაერთიანდა და ნაწილი იქ გადაგვიყვანეს. ბოლოს რკინიგზის მეასე სკოლაში აღმოვჩნდი. სკოლა ოთხებსა და ხუთებზე დავამთავრე. ბავშვობაში მშობლებისგან მალულად დავდიოდი კრივზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, ბაიდარზე. გადასარევი ხმა მქონდა. მერე დალევისგან ცოტა დამიბოხდა, მაგრამ რუსეთში მაინც ჩაიწერა ჩემი სიმღერების დისკი, რომელშიც რუსული რომანსები და ქართული სიმღერები შევიდა.

- მომდევნო ფოტოზე მამასა და დედმამიშვილთან ერთად ხართ.

- ეს ჩემი დაიკოა, ეთერი, რომელიც ამ ფოტოს გადაღებიდან მალე გარდაიცვალა. კიდევ ერთი და მყავს, ნუნუკა, რომელიც ჯანო სვანიძეზეა გათხოვილი, ორი ვაჟკაცი ჰყავს.

- შემდეგი ფოტო ცეკვის დროს გაქვთ გადაღებული. როგორც მითხარით, ეს ფოტო თქვენს ბავშვობაშივე ჟურნალებში იბეჭდებოდა და თქვენმა მომავალმა მეუღლემ პირველად ამ ფოტოზე გნახათ. გვარი - ბურდული - პირველივე წაკითხვისას მოსწონებია….

- სურათი ბულგარეთში პრემიერ-მინისტრ ვილკო ჩერნენკოვთან სტუმრობისას არის გადაღებული. პრემიერ-მინისტრი სტალინის დიდი მეგობარი იყო. სტალინი ამ პერიოდში ახალი გარდაცვლილი გახლდათ. საზღვარგარეთ გასაგზავნად უნდოდათ ისეთი ბავშვი, რომელიც ცეკვავდა, მღეროდა და თან კარგად სწავლობდა. მე ამარჩიეს. საბჭოთა კავშირიდან პოლიტიკური დელეგაციაც კი არ იყო ჯერ გასული. სხვადასხვა რესპუბლიკიდან შეგვკრიბეს ბავშვები. კინაღამ გამომაგდეს. ერთი თათარი ბიჭი იყო ჩვენს ჯგუფში. მასთან შელაპარაკება მომივიდა. დარტყმა არ შეიძლებოდა და ამიტომ მდოგვი ამოვუსვი ცხვირში. მერე ჩემი მასწავლებელი დამიდგა თავდებად. თქვა, არ გამოუშვათ ეგ ბავშვი, აუცილებლად გასახელებთო. ბულგარეთიდან უამრავი პრიზი და სიგელი ჩამოვიტანე. სპორტში უფრო მეტი ჯილდო მივიღე, ვიდრე ხელოვნებაში. ჩემი მასწავლებლის დღემდე მადლიერი ვარ, რომ არ გამოაგდებინა ჩემი თავი ბულგარეთიდან და თავდებად დამიდგა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება