პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ სუდანი - მშვიდობა ომის გასაყარზე
სამხრეთ სუდანი - მშვიდობა ომის გასაყარზე

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სამ­ხრეთ სუ­დან­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. შე­საძ­ლო მი­ზე­ზე­ბი აფ­რი­კის­თვის უკვე ტრა­დი­ცი­უ­ლია - რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და სა­ხელ­მწი­ფო შე­მო­სავ­ლე­ბის გა­ყო­ფა.

რე­ფე­რენ­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­ხრეთ სუ­დან­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 2011 წლის 9 ივ­ლისს მი­ი­ღო. ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოს მხა­რი გა­ე­რომ და აშშ-მაც და­უ­ჭი­რა. პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და მშვი­დო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და. თუმ­ცა ეს იმე­დე­ბი მე­ტის­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა. 2011 წლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ძნე­ლია მშვი­დო­ბი­ა­ნი უწო­დო.

სამ­ხრეთ სუ­და­ნის ერ­თა­დერ­თი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა შე­უძ­ლია - ნავ­თო­ბია. თუმ­ცა მყიდ­ვე­ლის­თვის მისი მი­წო­დე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა - სუ­და­ნის გავ­ლით წი­თე­ლი ზღვის­კენ მი­მა­ვა­ლი ნავ­თობ­სა­დე­ნია. რბი­ლად რომ ვთქვათ, სუ­დან­სა და სამ­ხრეთ სუ­დანს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას მე­გობ­რულს ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევთ. სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­ზობ­ლის ნავ­თო­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად და­წე­სე­ბულ­მა ტა­რი­ფებ­მა, სამ­ხრეთ სუ­და­ნის ნავ­თო­ბი გა­ა­უ­ფა­სუ­რა.

კო­რუფ­ცი­ას­თან ერ­თად, პრობ­ლე­მებს ათე­უ­ლო­ბით უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც თავს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­ბე­ვა-ძარ­ცვით ირ­ჩე­ნენ. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსუ­სუ­რო­ბის ფონ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში მო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბამ მა­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

უკა­ნო­ნო­ბი­სა და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მთან ერ­თად, სამ­ხრეთ სუ­და­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ეთ­ნი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა. დინ­კას და ნუ­ე­რის ეთ­ნი­კურ ჯუ­ფებს შო­რის მტრო­ბა ათწლე­უ­ლე­ბია გრძელ­დე­ბა და ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა, მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­საც მო­ი­ცავს. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის სალ­ვა კი­ი­რის მიერ (დინ­კას ჯგუ­ფი) ვიცე-პრე­ზი­ენ­ტის რი­ე­კა მა­ჩა­რას (ნუ­ე­რის ჯგუ­ფი) გა­და­ყე­ნე­ბას ქვე­ყა­ნა­ში მა­სი­უ­რი არე­უ­ლო­ბა და ორ­მხრი­ვი შე­ტა­კე­ბე­ბი მოყ­ვა. გა­სულ კვი­რას დე­და­ქა­ლაქ­ში მომ­ხდა­რი მას­შტა­ბუ­რი ბრძო­ლა მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მხო­ლოდ სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნით შე­იძ­ლე­ბა. ამა­ვე აზრს იზი­ა­რებს თეთ­რი სახ­ლიც, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სამ­ხედ­რო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის­თვის სამ­ხრეთ სუ­დან­ში ცე­ცხლის გახ­სნის ფაქტს მკაც­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სამხრეთ სუდანი - მშვიდობა ომის გასაყარზე

სამხრეთ სუდანი - მშვიდობა ომის გასაყარზე

მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში სამხრეთ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყებას პროგნოზირებენ. შესაძლო მიზეზები აფრიკისთვის უკვე ტრადიციულია - რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირება, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და სახელმწიფო შემოსავლების გაყოფა.

რეფერენდუმის საფუძველზე სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 2011 წლის 9 ივლისს მიიღო. ახლად დაფუძნებულ სახელმწიფოს მხარი გაერომ და აშშ-მაც დაუჭირა. პრეზიდენტი ობამა ქვეყანაში დემოკრატიისა და მშვიდობის ჩამოყალიბებაზე დიდ იმედებს ამყარებდა. თუმცა ეს იმედები მეტისმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა. 2011 წლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ძნელია მშვიდობიანი უწოდო.

სამხრეთ სუდანის ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გაწევა შეუძლია - ნავთობია. თუმცა მყიდველისთვის მისი მიწოდების ერთადერთი გზა - სუდანის გავლით წითელი ზღვისკენ მიმავალი ნავთობსადენია. რბილად რომ ვთქვათ, სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის არსებულ ურთიერთობას მეგობრულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. საკუთარ ტერიტორიაზე მეზობლის ნავთობის გასატარებლად დაწესებულმა ტარიფებმა, სამხრეთ სუდანის ნავთობი გააუფასურა.

კორუფციასთან ერთად, პრობლემებს ათეულობით უკანონო შეიარაღებული ფორმირებები წარმოადგენენ, რომლებიც თავს მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა-ძარცვით ირჩენენ. ცენტრალური ხელისუფლების უსუსურობის ფონზე, ქვეყანაში მონებით ვაჭრობამ მასიური ხასიათი მიიღო.

უკანონობისა და ავტორიტარიზმთან ერთად, სამხრეთ სუდანის მთავარი პრობლემა ეთნიკური დაპირისპირებაა. დინკას და ნუერის ეთნიკურ ჯუფებს შორის მტრობა ათწლეულებია გრძელდება და ქვეყნის საზოგადოების ყველა, მათ შორის ხელისუფლების მაღალ ეშელონებსაც მოიცავს. ქვეყნის პრეზიდენტის სალვა კიირის მიერ (დინკას ჯგუფი) ვიცე-პრეზიენტის რიეკა მაჩარას (ნუერის ჯგუფი) გადაყენებას ქვეყანაში მასიური არეულობა და ორმხრივი შეტაკებები მოყვა. გასულ კვირას დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური ბრძოლა მოქმედმა პრეზიდენტმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რეგიონში სტაბილიზაციის შენარჩუნება მხოლოდ სამშვიდობო ძალების შეყვანით შეიძლება. ამავე აზრს იზიარებს თეთრი სახლიც, რომელიც საკუთარ სამხედრო საფრენი აპარატებისთვის სამხრეთ სუდანში ცეცხლის გახსნის ფაქტს მკაცრად გამოეხმაურა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა