პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ინახავს ნინი წიკლაურის მზითვს
ვინ ინახავს ნინი წიკლაურის მზითვს

მომ­ღე­რა­ლი ნინი წიკ­ლა­უ­რი ფიქ­რობს, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა. მი­აჩ­ნია, რომ სიმ­ღე­რაა მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა... "და­ო­ჯა­ხე­ბას ჯერ არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა, ამ სა­კი­თხზე აზრი შე­ვიც­ვა­ლო", - მი­თხრა ნი­ნიმ, რომ­ლის გული ჯერ­ჯე­რო­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია.

- მი­ხა­რია, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში თქვე­ნი რუბ­რი­კის - "სა­პა­ტარ­ძლო" სტუ­მა­რი ვარ.

- უკვე სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა გაქვს, არა?

- ასეა! სა­ერ­თოდ, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. დამ­დეგს ყო­ველ­თვის უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ვე­გე­ბე­ბი.

- გო­გო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გა­თხო­ვე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, ახალ წელს მა­გი­დის ქვეშ ხვდე­ბი­ან. მსგავ­სი რამ თუ გა­გი­კე­თე­ბია?

- (იცი­ნის) ასე­თი რამ არა­თუ არ გა­მი­კე­თე­ბია, არც გა­მი­გო­ნია. და­ვი­ჯე­რო, ეგ მე­თო­დი ამარ­თლებს? ეს სი­მარ­თლე რომ იყოს, მა­შინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, უამ­რა­ვი გა­სა­თხო­ვა­რი გოგო მა­გი­დის ქვეშ შე­ე­გე­ბე­ბო­და დამ­დეგს. ახა­ლი წლის ღა­მეს მე სხვა ტრა­დი­ცია მაქვს: ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე სურ­ვილს ჩა­ვი­ფიქ­რებ ხოლ­მე და ის ყო­ველ­თვის მიხ­დე­ბა.

- ტე­ლე­ეკ­რან­ზე ხში­რად აღარ ჩან­ხარ, არც პრე­სის მკი­თხვე­ლებს ანე­ბივ­რებ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით...

- არა­ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი მაქვს, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ. ჩემი ძი­რი­თა­დი სამ­სა­ხუ­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროა, სა­დაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ. გარ­და ამი­სა, "გე­პე­ის" ჯა­ზჯ­გუფ­ში ვმღე­რი. კი­დევ, რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობ. მათ შო­რის არის კომ­პო­ზი­ტორ გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლის ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რა "სა­ღა­მომ­დე", რომ­ლის ახ­ლე­ბურ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ძა­ლი­ან მალე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ არ ვჩან­დი: ამის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც კარ­გად და­ვის­ვე­ნე და ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით, დიდი ენერ­გი­ით სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ვუბ­რუნ­დი.

- გაგ­ვა­ცა­ნი შენი ოჯა­ხი, ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ?

- ჩემი პა­ტა­რა და ლა­მა­ზი ოჯა­ხი 4 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა. ესე­ნი არი­ან: ჩემი დე­დი­კო, ბე­ბია, და­ი­კო და მე. მამა დიდი ხნის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა. მოკ­ლედ, ოჯახ­ში მხო­ლოდ ქა­ლე­ბი ვართ.

- ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი უჭირთ ხოლ­მე, მაგ­რამ შენ თუ შე­გიძ­ლია, სა­კუ­თარ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რო?

- მეც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი უძ­ნელ­დე­ბათ. თუმ­ცა შე­ვეც­დე­ბი, ეს რო­გორ­მე შევ­ძლო. პირ­ველ რიგ­ში, გე­ტყვით იმას, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ; იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი, რომ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა, გულ­თან ისე მი­ვი­ტა­ნო, რომ მთე­ლი ღამე მას­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ში გა­ვა­ტა­რო. დამთმო­ბი ხა­სი­ა­თი მაქვს და ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის მოთ­მე­ნა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი გაბ­რა­ზე­ბა ვიცი.

- წყე­ნას გულ­ში ინა­ხავ თუ მა­ლე­ვე ივი­წყებ?

- სა­ერ­თოდ, წყე­ნას იო­ლად ვი­ვი­წყებ. მქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ვი­ღა­ცა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ისიც ვერ გა­მიხ­სე­ნე­ბია, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი რა­ტომ ვი­ყა­ვი. გულ­ში შუღ­ლი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჩა­დე­ბა არ შე­მიძ­ლია. ჩემს უარ­ყო­ფით თვი­სე­ბად შე­იძ­ლე­ბა, ის ჩავ­თვა­ლო, რომ ადა­მი­ა­ნებს ად­ვი­ლად ვენ­დო­ბი და რა­ტომ­ღაც, ყვე­ლა კარ­გის მსურ­ვე­ლი მგო­ნია... თუმ­ცა, ძა­ლი­ან მალე და მარ­ტი­ვად მეც­ვლე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე, მი­ჭირს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რაც კარ­გი თვი­სე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. ვარ მხი­ა­რუ­ლი და ოპ­ტი­მის­ტი. ყო­ველ­თვის და ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ვცდი­ლობ, გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო და ხში­რად, შე­დე­გიც არ აყოვ­ნებს. მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი აუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი ვარ, რა­საც ირ­გვლივ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ.

- ახ­ლობ­ლე­ბის­გან რო­მე­ლი თვი­სე­ბის გამო იღებ შე­ნიშ­ვნას?

- გი­თხა­რით უკვე, რომ ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ვარ და შე­მიძ­ლია, უცხო ადა­მი­ა­ნის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე და­ვიბ­რა­ლო, ამის გამო ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე, რაც ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა. ჰოდა, მე­გობ­რე­ბი ამის გამო მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ. მე­უბ­ნე­ბი­ან, - ნუ ხარ ყვე­ლას ხე­ლის დამ­ფა­რე­ბე­ლიო (იცი­ნის). ასე­თი ვარ და რა ვქნა?! არ ვიცი, რო­დის შე­ვიც­ვლე­ბი.

- პრინ­ცი­პუ­ლი ხარ? ვის ან რის გამო შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს უღა­ლა­ტო?

- სა­ერ­თოდ, პრინ­ცი­პუ­ლი ვარ. ყო­ველ­თვის ზუს­ტად ვიცი, რა მინ­და და რა - არა. თუმ­ცა, ამ პრინ­ცი­პებს შე­იძ­ლე­ბა, ოჯა­ხის ან თუნ­დაც, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ვუ­ღა­ლა­ტო. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემ გამო ახ­ლობ­ლებს დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მნათ.

- ამა­ყი ხარ?

- კი, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ. თუმ­ცა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა სი­ა­მა­ყე გვერ­დზე გა­და­მიდ­ვია.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა? მა­გა­ლი­თად, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის გაშ­ლა, სახ­ლის და­ლა­გე­ბა გა­მოგ­დის?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სახ­ლში თით­ქმის არა­სო­დეს ვარ, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ. შინ მხო­ლოდ გვი­ან ღა­მით, და­სა­ძი­ნებ­ლად მივ­დი­ვარ. ამი­ტომ ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ვარ. თუმ­ცა, როცა დრო მაქვს და რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს: გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბო (იცი­ნის). ბოლო დროს ერ­თა­დერ­თხელ მო­მიხ­და შინ ადრე დაბ­რუ­ნე­ბა და გა­დავ­წყვი­ტე, მჭა­დე­ბი და­მე­ცხო. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­მი­ვი­და. თან, ყვე­ლა ერთი ზო­მი­სა და ფე­რის იყო ანუ ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ლა­მა­ზი გახ­ლდათ. დე­და­ჩე­მის მე­გობ­რე­ბი ჩემ მიერ გა­მომ­ცხვარ მჭა­დებს დღემ­დე ვერ ივი­წყე­ბენ. მოკ­ლედ, რაც გუ­ლით მინ­და, იმას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ. ერთი მი­ნუ­სი მაქვს: ძა­ლი­ან ცხა­რე კერ­ძებს ვამ­ზა­დებ და სა­დი­ლებს მხო­ლოდ ამის გამო მი­წუ­ნე­ბენ... რაც შე­ე­ხე­ბა სახ­ლი­სა და სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბის და­ლა­გე­ბას, ეს საქ­მე კარ­გად გა­მომ­დის. გარ­დე­რობს ისე ვა­ლა­გებ, რომ სულ ზე­პი­რად ვიცი, რო­მე­ლი მა­ი­სუ­რის ქვეშ რო­მე­ლი დევს. მე­გობ­რე­ბი მე­ხუმ­რე­ბი­ან, - და­კე­ცილ ტან­საც­მელს თა­რა­ზო­თი ას­წო­რე­ბო (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, სახ­ლში ყოფ­ნა და ფუს­ფუ­სი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ერთ რა­მე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, როცა ოჯა­ხის შექ­მნას გა­დავ­წყვეტ, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვი მგო­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად, სრულ­ფა­სო­ვა­ნი მე­უღ­ლე ვიქ­ნე­ბი.

- მა­მა­კა­ცის პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

- ვი­ნა­ი­დან ჩემს ოჯახ­ში მა­მა­კა­ცე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ, პე­რან­გე­ბის და­უ­თო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ გე­ტყვი, რომ ზოლს ზოლ­ზე ვა­ჯენ. თუმ­ცა, ერთხელ მეს­ტი­ა­ში ყოფ­ნი­სას, კონ­ცერ­ტის წინ მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, - პე­რან­გი და­მი­უ­თო­ეო. კი ვუ­თხა­რი, არა­სო­დეს და­მი­უ­თო­ე­ბია-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ინც მან­დო. კარ­გად გა­მო­მი­ვი­და და შე­მა­ქო, - შენ თუ პირ­ველ ცდა­ზე ასე აუ­თო­ებ, კი ყო­ფილ­ხარ გა­სა­თხო­ვა­რიო (იცი­ნის).

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- ის პირ­ველ რიგ­ში, მარ­თლა მა­მა­კა­ცი უნდა იყოს, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით! უნდა ჰქონ­დეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მეც და სა­კუ­თა­რი თა­ვიც გა­ა­ბედ­ნი­ე­როს. აუ­ცი­ლებ­ლად, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს და მას­ში ყო­ველ­დღე რა­ღაც ახალს უნდა ვხე­დავ­დე. პირ­ველ რიგ­ში, ქა­ლის ფასი და მას­თან მოქ­ცე­ვა უნდა იცო­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი უნდა იყოს.

- არ­სე­ბობს მან­დი­ლოს­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც ზღაპ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გამო სიყ­ვა­რულს თმო­ბენ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ამაზ­რზე­ნია. თუ ადა­მი­ანს ვილა კი არა, 2-ოთა­ხი­ა­ნი ბინა აქვს, ე.ი. აუ­ცი­ლებ­ლად ცუდი ბი­ჭია? სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნის ზო­გი­ერ­თი გო­გო­ნას ასე­თი მდა­ბი­უ­რი საქ­ცი­ე­ლი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს მხო­ლოდ იმ­დე­ნი ჰქონ­დეს, რამ­დე­ნიც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად გვე­ყო­ფა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დეს, და­ნარ­ჩე­ნი ღვთის წყა­ლო­ბი­თა და სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­მა­ვალ­ში გექ­ნე­ბა. სიყ­ვა­რულს არ დავ­თმობ და არ გავცვლი მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მალე დას­რულ­დე­ბა: მი­ლი­ო­ნე­ბიც მოგ­ბეზ­რდე­ბა, ზღაპ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბაც და და­ი­წყებ იმა­ზე ფიქ­რს, რომ ეს წა­მი­ე­რი ნე­ტა­რე­ბა არ ღირ­და სა­მუ­და­მო ნე­ტა­რე­ბა­ზე გა­საც­ვლე­ლად. მე ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლის გამო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შავ პურს შე­ჭამს. რა თქმა უნდა, ორ­მხრივ სიყ­ვა­რულს ვგუ­ლის­ხმობ.

- ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის თუ გჯე­რა და ოდეს­მე მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- დიახ, მჯე­რა. ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. მი­მაჩ­ნია, რომ დრო სა­ერ­თოდ არ არის სა­ჭი­რო, რომ ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­რო. პირ­ვე­ლი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გრძნობ, პი­როვ­ნე­ბის შეყ­ვა­რე­ბას შეძ­ლებ თუ ვერა.

- მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი თუ გყო­ლია?

- ვფიქ­რობ, ასე­თი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ყვე­ლა ქალს ჰყავს. ამ თვალ­საზ­რი­სით, არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ალ­ბათ მოვა დრო, როცა ისი­ნი სა­კუ­თა­რი ნე­ბით "გაქ­რე­ბი­ან" (იცი­ნის). მათ გამო მთე­ლი ომე­ბი გა­და­მი­ტა­ნია, "ბრძო­ლოს ველ­ზე" პირ­ველ ხაზ­ზეც ვყო­ფილ­ვარ და ბევ­რიც მი­ნერ­ვი­უ­ლია... ახლა ვცდი­ლობ, ასე ახ­ლოს არა­ვინ მო­ვუშ­ვა.

- რო­გორ ქორ­წილ­ზე ოც­ნე­ბობ?

- მეც იმ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ და გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილ­ზე ოც­ნე­ბო­ბენ. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე ყვე­ლა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და კე­თი­ლის­მსურ­ველ­მა გა­ი­ზი­ა­როს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე ვიცი, რომ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მექ­ნე­ბა. სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ქორ­წილ­ში მინი-კონ­ცერ­ტი მო­მი­წყონ.

- საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად თაფ­ლო­ბის თვეს სად გა­ა­ტა­რებ­დი?

- მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ვფიქ­რობ, სულ თაფ­ლო­ბის თვე მექ­ნე­ბა... ად­გილს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია, ერ­თად ყოფ­ნის დროს სიმ­ყუდ­რო­ვე არა­ვინ დაგ­ვირ­ღვი­ოს. ეს ალ­ბათ სად­მე ქვი­ში­ან სა­ნა­პი­რო­ზე იქ­ნე­ბა (იცი­ნის).

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი მზი­თევს თუ გიგ­რო­ვე­ბენ?

- ჩემს ოჯახ­ში ეს ტრა­დი­ცია დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ბე­ბი­ა­ჩე­მი თით­ქმის ყო­ველ­დღე რა­ღაც ნივ­თებ­ზე მე­უბ­ნე­ბა, ეს შენი მზით­ვი­აო. სა­ერ­თოდ, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამ ყვე­ლა­ფერს კი ბე­ბია სა­გულ­და­გუ­ლოდ ინა­ხავს. ჩემს გა­თხო­ვე­ბას ელო­დე­ბა და მერე ალ­ბათ ახალ ოჯახ­ში მო­მი­ტანს.

- მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ მის მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოს, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- მის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღებ. სხვა­თა შო­რის, არ მიყ­ვარს მარ­ტო­ო­ბა და მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი. თუ ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მეყ­ვა­რე­ბა, მის მშობ­ლებ­საც პა­ტივს ვცემ და და­ვა­ფა­სებ.

- დე­დამ­თილს "დე­დას" და­უ­ძა­ხებ?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მი­ჭირს, რად­გან კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვი, ამას წი­ნას­წარ ვერ განვჭვრეტ. თუ ის ადა­მი­ა­ნი ისე იზ­რუ­ნებს ჩემ­ზე, რო­გორც სა­კუ­თა­რი დედა ზრუ­ნავს, დიდი შან­სია, რომ დე­დამ­თილს "დედა" და­ვუ­ძა­ხო.

- ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი მოგ­წონს?

- სა­ერ­თოდ, სამ­კა­უ­ლე­ბი არ მიყ­ვარს, ამი­ტომ ასეთ რა­ღა­ცებ­ში ნაკ­ლე­ბად ვერ­კვე­ვი. თუმ­ცა ნიშ­ნო­ბის ბე­ჭედს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­კე­თებ და ყო­ველ­დღი­უ­რა­დაც ვა­ტა­რებ. ოღონდ, თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის ბე­ჭედს მი­ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას.

- ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ და­გა­ყე­ნონ - ოჯა­ხი ან კა­რი­ე­რა, რო­მელს აირ­ჩევ?

- ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე თუ დავ­დე­ქი, ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე­ბი. მაგ­რამ თუ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მა­ინც მო­მი­წევს, აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახს ავირ­ჩევ. თუმ­ცა, ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ სიმ­ღე­რაა ჩემი ცხოვ­რე­ბა და თუ ამას ამიკ­რძა­ლა­ვენ, მა­შინ გა­მიძ­ნელ­დე­ბა, თავი ლა­ღად და ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რძნო.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ ინახავს ნინი წიკლაურის მზითვს

ვინ ინახავს ნინი წიკლაურის მზითვს

მომღერალი ნინი წიკლაური ფიქრობს, რომ პოპულარობა დამსახურებულად მოიპოვა. მიაჩნია, რომ სიმღერაა მთელი მისი ცხოვრება... "დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება, ამ საკითხზე აზრი შევიცვალო", - მითხრა ნინიმ, რომლის გული ჯერჯერობით თავისუფალია.

- მიხარია, რომ წინასაახალწლო დღეებში თქვენი რუბრიკის - "საპატარძლო" სტუმარი ვარ.

- უკვე სადღესასწაულო განწყობა გაქვს, არა?

- ასეა! საერთოდ, ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. დამდეგს ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედით ვეგებები.

- გოგონები, რომლებსაც გათხოვების სურვილი აქვთ, ახალ წელს მაგიდის ქვეშ ხვდებიან. მსგავსი რამ თუ გაგიკეთებია?

- (იცინის) ასეთი რამ არათუ არ გამიკეთებია, არც გამიგონია. დავიჯერო, ეგ მეთოდი ამართლებს? ეს სიმართლე რომ იყოს, მაშინ მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი გასათხოვარი გოგო მაგიდის ქვეშ შეეგებებოდა დამდეგს. ახალი წლის ღამეს მე სხვა ტრადიცია მაქვს: ზუსტად 12 საათზე სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე და ის ყოველთვის მიხდება.

- ტელეეკრანზე ხშირად აღარ ჩანხარ, არც პრესის მკითხველებს ანებივრებ ინტერვიუებით...

- არანორმალური სამუშაო რეჟიმი მაქვს, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ. ჩემი ძირითადი სამსახური კულტურის სამინისტროა, სადაც ღონისძიებების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. გარდა ამისა, "გეპეის" ჯაზჯგუფში ვმღერი. კიდევ, რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობ. მათ შორის არის კომპოზიტორ გია მაჭარაშვილის ულამაზესი სიმღერა "საღამომდე", რომლის ახლებურ ინტერპრეტაციას ძალიან მალე შემოგთავაზებთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვჩანდი: ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოში არ ვიმყოფებოდი. რამდენიმე დღეა, რაც სამშობლოში დავბრუნდი. ამერიკაში ვიყავი, სადაც კარგად დავისვენე და ამაღლებული განწყობით, დიდი ენერგიით საკუთარ საქმიანობას დავუბრუნდი.

- გაგვაცანი შენი ოჯახი, ვისთან ერთად ცხოვრობ?

- ჩემი პატარა და ლამაზი ოჯახი 4 ადამიანისგან შედგება. ესენი არიან: ჩემი დედიკო, ბებია, დაიკო და მე. მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა. მოკლედ, ოჯახში მხოლოდ ქალები ვართ.

- ადამიანებს საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირთ ხოლმე, მაგრამ შენ თუ შეგიძლია, საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე გულახდილად გვესაუბრო?

- მეც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც საკუთარ თავზე ლაპარაკი უძნელდებათ. თუმცა შევეცდები, ეს როგორმე შევძლო. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ; იმდენად ემოციური, რომ სრულიად უცხო ადამიანის პრობლემა შეიძლება, გულთან ისე მივიტანო, რომ მთელი ღამე მასზე ნერვიულობაში გავატარო. დამთმობი ხასიათი მაქვს და ძალიან ბევრი რამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ საშინელი გაბრაზება ვიცი.

- წყენას გულში ინახავ თუ მალევე ივიწყებ?

- საერთოდ, წყენას იოლად ვივიწყებ. მქონია ისეთი შემთხვევა, როცა ვიღაცაზე ძალიან გავბრაზებულვარ, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისიც ვერ გამიხსენებია, გაბრაზებული რატომ ვიყავი. გულში შუღლისა და ბოროტების ჩადება არ შემიძლია. ჩემს უარყოფით თვისებად შეიძლება, ის ჩავთვალო, რომ ადამიანებს ადვილად ვენდობი და რატომღაც, ყველა კარგის მსურველი მგონია... თუმცა, ძალიან მალე და მარტივად მეცვლება შეხედულებები ადამიანებზე, მიჭირს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, რაც კარგი თვისება ნამდვილად არ არის. ვარ მხიარული და ოპტიმისტი. ყოველთვის და ნებისმიერი სიტუაციიდან ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო და ხშირად, შედეგიც არ აყოვნებს. მიმაჩნია, რომ კარგი აურის მატარებელი ვარ, რასაც ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ხშირად აღნიშნავენ.

- ახლობლებისგან რომელი თვისების გამო იღებ შენიშვნას?

- გითხარით უკვე, რომ ძალიან მიმნდობი ვარ და შემიძლია, უცხო ადამიანის გაფუჭებული საქმე დავიბრალო, ამის გამო ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდე, რაც ბევრჯერ მომხდარა. ჰოდა, მეგობრები ამის გამო მსაყვედურობენ. მეუბნებიან, - ნუ ხარ ყველას ხელის დამფარებელიო (იცინის). ასეთი ვარ და რა ვქნა?! არ ვიცი, როდის შევიცვლები.

- პრინციპული ხარ? ვის ან რის გამო შეიძლება საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- საერთოდ, პრინციპული ვარ. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა - არა. თუმცა, ამ პრინციპებს შეიძლება, ოჯახის ან თუნდაც, ახლობელი ადამიანის გამო ვუღალატო. ყოველთვის ვცდილობ, ჩემ გამო ახლობლებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

- ამაყი ხარ?

- კი, ძალიან ამაყი ვარ. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ისეთი სიტუაციები, როცა სიამაყე გვერდზე გადამიდვია.

- საოჯახო საქმეების მოგვარება თუ გეხერხება? მაგალითად, სადილის მომზადება, სადღესასწაულო სუფრის გაშლა, სახლის დალაგება გამოგდის?

- იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არასოდეს ვარ, საოჯახო საქმეების კეთებას ვერ ვახერხებ. შინ მხოლოდ გვიან ღამით, დასაძინებლად მივდივარ. ამიტომ ვერ დავიკვეხნი, რომ საოჯახო საქმეებით დატვირთული ვარ. თუმცა, როცა დრო მაქვს და რაღაცას ვაკეთებ, ყველა აღნიშნავს: გემრიელ კერძებს ამზადებო (იცინის). ბოლო დროს ერთადერთხელ მომიხდა შინ ადრე დაბრუნება და გადავწყვიტე, მჭადები დამეცხო. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი გამომივიდა. თან, ყველა ერთი ზომისა და ფერის იყო ანუ ვიზუალურადაც ლამაზი გახლდათ. დედაჩემის მეგობრები ჩემ მიერ გამომცხვარ მჭადებს დღემდე ვერ ივიწყებენ. მოკლედ, რაც გულით მინდა, იმას აუცილებლად გავაკეთებ. ერთი მინუსი მაქვს: ძალიან ცხარე კერძებს ვამზადებ და სადილებს მხოლოდ ამის გამო მიწუნებენ... რაც შეეხება სახლისა და საკუთარი ნივთების დალაგებას, ეს საქმე კარგად გამომდის. გარდერობს ისე ვალაგებ, რომ სულ ზეპირად ვიცი, რომელი მაისურის ქვეშ რომელი დევს. მეგობრები მეხუმრებიან, - დაკეცილ ტანსაცმელს თარაზოთი ასწორებო (იცინის). სხვათა შორის, სახლში ყოფნა და ფუსფუსი ძალიან მიყვარს. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, როცა ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, რაც ჯერჯერობით ნაადრევი მგონია, აუცილებლად, სრულფასოვანი მეუღლე ვიქნები.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- ვინაიდან ჩემს ოჯახში მამაკაცები არ ცხოვრობენ, პერანგების დაუთოების გამოცდილება არ მაქვს და შესაბამისად, ვერ გეტყვი, რომ ზოლს ზოლზე ვაჯენ. თუმცა, ერთხელ მესტიაში ყოფნისას, კონცერტის წინ მეგობარმა მთხოვა, - პერანგი დამიუთოეო. კი ვუთხარი, არასოდეს დამიუთოებია-მეთქი, მაგრამ მაინც მანდო. კარგად გამომივიდა და შემაქო, - შენ თუ პირველ ცდაზე ასე აუთოებ, კი ყოფილხარ გასათხოვარიო (იცინის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ის პირველ რიგში, მართლა მამაკაცი უნდა იყოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მეც და საკუთარი თავიც გააბედნიეროს. აუცილებლად, განათლებული, საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი უნდა იყოს და მასში ყოველდღე რაღაც ახალს უნდა ვხედავდე. პირველ რიგში, ქალის ფასი და მასთან მოქცევა უნდა იცოდეს, აუცილებლად ყურადღებიანი უნდა იყოს.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ზღაპრული ცხოვრების გამო სიყვარულს თმობენ...

- (მაწყვეტინებს) ასეთი საქციელი ამაზრზენია. თუ ადამიანს ვილა კი არა, 2-ოთახიანი ბინა აქვს, ე.ი. აუცილებლად ცუდი ბიჭია? სასაცილოდ არ მყოფნის ზოგიერთი გოგონას ასეთი მდაბიური საქციელი. ჩემთვის მთავარია, მომავალ მეუღლეს მხოლოდ იმდენი ჰქონდეს, რამდენიც მოკრძალებული ოცნებების ასასრულებლად გვეყოფა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები ჰქონდეს, დანარჩენი ღვთის წყალობითა და საკუთარი შრომით მომავალში გექნება. სიყვარულს არ დავთმობ და არ გავცვლი მატერიალურ კეთილდღეობაზე. ბოლოს და ბოლოს, ასეთი სიყვარული მალე დასრულდება: მილიონებიც მოგბეზრდება, ზღაპრული ცხოვრებაც და დაიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ეს წამიერი ნეტარება არ ღირდა სამუდამო ნეტარებაზე გასაცვლელად. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სიყვარულის გამო მთელი ცხოვრება შავ პურს შეჭამს. რა თქმა უნდა, ორმხრივ სიყვარულს ვგულისხმობ.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა და ოდესმე მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- დიახ, მჯერა. ერთი ნახვით სიყვარული ნამდვილად არსებობს. მიმაჩნია, რომ დრო საერთოდ არ არის საჭირო, რომ ადამიანი შეიყვარო. პირველი დანახვისთანავე გრძნობ, პიროვნების შეყვარებას შეძლებ თუ ვერა.

- მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი თუ გყოლია?

- ვფიქრობ, ასეთი თაყვანისმცემელი ყველა ქალს ჰყავს. ამ თვალსაზრისით, არც მე ვარ გამონაკლისი. ალბათ მოვა დრო, როცა ისინი საკუთარი ნებით "გაქრებიან" (იცინის). მათ გამო მთელი ომები გადამიტანია, "ბრძოლოს ველზე" პირველ ხაზზეც ვყოფილვარ და ბევრიც მინერვიულია... ახლა ვცდილობ, ასე ახლოს არავინ მოვუშვა.

- როგორ ქორწილზე ოცნებობ?

- მეც იმ ქალბატონების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც დიდ და გრანდიოზულ ქორწილზე ოცნებობენ. ძალიან მინდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ყველა ჩემმა მეგობარმა და კეთილისმსურველმა გაიზიაროს. აქედან გამომდინარე, უკვე ვიცი, რომ გრანდიოზული ქორწილი მექნება. სურვილი მაქვს, რომ ჩემმა კოლეგებმა ქორწილში მინი-კონცერტი მომიწყონ.

- საყვარელ ადამიანთან ერთად თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- მომავალ მეუღლესთან ერთად, ვფიქრობ, სულ თაფლობის თვე მექნება... ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთად ყოფნის დროს სიმყუდროვე არავინ დაგვირღვიოს. ეს ალბათ სადმე ქვიშიან სანაპიროზე იქნება (იცინის).

- ოჯახის წევრები მზითევს თუ გიგროვებენ?

- ჩემს ოჯახში ეს ტრადიცია დღემდე აქტუალურია. ბებიაჩემი თითქმის ყოველდღე რაღაც ნივთებზე მეუბნება, ეს შენი მზითვიაო. საერთოდ, საოჯახო ნივთების შეძენა ძალიან მიყვარს, ამ ყველაფერს კი ბებია საგულდაგულოდ ინახავს. ჩემს გათხოვებას ელოდება და მერე ალბათ ახალ ოჯახში მომიტანს.

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, როგორ მოიქცევი?

- მის ამ გადაწყვეტილებას, ჩვეულებრივად მივიღებ. სხვათა შორის, არ მიყვარს მარტოობა და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას მივესალმები. თუ ჩემი მომავალი მეუღლე მეყვარება, მის მშობლებსაც პატივს ვცემ და დავაფასებ.

- დედამთილს "დედას" დაუძახებ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი, ამას წინასწარ ვერ განვჭვრეტ. თუ ის ადამიანი ისე იზრუნებს ჩემზე, როგორც საკუთარი დედა ზრუნავს, დიდი შანსია, რომ დედამთილს "დედა" დავუძახო.

- ნიშნობის ბეჭედი მოგწონს?

- საერთოდ, სამკაულები არ მიყვარს, ამიტომ ასეთ რაღაცებში ნაკლებად ვერკვევი. თუმცა ნიშნობის ბეჭედს აუცილებლად გავიკეთებ და ყოველდღიურადაც ვატარებ. ოღონდ, თანამედროვე სტილის ბეჭედს მივანიჭებ უპირატესობას.

- ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ - ოჯახი ან კარიერა, რომელს აირჩევ?

- ასეთი არჩევანის წინაშე თუ დავდექი, ძალიან დავითრგუნები. მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მაინც მომიწევს, აუცილებლად ოჯახს ავირჩევ. თუმცა, ჩემმა მომავალმა მეუღლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სიმღერაა ჩემი ცხოვრება და თუ ამას ამიკრძალავენ, მაშინ გამიძნელდება, თავი ლაღად და ბედნიერად ვიგრძნო.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება