მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი მანქანით დადის პალიკო კუბლაშვილი და დაიჭერენ თუ არა ლაშა თორდიას
ვისი მანქანით დადის პალიკო კუბლაშვილი და დაიჭერენ თუ არა ლაშა თორდიას

"ვერ­სი­ის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბის სა­მიზ­ნე ამ­ჯე­რად აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი (ყო­ფი­ლი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა) და მისი შეფი ლაშა თორ­დია გახ­დე­ბა. ლაშა თორ­დი­ა­ზე, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ ნა­ცი­ო­ნალ კა­ნონ­შე­მოქ­მედ­თა ფრთას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, არ­სე­ბობს მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ხარჯთაღ­რი­ცხვებ­სა და სხვა ფი­ნან­სუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის სა­კი­თხებს შე­ის­წავ­ლის. დიდი ალ­ბა­თო­ბით რამ­დე­ნი­მე საქ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მო­ტი­ვიც გახ­დეს. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თორ­დი­ას ის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბიც ამო­უ­ვარ­დე­ბა, რომ­ლი­თაც დე­პუ­ტა­ტი პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობს და ჯერ კი­დევ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზეა. გა­მო­დის, კუბ­ლაშ­ვილს თორ­დი­ამ პი­რად სარ­გებ­ლო­ბა­ში აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნე­ბი ათხო­ვა?! ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რე­ფორ­მი­რე­ბულ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტას, მეტი ნდო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად, ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ლაშა თორ­დია ჩა­უ­ყე­ნეს სა­თა­ვე­ში. თორ­დია კი ეცა­და, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი აუ­დი­ტის იმი­ჯი შე­ექ­მნა, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლი დე­პუ­ტა­ტის­თვის მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა არ და­ე­ნა­ნა ისე­ვე, რო­გორც სხვა მე­გობ­რე­ბის­თვის პი­რა­დი სა­ჩუქ­რე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტი­ო­სა­ნი ბი­უ­როკ­რა­ტის იმი­ჯის შე­საქ­მნე­ლად სი­დედ­რის ბი­ნა­შიც კი გა­და­ბარ­გდაო, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა აქაც და­ძაბ­ვია.

პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი "ვერ­სი­ის" ინ­ტე­რე­სის სფე­რო ნამ­დვი­ლად არ არის, თუმ­ცა ყო­ფი­ლი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის სე­ი­ფებ­ში რომ ასო­ბით საქ­მე დევს, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­სა და ბი­უ­ჯე­ტის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებს ეხე­ბა, ეს ფაქ­ტია. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ საქ­მე­ე­ბის "ლო­ბი­რე­ბის" მიზ­ნით შე­არ­ჩი­ეს ლაშა თორ­დი­ას კან­დი­და­ტუ­რა 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბულ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა, თუმ­ცა ახლა უკვე საფრ­თხე თა­ვად თორ­დი­ას ემუქ­რე­ბა და რამ­დე­ნად შეძ­ლებს პარ­ტი­უ­ლი მე­გობ­რე­ბის დაც­ვას, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

ეკა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ვისი მანქანით დადის პალიკო კუბლაშვილი და დაიჭერენ თუ არა ლაშა თორდიას

ვისი მანქანით დადის პალიკო კუბლაშვილი და დაიჭერენ თუ არა ლაშა თორდიას

"ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაკავებების ახალი ტალღა დაიწყება. როგორც ამბობენ, გააქტიურებული მაკონტროლებლების სამიზნე ამჯერად აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა) და მისი შეფი ლაშა თორდია გახდება. ლაშა თორდიაზე, რომელიც აქტიურ ნაციონალ კანონშემოქმედთა ფრთას მიეკუთვნებოდა, არსებობს მასალები, რომელიც აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ხარჯთაღრიცხვებსა და სხვა ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებს შეისწავლის. დიდი ალბათობით რამდენიმე საქმე შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის მოტივიც გახდეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, თორდიას ის ავტომანქანებიც ამოუვარდება, რომლითაც დეპუტატი პალიკო კუბლაშვილი სარგებლობს და ჯერ კიდევ აუდიტის სამსახურის ბალანსზეა. გამოდის, კუბლაშვილს თორდიამ პირად სარგებლობაში აუდიტის სამსახურის მანქანები ათხოვა?! ჯერ კიდევ არჩევნებამდე რეფორმირებულ კონტროლის პალატას, მეტი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, ნაციონალებმა ლაშა თორდია ჩაუყენეს სათავეში. თორდია კი ეცადა, მიუკერძოებელი აუდიტის იმიჯი შეექმნა, მაგრამ ნაციონალი დეპუტატისთვის მანქანის თხოვება არ დაენანა ისევე, როგორც სხვა მეგობრებისთვის პირადი საჩუქრები. ამბობენ, რომ პატიოსანი ბიუროკრატის იმიჯის შესაქმნელად სიდედრის ბინაშიც კი გადაბარგდაო, თუმცა ურთიერთობა აქაც დაძაბვია.

პირადი პრობლემები "ვერსიის" ინტერესის სფერო ნამდვილად არ არის, თუმცა ყოფილი კონტროლის პალატის სეიფებში რომ ასობით საქმე დევს, რომელიც ყოფილი ჩინოვნიკების კორუფციულ სქემებსა და ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტებს ეხება, ეს ფაქტია. სავარაუდოდ, სწორედ ამ საქმეების "ლობირების" მიზნით შეარჩიეს ლაშა თორდიას კანდიდატურა 2012 წლის არჩევნებში დამარცხებულმა ნაციონალებმა, თუმცა ახლა უკვე საფრთხე თავად თორდიას ემუქრება და რამდენად შეძლებს პარტიული მეგობრების დაცვას, ძნელი სათქმელია.

ეკა სეხნიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა