პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ესაუბრა უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს
რაზე ესაუბრა უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა. რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ესა­უბ­რა.

"ჩვენ სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ვი­სა­უბ­რეთ და მე­რა­ბიშ­ვილ­მა მოყ­ვა დე­ტა­ლე­ბი, რაც მოხ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ და ის არის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ არის და­წყე­ბუ­ლი. მე­რა­ბიშ­ვი­ლი მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს მას ინ­ფორ­მა­ცია", - აღ­ნიშ­ნა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. "აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა, რათა ყვე­ლა­ფერს გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, რაც უფრო დაგ­ვი­ან­დე­ბა და გა­ი­წე­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი დრო­ში, ვფიქ­რობ, შე­საძ­ლოა, უფრო მეტი კი­თხვის ნი­შა­ნი გაჩ­ნდეს, თუ რა­ტომ არ ხდე­ბა გან­ცხა­დე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ერ­მა გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბის სახე მი­ი­ღოს", - გან­მარ­ტა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რაზე ესაუბრა უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს

რაზე ესაუბრა უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების დეტალებზე ესაუბრა.

"ჩვენ საათნახევარი ვისაუბრეთ და მერაბიშვილმა მოყვა დეტალები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ და ის არის გაკვირვებული, რომ გამოძიება არ არის დაწყებული. მერაბიშვილი მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მიაწოდოს მას ინფორმაცია", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებაზე გამოძიების დროული დაწყება აუცილებელია. "აუცილებელია გამოძიების დაწყება, რათა ყველაფერს გაეცეს პასუხი, რაც უფრო დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცესი დროში, ვფიქრობ, შესაძლოა, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს, თუ რატომ არ ხდება განცხადებაზე რეაგირება. აუცილებელია, რომ ზეწოლის შესახებ ნებისმიერმა განცხადებამ გამოძიების სახე მიიღოს", - განმარტა სახალხო დამცველმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ