საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდეალური კოცნის 6 საიდუმლო
იდეალური კოცნის 6 საიდუმლო

ალ­ბათ გა­გი­გი­ათ გა­მოთ­ქმა, კარ­გი კოც­ნა ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­აო. ამ ხე­ლოვ­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კოც­ნას, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ ხე­ლოვ­ნე­ბას, შეს­წავ­ლა და და­ფა­სე­ბაც სჭირ­დე­ბა.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც არ­სე­ბობს, რათა კოც­ნა ნამ­დვილ სი­ა­მოვ­ნე­ბად იქ­ცეს. თუ გა­და­წყვი­ტეთ, რომ დღეს პირ­ვე­ლად აკო­ცოთ თვენს რჩე­ულს, ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სწო­რედ რომ დრო­უ­ლია.

რჩე­ვა #1

სა­სურ­ვე­ლია წი­ნას­წარ გათ­ვა­ლოთ, სად მოხ­დე­ბა ეს. ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი გა­რე­მო, სა­დაც ხელს არა­ვინ შე­გიშ­ლით. მკრთა­ლი გა­ნა­თე­ბა ან სან­თლე­ბი პირ­ვე­ლი კოც­ნის­თვის იდე­ა­ლუ­რი ან­ტუ­რა­ჟია.

რჩე­ვა # 2

და­ი­ვი­წყეთ უხერ­ხუ­ლო­ბა, თუნ­დაც ამ სფე­რო­ში თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ტე­ლე­ეკ­რანს არ სცდე­ბო­დეს. ემო­ცი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ.

რჩე­ვა # 3

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ სუნ­თქვის "სი­სუფ­თა­ვე". თუ უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვას ვერ ახერ­ხებთ, სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი გა­მო­ი­ყე­ნეთ. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ხილი ან სუ­ლაც ოხ­რა­ხუ­შის ღერო გაკ­ვნი­ტეთ.

რჩე­ვა # 4

ნუ და­ძა­ბავთ ტუ­ჩებს. ამან შე­საძ­ლოა პარტნი­ო­რი და­აბ­ნი­ოს და იფიქ­როს, რომ მას­თან სი­ახ­ლო­ვის­გან თავს იკა­ვებთ.

რჩე­ვა # 5

ნუ გა­შეშ­დე­ბით, გრძნო­ბე­ბი ჟეს­ტე­ბი­თაც უნდა გა­მო­ხა­ტოთ. მო­ეხ­ვი­ეთ პარტნი­ორს მხრებ­ზე ან თმებ­ზე ხე­ლის­გუ­ლი გა­და­უს­ვით. ბევ­რი რამ თქვენს მონ­დო­მე­ბა­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რჩე­ვა # 6

არ­სე­ბობს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლის დრო­საც სჯობს კოც­ნა­ზე უარი თქვათ. მა­გა­ლი­თად, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. არ ღირს "სი­თა­მა­მის­თვის" ერთი ჭიქა ალ­კოჰო­ლის "ჩარ­ტყმაც". თქვე­ნი სუნ­თქვა პარტნი­ორს და­აფრ­თხობს ან სუ­ლაც და­გა­კარ­გი­ნებთ მას.

და ბო­ლოს, ტექ­ნი­კურ ხერ­ხებს ბევ­რი არა­ფე­რი შე­უძ­ლი­ათ. რაც არ უნდა კარ­გად აით­ვი­სოთ ისი­ნი, გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს, რომ კოც­ნა ორ­მხრივ სი­ა­მოვ­ნე­ბად იქ­ცე­ვა. გახ­სოვ­დეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი კოც­ნა ყო­ველ­თვის ექ­სპრომ­ტია, რო­მელ­შიც ორი მო­ნა­წი­ლე­ობს. სი­ა­მოვ­ნე­ბა კი მო­აქვთ ვნე­ბებს და არა ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებს.

მართა
1

ძალიან გამომადგა თქვენი რჩევები

გუშინ პირველი კოცნა მქონდა 

და ახლა სადაც არ უნდა შევხვდე ტუჩებში 

ვკოცნიიითტტტ

იდეალური კოცნის 6 საიდუმლო

იდეალური კოცნის 6 საიდუმლო

ალბათ გაგიგიათ გამოთქმა, კარგი კოცნა ნამდვილი ხელოვნებააო. ამ ხელოვნების აქტიური თაყვანისმცემლები კი მიიჩნევენ, რომ კოცნას, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას, შესწავლა და დაფასებაც სჭირდება.

რეკომენდაციებიც არსებობს, რათა კოცნა ნამდვილ სიამოვნებად იქცეს. თუ გადაწყვიტეთ, რომ დღეს პირველად აკოცოთ თვენს რჩეულს, ეს რეკომენდაციები სწორედ რომ დროულია.

რჩევა #1

სასურველია წინასწარ გათვალოთ, სად მოხდება ეს. ყველაზე შესაფერისი იქნება რომანტიკული გარემო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით. მკრთალი განათება ან სანთლები პირველი კოცნისთვის იდეალური ანტურაჟია.

რჩევა # 2

დაივიწყეთ უხერხულობა, თუნდაც ამ სფეროში თქვენი გამოცდილება ტელეეკრანს არ სცდებოდეს. ემოციური თავისუფლება მეტი სიამოვნების განცდის შესაძლებლობას მოგცემთ.

რჩევა # 3

აუცილებლად გაითვალისწინეთ სუნთქვის "სისუფთავე". თუ უახლოეს საათებში კბილების გახეხვას ვერ ახერხებთ, საღეჭი რეზინი გამოიყენეთ. უკიდურეს შემთხვევაში ხილი ან სულაც ოხრახუშის ღერო გაკვნიტეთ.

რჩევა # 4

ნუ დაძაბავთ ტუჩებს. ამან შესაძლოა პარტნიორი დააბნიოს და იფიქროს, რომ მასთან სიახლოვისგან თავს იკავებთ.

რჩევა # 5

ნუ გაშეშდებით, გრძნობები ჟესტებითაც უნდა გამოხატოთ. მოეხვიეთ პარტნიორს მხრებზე ან თმებზე ხელისგული გადაუსვით. ბევრი რამ თქვენს მონდომებაზეცაა დამოკიდებული.

რჩევა # 6

არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც სჯობს კოცნაზე უარი თქვათ. მაგალითად, ხალხმრავალ ადგილებში. არ ღირს "სითამამისთვის" ერთი ჭიქა ალკოჰოლის "ჩარტყმაც". თქვენი სუნთქვა პარტნიორს დააფრთხობს ან სულაც დაგაკარგინებთ მას.

და ბოლოს, ტექნიკურ ხერხებს ბევრი არაფერი შეუძლიათ. რაც არ უნდა კარგად აითვისოთ ისინი, გარანტია არ არსებობს, რომ კოცნა ორმხრივ სიამოვნებად იქცევა. გახსოვდეთ, რომ თითოეული კოცნა ყოველთვის ექსპრომტია, რომელშიც ორი მონაწილეობს. სიამოვნება კი მოაქვთ ვნებებს და არა ტექნიკურ დეტალებს.