მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FEMEN-ის აქტივისტებმა ბერლინში მეძავებთან იჩხუბეს და კიევის "ევრომაიდანს" დაუჭირეს მხარი
FEMEN-ის აქტივისტებმა ბერლინში მეძავებთან იჩხუბეს და კიევის "ევრომაიდანს" დაუჭირეს მხარი

მოძ­რა­ო­ბა FEMEN-ის აქ­ტი­ვის­ტებ­მა ოთხშა­ბათს კვე­ბეკ­ში, უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს­თან კი­ე­ვის "ევ­რო­მა­ი­და­ნის" მხარ­და­სა­ჭე­რად აქ­ცია გა­მარ­თეს. სამი გო­გო­ნა პლა­კა­ტე­ბით - "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას", "Putin game over" "Glory Euromaidan", ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას ითხოვ­დნენ.

"ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კი­ევ­ში მა­ი­დან­ზე და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­ში დგას. ვთვლით, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ერის­თვის ფეხ­ზე დად­გო­მის დრო დად­გა. ვთვლით, რომ უკ­რა­ი­ნის პროგ­რე­სი­სა და ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უნდა მო­ა­წე­როს ხელი. ჩვენ მას ვთხოვთ ერის იმე­დე­ბი არ მოკ­ლას. უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მო­ვუ­წო­დებთ, ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის მემ­კვიდ­რე­ო­ბა გა­აგ­რძე­ლონ, რომ დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მე­ში და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­იტ­ზე.

FEMEN QUEBEC-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კა­ნა­დი­სა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თეს. ნა­ხევ­რად­შიშ­ვე­ლი აქ­ცია -4 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს ჩა­ტარ­და.

მე­ო­რე დღეს FEMEN-ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი ბერ­ლინ­ში გა­მო­ვიდ­ნენ. მათ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ბორ­დე­ლის Artemis-ის შე­სას­ვლე­ლი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლე­ბით გა­და­კე­ტეს. ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბი სექს-ინ­დუსტრი­ის შემ­კვე­თე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად აღი­ა­რე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე აქ­ტი­ვის­ტებ­მა მე­ძა­ვებ­თან ჩხუ­ბიც მო­ას­წრეს, რო­მელ­თაც მათ ყი­ნუ­ლის კუ­ბუ­რე­ბი ეს­რო­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

FEMEN-ის აქტივისტებმა ბერლინში მეძავებთან იჩხუბეს და კიევის "ევრომაიდანს" დაუჭირეს მხარი

FEMEN-ის აქტივისტებმა ბერლინში მეძავებთან იჩხუბეს და კიევის "ევრომაიდანს" დაუჭირეს მხარი

მოძრაობა FEMEN-ის აქტივისტებმა ოთხშაბათს კვებეკში, უკრაინის საელჩოსთან კიევის "ევრომაიდანის" მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სამი გოგონა პლაკატებით - "დიდება უკრაინას", "Putin game over" "Glory Euromaidan", ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ითხოვდნენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამჟამად კიევში მაიდანზე და უკრაინის სხვა ქალაქებში დგას. ვთვლით, რომ უკრაინელი ერისთვის ფეხზე დადგომის დრო დადგა. ვთვლით, რომ უკრაინის პროგრესისა და ნათელი მომავლისთვის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი. ჩვენ მას ვთხოვთ ერის იმედები არ მოკლას.  უკრაინელ ხალხს მოვუწოდებთ, ნარინჯისფერი რევოლუციის მემკვიდრეობა გააგრძელონ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების მოპოვების საქმეში დასახულ მიზანს მიაღწიონ", - ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.

FEMEN QUEBEC-ის წარმომადგენლებმა კანადისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მიმართეს. ნახევრადშიშველი აქცია -4 გრადუსი ტემპერატურის დროს ჩატარდა.

მეორე დღეს FEMEN-ის აქტივისტები ბერლინში გამოვიდნენ. მათ ქვეყნის ყველაზე დიდი ბორდელის Artemis-ის შესასვლელი საკუთარი სხეულებით გადაკეტეს. ნახევრად შიშველი გოგონები სექს-ინდუსტრიის შემკვეთებისა და ორგანიზატორების დამნაშავეებად აღიარებას მოითხოვდნენ.

პოლიციის მოსვლამდე აქტივისტებმა მეძავებთან ჩხუბიც მოასწრეს, რომელთაც მათ ყინულის კუბურები ესროლეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა