პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია ფანჯიკიძე - "მე მინდა ევროპაში და მინდა მზეთუნახავობა, ეს ორი გეგმა მაქვს წელს"
ნათია ფანჯიკიძე - "მე მინდა ევროპაში და მინდა მზეთუნახავობა, ეს ორი გეგმა მაქვს წელს"

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეწვრილ­მა­ნე­ო­ბი­სა და ერ­თმა­ნე­თის გა­კი­ცხვის გამო აკ­რი­ტი­კებს.

"ალ­ბათ არ­სად მსოფ­ლი­ო­ში, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­დენს არ ლა­პა­რა­კო­ბენ ერ­თმა­ნეთ­ზე, რო­გორც ჩვენ­თან. აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს გა­ნი­ხი­ლავს, კი­ცხავს, რა­ღა­ცას ას­წავ­ლის, რა­ღა­ცას უწუ­ნებს და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია წვრილ­მა­ნებ­ზე. ამ ერ­თი­ციც­ქნა ქვე­ყა­ნა­ში რომ მცი­რე დაჯ­გუ­ფე­ბე­ბია და ერ­თმა­ნე­თის და­უს­რუ­ლე­ბელ გა­კი­ცხვა­ში ჩაბ­მუ­ლი, ნე­ტავ კი­დევ სად­მე თუ არ­სე­ბობს მსგავ­სი დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, მთე­ლის აღ­ქმის გა­რე­შე? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით და მსუ­ბუ­ქად აღ­ვიქ­ვამ, "ზოგი ასე უბე­რავს, ზოგი ისე უბე­რავს" - სიმ­პა­ტი­ით, გე­ნე­რა­ლუ­რი ხა­ზის გამო მა­ინც მი­პყრობს ოდ­ნა­ვი შფოთ­ვა, ვგრძნობ რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე გა­დას­ვლის მო­მენ­ტია და აი, აქ გავ­ძვრეთ რა სა­ქარ­თვე­ლო, ფრთხი­ლად ვი­ყოთ და ერ­თად", - წერს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე.

ნა­თია სა­კუ­თარ გვერ­დზე ირაკ­ლის ალა­სა­ნი­ას "რუს­თა­ვი 2"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს იზი­ა­რებს, სა­დაც მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტერ­გარ­ცი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე მე­გობ­რებ­თან სა­უ­ბარ­ში მო­მა­ვა­ლი წლის გეგ­მებს ამ­ხელს.

"მე მინ­და ევ­რო­პა­ში და მინ­და მზე­თუ­ნა­ხა­ვო­ბა, ეს ორი გეგ­მა მაქვს წელს. გან­ცხა­დე­ბა შე­მაქვს სა­მე­ფო კარ­ზე, პა­რა­ფი­რე­ბა გა­მი­კე­თონ რო­გორც ასო­ცი­რე­ბულ მზე­თუ­ნა­ხავს. მე რომ ზღაპ­რე­ბი მიყ­ვარ­და და მზე­თუ­ნა­ხა­ვებს ვხა­ტავ­დი სას­კო­ლო რვე­ულ­ში, არა­ფერს არ ნიშ­ნავს? პა­რა­ფი­რე­ბაც მომ­წონს სი­ტყვა, პა­რა­ფინს მა­გო­ნებს. ჩუ­მად უნდა შე­ვი­პა­რო ბალ­ზე თმა­და­ვარ­ცხნი­ლი და ვე­რა­ვინ ვერ მიც­ნობს, ვა­ა­აა, ეს მზე­თუ­ნა­ხა­ვი ნე­ტავ ვინ იყოო, ატყდე­ბა ჩურ­ჩუ­ლი და 12 რომ შეს­რულ­დე­ბა გა­მო­ვიქ­ცე­ვი და ჩავ­ხტე­ბი კვახ­ში", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

ნათია ფანჯიკიძე - "მე მინდა ევროპაში და მინდა მზეთუნახავობა, ეს ორი გეგმა მაქვს წელს"

ნათია ფანჯიკიძე - "მე მინდა ევროპაში და მინდა მზეთუნახავობა, ეს ორი გეგმა მაქვს წელს"

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ საზოგადოებას მეწვრილმანეობისა და ერთმანეთის გაკიცხვის გამო აკრიტიკებს.

"ალბათ არსად მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში ადამიანები ამდენს არ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, როგორც ჩვენთან. აქ ყველა ერთმანეთს განიხილავს, კიცხავს, რაღაცას ასწავლის, რაღაცას უწუნებს და კონცენტრირებულია წვრილმანებზე. ამ ერთიციცქნა ქვეყანაში რომ მცირე დაჯგუფებებია და ერთმანეთის დაუსრულებელ გაკიცხვაში ჩაბმული, ნეტავ კიდევ სადმე თუ არსებობს მსგავსი დეტალიზებული აზროვნება, მთელის აღქმის გარეშე? მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს იუმორით და მსუბუქად აღვიქვამ, "ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს" - სიმპატიით, გენერალური ხაზის გამო მაინც მიპყრობს ოდნავი შფოთვა, ვგრძნობ რომ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლის მომენტია და აი, აქ გავძვრეთ რა საქართველო, ფრთხილად ვიყოთ და ერთად", - წერს თავდაცვის მინისტრის მეუღლე.

ნათია საკუთარ გვერდზე ირაკლის ალასანიას "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუს იზიარებს, სადაც მინისტრი საქართველოს ევროპული ინტერგარციის შესახებ საუბრობს. ვიდეოს კომენტარებში მინისტრის მეუღლე მეგობრებთან საუბარში მომავალი წლის გეგმებს ამხელს.

"მე მინდა ევროპაში და მინდა მზეთუნახავობა, ეს ორი გეგმა მაქვს წელს. განცხადება შემაქვს სამეფო კარზე, პარაფირება გამიკეთონ როგორც ასოცირებულ მზეთუნახავს. მე რომ ზღაპრები მიყვარდა და მზეთუნახავებს ვხატავდი სასკოლო რვეულში, არაფერს არ ნიშნავს? პარაფირებაც მომწონს სიტყვა, პარაფინს მაგონებს. ჩუმად უნდა შევიპარო ბალზე თმადავარცხნილი და ვერავინ ვერ მიცნობს, ვაააა, ეს მზეთუნახავი ნეტავ ვინ იყოო, ატყდება ჩურჩული და 12 რომ შესრულდება გამოვიქცევი და ჩავხტები კვახში", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს