ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თანამედროვე ქალებისა და 90-იან წლებში მცხოვრები სუსტი სქესის წარმომადგენელთა ცხოვრების რიტმი ერთმანეთს შეადარეს.
ფსიქოლოგების თქმით, დღეს ქალები გათხოვებამდე მაქსიმუმ 8 პარტნიორს იცვლიან, ეს შედეგი 20 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. გამოკითხვაში 15 000 ქალი მონაწილეობდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ მშობლებისგან განსხვავებით, დღევანდელი გოგონები სექსუალურ ცხოვრებას უფრო მსუბუქად უყურებენ. გამოკითხული გოგონების უმეტესობა ამბობს, რომ მათ პირველად სექსუალური კავშირი ყოფილ პარტნიორთან, მეგობართან ან სრულიად დაუგეგმავ სიტუაციაში ჰქონდათ.გამოკითხული გოგონების 16% თამამად აღიარებს, რომ თავისსავე სქესის წარმომადგენელთანაც ჰქონია სექსი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.