პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატი ხდება
დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატი ხდება

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად და­ვით ნარ­მა­ნია და­ა­სა­ხე­ლოს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს მო­რი­გი სხდო­მა 22 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მა­სა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. ამა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად და­ვით ნარ­მა­ნია და­სა­ხელ­დეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრია.

და­ვით ნარ­მა­ნია ადას­ტუ­რებს, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად სა­ხელ­დე­ბა და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"41 გა­მო­ყო­ფილ პრობ­ლე­მას 41 ამო­ცა­ნით და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით", - აღ­ნიშ­ნა გუ­შინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მი­ნის­ტრმა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მისი თქმით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან.

"გა­მოვ­ხა­ტავ მზა­ო­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვიყო იქ, სა­დაც ჩემს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­ჩე­ვა­ნი არის ის, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ რთულ პრობ­ლე­მებს და გა­მოწ­ვე­ვებს შე­ვე­ჭი­დო იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მი­ცხა­დე­ბენ ნდო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მისი თქმით, პრობ­ლე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბა, ერთი მხრივ, მის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, დიდი პა­ტი­ვია.

"კარ­გად ვიც­ნობ იმ პრობ­ლე­მებს და პროგ­რა­მებს რომ­ლე­ბიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე­ვე კარ­გად ვიც­ნობ იმ ხარ­ვე­ზებს, რა­ზეც უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის მხრი­დან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის საქ­მი­ა­ნო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ერთხელ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე და 41 გა­მო­ყო­ფილ პრობ­ლე­მას 41 ამო­ცა­ნით და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით. მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და კო­ა­ლი­ცი­ის სხვა წევ­რებს, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­დეს და ვპირ­დე­ბი, რომ ის, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ და მე ვიქ­ნე­ბი არა პო­ლი­ტი­კო­სი მერი, არა­მედ რე­ა­ლუ­რად სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მერი და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას ისე და­ვა­ყე­ნებ ფეხ­ზე, რო­გორც ეს სა­მი­ნის­ტრო ერთი წლის წინ ჩა­ვი­ბა­რე", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას და­ი­ბა­და 1979 წლის 7 მარტს.

2006 წელს, ას­პი­რან­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მი­ე­ნი­ჭა ეკო­ნო­მი­კის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი. სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა გერ­მა­ნი­ის პოც­და­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ჯორჯ შულ­ცის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია და სხვა ჯილ­დო­ე­ბი.

2002 წელს მი­ე­ნი­ჭა ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯე­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

2000 წელს მი­ი­ღო ეკო­ნო­მი­კის ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი;

1996 - 2000 წლებ­ში სწავ­ლობ­და ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და მიკ­რო­ე­კო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე",სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და მარ­თვის" სპე­ცი­ა­ლო­ბით.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი.

2009 წლი­დან მუ­შა­ობ­და "კავ­კა­სი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად.

2008-2009 წლებ­ში იყო "სა­კონ­სულ­ტა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ტრე­ნინგ-ცენ­ტრის" კვლე­ვი­თი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი.

2005-2006 წლებ­ში მუ­შა­ობ­და "პრი­ვა­ტი­ზე­ბულ სა­წარ­მო­თა რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში";

2004-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და კომ­პა­ნია "ბიზ­ნეს კონ­სალ­ტინ­გის ჯგუფ­ში" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად.

2003-2004 წლებ­ში იყო "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" სა­გა­და­სა­ხა­დო-სა­ბი­უ­ჯე­ტო პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

2001-2003 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში.

1999-2001 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

სხვა­დას­ხვა დროს იყო "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ კი გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე.

სხვა­დას­ხვა დროს იყო არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მათ შო­რის, ამე­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის, მსოფ­ლიო ბან­კი­სა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტი.

არის 24 სა­მეც­ნი­ე­რო და პო­პუ­ლა­რუ­ლი ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი და 34 სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის თა­ნა­ავ­ტო­რი;

არის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი.

ჰყავს მე­უღ­ლე და ორი ვაჟი.

ფლობს ქარ­თულ, რუ­სულ, ინ­გლი­სურ და გერ­მა­ნულ ენებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატი ხდება

დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატი ხდება

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანია დაასახელოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა 22 ნოემბერს გაიმართა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა თვითმმართველობის რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანია დასახელდეს, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.

დავით ნარმანია ადასტურებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად სახელდება და კოალიცია "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობას უხდის.

"41 გამოყოფილ პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით", - აღნიშნა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მან კონსულტაციები გამართა კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან.

"გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ამ შემთხვევაში არჩევანი არის ის, რომ დედაქალაქში არსებულ რთულ პრობლემებს და გამოწვევებს შევეჭიდო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიცხადებენ ნდობას", - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, პრობლემებით დატვირთული დედაქალაქის მერობა, ერთი მხრივ, მისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა მეორე მხრივ, დიდი პატივია.

"კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს და პროგრამებს რომლებიც ხორციელდება. ასევე კარგად ვიცნობ იმ ხარვეზებს, რაზეც უნდა იყოს მიმართული ჩვენი კოალიციის მხრიდან დასახელებული დედაქალაქის მერის საქმიანობა. ეს ყველაფერი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავაანალიზე და 41 გამოყოფილ პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და კოალიციის სხვა წევრებს, რომლებმაც განსაკუთრებული ნდობა გამომიცხადეს და ვპირდები, რომ ის, რაც გასაკეთებელი იქნება, აუცილებლად გავაკეთებ და მე ვიქნები არა პოლიტიკოსი მერი, არამედ რეალურად სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მერი და დედაქალაქის მერიას ისე დავაყენებ ფეხზე, როგორც ეს სამინისტრო ერთი წლის წინ ჩავიბარე", - განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას დაიბადა 1979 წლის 7 მარტს.

2006 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სტაჟირება გაიარა გერმანიის პოცდამის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია და სხვა ჯილდოები.

2002 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაციით.

2000 წელს მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

1996 - 2000 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის" სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

2009 წლიდან მუშაობდა "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორად.

2008-2009 წლებში იყო "საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის" კვლევითი განყოფილების უფროსი.

2005-2006 წლებში მუშაობდა "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრში";

2004-2005 წლებში მუშაობდა კომპანია "ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფში" გენერალურ დირექტორად.

2003-2004 წლებში იყო "საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის" საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი.

2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.

1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.

სხვადასხვა დროს იყო "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი გამგეობის თავმჯდომარე.

სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ამერიკის განვითარების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტი.

არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი;

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა