განქორწინება თავისთავად იქცევს ყურადღებას, და რაც უფრო პოპულარულია წყვილი, მით უფრო მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი განქორწინების მიმართ.
ამბობენ, რომ უფრო ხშირად ცნობილი ადამიანებს ენგრევათ ოჯახები. ზოგიერთი პოპულარული წყვილი განქორწინების შემდეგ ურთიერთობის ნორმალიზებას ახერხებს, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით - განქორწინებას თან ახლავს სკანდალი და თანმხლები რეზონანსი საზოგადოებაში, რომელიც ჭორსა თუ მართალს "ფეისბუქსა" და ფორუმებზე არჩევს.
წარმოგიდგენთ ბოლო წლების 5 ყველაზე გახმაურებულ ქართულ განქორწინებას, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთგვარ შოუდ იქცა.
1. ია ფარულავა და ფადი ასლი
ია ფარულავა, რომელიც არაერთხელ დაქორწინებულა, მისი ყოფილი ქმრებიდან ყველაზე მტკივნეულად ფადი ასლის ემახსოვრება. სკანდალური ქორწინების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სრულიად გასაგებიც იყო; ასე ხდება, როდესაც მდიდარი ბიზნესმენი ვარსკვლავს შორდება, თანაც ისე მტკივნეულად, რომ მიტოვებული ქალი არ დატოვებს არც ერთ ბეჭდურ გამოცემას თუ ტელეშოუს, სადაც ამის შესახებ არ ისაუბრებს...
2. ბესო კალანდაძე და ციცინო შურღაია
ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განქორწინებაა. წყვილს შორის კონფლიქტს, რომელიც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა, დღემდე არ უჩანს დასასრული. მომღერალ ბესო კალანდაძეს მისი ყოფილი ცოლი, რუსეთში ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია არასდროს ინდობს, როდესაც ამა თუ იმ სატელევიზიო შოუში განქორწინების მიზეზებზე საუბრობს. ხმაურიან ბრალდებებს შორის, რომელთა გარჩევა სასამართლო პროცესზეც ხდებოდა, ბესო კალანდაძის ქურდობაში დადანაშაულებაც იყო. როგორც ჩანს, ბესო კალანდაძე დღეს იმდენად სძულს მის ყოფილ მეუღლეს, რომ ციცინო შურღაია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "მხოლოდ სამი რამ მეზიზღება - ჰალვა, ალკოჰოლური სასმელი და ბესო კალანდაძე."
3. სალომე გოგიაშვლი და ვასკა თედორაშვილიია ფარულავასგან განსხვავებით, რომელსაც ფადი ასლიმ მასზე უხვად დახარჯული ფული წამოაძახა, მსგავსი არაფერი ეთქმის სალომე გოგიაშვილის ყოფილ მეუღლეს; მეტიც - მას არათუ არ გაუნებივრებია სალომე ძვირფასეულობით, არამედ პირიქით - განქორწინების შემდეგ ცნობილი ტელეწამყვანი გაძარცვა. დიახ, სალომე გოგიაშვილისთვის ყოფილ ქმართან გატარებული ცხოვრების საფასური ძალიან კოლოსალურია - დაკარგული სახლი, აგარაკი, ძვირფასეულობა, ფული - ყველაფერი ერთად კი ნახევარი მილიონი. ვერაფერს იტყვით, თანხა აშკარად შთამბეჭდავია.
4. მარკუს მეტრეველი და ლალი ქურდაძე
ეს კიდევ ერთი პოპულარული წყვილია, რომელთა დანგრეულ ოჯახზე ბევრი ილაპარაკეს, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ - თავად უფრო მეტი ისაუბრეს ამ ყველაფერზე, ვიდრე ხალხმა. მარკუს მეტრეველის ცოლმა ქმართან დაშორების არაერთი მიზეზი დაასახელა; მათ შორის ღალატი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან... ეს მიზეზი კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მეგასკანდალისთვის, რომელმაც უცნობი მეტრეველი ძალიან პოპულარულ ადამიანად აქცია.
წყვილს შორის დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ გაქორწინების შემდეგ მარკუს მეტრეველს ყოფილი ცოლი საკუთარი შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა. აქვე შეგახსენებთ, რომ წყვილმა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ღიად ისაუბრა ერთ-ერთ პოპუარულ ტელეშოუში, რამაც მათი განქორწინების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
5. ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე
სკანდალური განქორწინებები, რომელთა შესახებ ახლა ვწერდით, ან ოდესმე დაწერილა ქართულ პრესაში, ნინი ბადურაშვილისა და ირაკლის კუტალაძის განქორწინების ფონზე, სრულიად უსუსურად გამოიყურებიან. ეს იყო განქორწინება, რომლის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, თანაც, ალბათ, იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, გვცოდნოდა... ერთი რამის თქმა კი თავისუფლად შეიძლება, ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის განქორწინება 2013 წლის ყველაზე პოპულარული თემა იყო ქართულ ინტერნეტმედიაში; მათ შესახებ დაწერილი სტატიები ყველაზე ცხოველ ინტერესს იწვევდა.