პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ტონა პრეზერვატივს მოიხმარენ ქართველები
რამდენ ტონა პრეზერვატივს მოიხმარენ ქართველები

სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს 33,2 ტონა პრე­ზერ­ვა­ტი­ვი შე­მო­ვი­და. 2013 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვის იმ­პორ­ტის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი "ამ­ბე­ბი.გე"-ს სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რი­დან მი­ა­წო­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვის ძი­რი­თა­დი იმ­პორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა გერ­მა­ნი­აა, სა­ი­და­ნაც წელს 10.8 ტონა პრე­ზერ­ვა­ტი­ვი შე­მო­ვი­და. გერ­მა­ნი­ის შემ­დეგ, მა­ლა­ი­ზია მო­დის. იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი არი­ან ასე­ვე რუ­სე­თი, თურ­ქე­თი, სომ­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა, აშშ, ჩი­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, სინ­გა­პუ­რი, ტა­ი­ლან­დი და ა.შ.

სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რი­დან Ambebi.ge-ს გა­სუ­ლი წლე­ბის სტა­ტის­ტი­კაც მი­ა­წო­დეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შარ­შან სა­ქარ­თვე­ლო­ში 36.9 ტონა პრე­ზერ­ვა­ტი­ვის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, 2011 წელს - 20,8 ტონა, 2010 წელს - 23,1 ტონა, 2009 წელს კი - 19,5 ტონა. 

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბოლო წლებ­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის არა მხო­ლოდ იმ­პორ­ტი გა­ი­ზარ­და, არა­მედ მოხ­მა­რე­ბამ იმა­ტა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნაც გა­ი­ზარ­და.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლელა სტუ­რუა ამ­ბობს, ზო­გა­დად კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის გაზ­რდი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებს ეხე­ბა, რაც რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის ბოლო კვლე­ვი­თაც და­დას­ტუ­რა.

"რო­დე­საც პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა, აბორ­ტე­ბის რი­ცხვი მცირ­დე­ბა და ამ ფონ­ზე შო­ბა­დო­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბა. აბორ­ტე­ბის რი­ცხვი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რაც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა", - აცხა­დებს ლელა სტუ­რუა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის შე­დე­გად, შემ­ცირ­და თუ არა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნა მომ­ხმა­რებ­ლებს არა მხო­ლოდ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში, არა­მედ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­შიც შე­უძ­ლი­ათ. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის იმ­პორ­ტი, მო­თხოვ­ნა და მოხ­მა­რე­ბა გა­ი­ზარ­და, უც­ვლე­ლია მისი გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში.

ჩვენ რამ­დე­ნი­მე სა­აფ­თი­ა­ქო ქსელს და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ პრე­ზერ­ვა­ტი­ვის გა­ყიდ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ისე­თი­ვე მცი­რეა, რო­გორც ეს წინა წლებ­ში იყო.

რო­გორც კომ­პა­ნია "პე ეს პე"-ში აცხა­დე­ბენ, მათ ქსელ­ში პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი სტა­ბი­ლუ­რად მცი­რეა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მცი­რე იყო და ახლა არც გაზ­რდი­ლა და არც შემ­ცი­რე­ბუ­ლა.

ანა­ლო­გი­ურს აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნია "ავერსშიც", სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რი არ აქვთ, თუმ­ცა პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვთ, რაც წინა წლებ­ში ჰქონ­დათ.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი, Ambebi.ge

რამდენ ტონა პრეზერვატივს მოიხმარენ ქართველები

რამდენ ტონა პრეზერვატივს მოიხმარენ ქართველები

საქართველოში წელს 33,2 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა. 2013 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში პრეზერვატივის იმპორტის სტატისტიკური მონაცემები "ამბები.გე"-ს სტატისტიკის სამსახურიდან მიაწოდეს.

საქართველოში პრეზერვატივის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა, საიდანაც წელს 10.8 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა. გერმანიის შემდეგ, მალაიზია მოდის. იმპორტიორი ქვეყნები არიან ასევე რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, უკრაინა, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სინგაპური, ტაილანდი და ა.შ.

სტატისტიკის სამსახურიდან Ambebi.ge-ს გასული წლების სტატისტიკაც მიაწოდეს. ოფიციალური მონაცემებით, შარშან საქართველოში 36.9 ტონა პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა, 2011 წელს - 20,8 ტონა, 2010 წელს - 23,1 ტონა, 2009 წელს კი - 19,5 ტონა. 

როგორც ირკვევა, ბოლო წლებში პრეზერვატივების არა მხოლოდ იმპორტი გაიზარდა, არამედ მოხმარებამ იმატა და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა.

როგორც დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა ამბობს, ზოგადად კონტრაცეპტივების რაოდენობა არის გაზრდილი, განსაკუთრებით კი ეს თანამედროვე კონტრაცეპტივებს ეხება, რაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის ბოლო კვლევითაც დადასტურა.

"როდესაც პრეზერვატივების მოხმარება იზრდება, აბორტების რიცხვი მცირდება და ამ ფონზე შობადობის რიცხვი იზრდება. აბორტების რიცხვი შემცირებულია, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა", - აცხადებს ლელა სტურუა.

რაც შეეხება იმას, პრეზერვატივების მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის შედეგად, შემცირდა თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ეს ჯერჯერობით უცნობია.

პრეზერვატივების შეძენა მომხმარებლებს არა მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში, არამედ სუპერმარკეტებშიც შეუძლიათ. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი, მოთხოვნა და მოხმარება გაიზარდა, უცვლელია მისი გაყიდვების მაჩვენებელი სააფთიაქო ქსელებში.

ჩვენ რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დავუკავშირდით, სადაც ამბობენ, რომ პრეზერვატივის გაყიდვის მაჩვენებელი ისეთივე მცირეა, როგორც ეს წინა წლებში იყო.

როგორც კომპანია "პე ეს პე"-ში აცხადებენ, მათ ქსელში პრეზერვატივების გაყიდვები სტაბილურად მცირეა, წლების განმავლობაში ძალიან მცირე იყო და ახლა არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

ანალოგიურს აცხადებენ კომპანია "ავერსშიც", სადაც კონკრეტული ციფრი არ აქვთ, თუმცა პრეზერვატივების გაყიდვების იგივე მაჩვენებელი აქვთ, რაც წინა წლებში ჰქონდათ.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია