პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 წლის ინდოელი ცოლი 10 წლის ქმარს დაშორდა
8 წლის ინდოელი ცოლი 10 წლის ქმარს დაშორდა

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი, რომ­ლე­ბიც გან­ქორ­წინ­დნენ, ინ­დო­ეთ­ში, უტარ-პრა­დე­ში ცხოვ­რო­ბენ. 8 წლის ფა­ტი­მა მან­გრე 10 წლის არ­ჯუნ ბაკ­რიდს და­შორ­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი გო­გო­ნას მამა ანი­ლი იყო. მან გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ გო­გო­ნა ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და 18 წლამ­დე მის გა­თხო­ვე­ბას აღარ აპი­რებს.

"გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ გო­გო­ნე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბის პრაქ­ტი­კა სი­სუ­ლე­ლეა, რად­გა­ნაც მათ ბავ­შვო­ბა ეკარ­გე­ბათ. რო­დე­საც გო­გო­ნა დავ­ნიშ­ნე, ამას ვერ ვხვდე­ბო­დი, თუმ­ცა რო­დე­საც ბი­ჭის ოჯა­ხი მის წა­საყ­ვა­ნად მო­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­შა­ლე", - ამ­ბობს პა­ტარ­ძლის მამა.

თუმ­ცა, ეს შემ­თხვე­ვა ქალ­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნირ­მა­ლა სა­მან­ტი მო­ი­თხოვს, რომ და­ი­სა­ჯონ რო­გორც ბი­ჭის, ასე­ვე გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი.

"ეს ნამ­დვი­ლი სკან­და­ლია, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა; გო­გო­ნას მამა ვალ­დე­ბუ­ლია, გაგ­ვცეს პა­სუ­ხი, რა­ტომ გა­ა­თხო­ვა 4 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ან რა­ტომ და­თან­ხმდა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ბი­ჭის მამა", - ამ­ბობს ნირ­მა­ლა.

ინ­დო­ეთ­ში ქალი ად­რე­ულ ასაკ­ში რომ უნდა გა­თხოვ­დეს, ეს აღა­რა­ვის უკ­ვირს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბის თემა მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mirror.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

8 წლის ინდოელი ცოლი 10 წლის ქმარს დაშორდა

8 წლის ინდოელი ცოლი 10 წლის ქმარს დაშორდა

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც განქორწინდნენ, ინდოეთში, უტარ-პრადეში ცხოვრობენ. 8 წლის ფატიმა მანგრე 10 წლის არჯუნ ბაკრიდს დაშორდა.

განქორწინების ინიციატორი გოგონას მამა ანილი იყო. მან გააცნობიერა, რომ გოგონა ძალიან პატარაა და 18 წლამდე მის გათხოვებას აღარ აპირებს.

"გავაცნობიერე, რომ გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვების პრაქტიკა სისულელეა, რადგანაც მათ ბავშვობა ეკარგებათ. როდესაც გოგონა დავნიშნე, ამას ვერ ვხვდებოდი, თუმცა როდესაც ბიჭის ოჯახი მის წასაყვანად მოვიდა, ყველაფერი ჩავშალე", - ამბობს პატარძლის მამა.

თუმცა, ეს შემთხვევა ქალთა და ბავშვთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განხილვის მთავარ თემად იქცა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნირმალა სამანტი მოითხოვს, რომ დაისაჯონ როგორც ბიჭის, ასევე გოგონას მშობლები.

"ეს ნამდვილი სკანდალია, რომელსაც საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება; გოგონას მამა ვალდებულია, გაგვცეს პასუხი, რატომ გაათხოვა 4 წლის ქალიშვილი, ან რატომ დათანხმდა ამ საშინელებას ბიჭის მამა", - ამბობს ნირმალა.

ინდოეთში ქალი ადრეულ ასაკში რომ უნდა გათხოვდეს, ეს აღარავის უკვირს, მაგრამ ქვეყანაში პატარა ბავშვების დაოჯახების თემა მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს