მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა მინდიაშვილი - სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა
ბექა მინდიაშვილი - სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა

ქუ­თა­ის­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრში, თე­ო­ლოგ­მა ბექა მინ­დი­აშ­ვილ­მა ჰა­ინ­რიჰ ბი­ო­ლის ფონ­დის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ბი­უ­როს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. "ვის ეში­ნია სე­კუ­ლა­რუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის" - ეს სა­კი­თხი იყო მსჯე­ლო­ბი­სა და დე­ბა­ტე­ბის თემა. "სე­კუ­ლა­რიზ­მის მტე­რი სა­პატ­რი­ა­ქოა, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ან, ამას­თან ერ­თად ტრა­დი­ცი­ის, ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­მე­ფოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი, რაც პირ­და­პი­რი ნა­ბი­ჯია თე­ოკ­რა­ტი­ის­კენ", – აღ­ნიშ­ნა მინ­დი­აშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე.

შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რეს იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად დარ­ღვე­უ­ლია სე­კუ­ლა­რიზ­მის ჩარ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში მთა­ვარ აქ­ტორს სა­პატ­რი­არ­ქო წარ­მო­ად­გენს და კე­ტავს სა­აზ­როვ­ნო სივ­რცეს. ამ სივ­რცე­ში უსუ­სურ და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლს სა­ხელ­მწი­ფო ჯერ­დე­ბა, რო­მე­ლიც არა კონ­სტი­ტუ­ცი­ის, არა­მედ სა­პატ­რი­არ­ქოს ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. "ეს იწ­ვევს იმ შე­დე­გებს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ სამ­თა­წყა­რო­ში, წინ­წყა­რო­სა და ნიგვზი­ან­ში ქრის­ტი­ა­ნი მრევ­ლის აგ­რე­სი­ი­დან არა თუ და­იც­ვა თა­ვი­სი მუ­სულ­მა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, არა­მედ თა­ვად იქცა ძა­ლა­დო­ბის წყა­როდ", - გა­ნა­ცხა­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მი­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა, ლინა ღვი­ნი­ა­ნი­ძემ.

შეხ­ვედ­რა დის­კუ­სი­ით დას­რულ­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იღებ­დნენ.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

ბექა მინდიაშვილი - სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა

ბექა მინდიაშვილი - სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა. "ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის" - ეს საკითხი იყო მსჯელობისა და დებატების თემა. "სეკულარიზმის მტერი საპატრიაქოა, ასევე ადამიანები, რომლებიც ტრადიციების დაცვის სახელით გამოდიან, ამასთან ერთად ტრადიციის, ეკლესიისა და სამეფოს გაერთიანების ავტორები, რაც პირდაპირი ნაბიჯია თეოკრატიისკენ", – აღნიშნა მინდიაშვილმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზეც, თუ რამდენად დარღვეულია სეკულარიზმის ჩარჩო საქართველოში, რომ ქართულ რეალობაში მთავარ აქტორს საპატრიარქო წარმოადგენს და კეტავს სააზროვნო სივრცეს. ამ სივრცეში უსუსურ და მეორეხარისხოვან როლს სახელმწიფო ჯერდება, რომელიც არა კონსტიტუციის, არამედ საპატრიარქოს ნების აღმსრულებელი ხდება. "ეს იწვევს იმ შედეგებს, რომ სახელმწიფომ სამთაწყაროში, წინწყაროსა და ნიგვზიანში ქრისტიანი მრევლის აგრესიიდან არა თუ დაიცვა თავისი მუსულმანი მოქალაქეები, არამედ თავად იქცა ძალადობის წყაროდ", - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის პროგრამის დირექტორმა, ლინა ღვინიანიძემ.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც იღებდნენ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა