მოზაიკა
პოლიტიკა
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სნაიპერი - მკვლელობის ხელოვნება
სნაიპერი - მკვლელობის ხელოვნება

ბრძო­ლის ველ­ზე ძნე­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო ჯა­რის­კა­ცი, რო­მელ­საც სა­მიზ­ნის ლო­დინ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უნ­ძრევ­ლად შე­უძ­ლია იყოს. ისი­ნი შე­უმჩვევ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და გა­რე­მოს, ლან­დშაფტ­სა და ბუ­ნე­ბას თით­ქმის იდე­ა­ლუ­რად ერ­წყმი­ან. ასეთ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლებ­საც სნა­ი­პე­რებს უწო­დე­ბენ, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რი­დან და 1-2 კი­ლო­მეტ­რი­და­ნაც კი, ერთი ზუს­ტი გას­რო­ლით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მოკ­ვლა შე­უძ­ლი­ათ.

ბრი­ტა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­ტყვა - სნა­ი­პე­რი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი­სას გაჩ­ნდა. თუმ­ცა ზუს­ტი მსრო­ლე­ლე­ბი მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­დნენ. საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­ში "სნა­ი­პე­რუ­ლი" სრო­ლის პირ­ვე­ლი ფაქ­ტი 1643 წელს და­ფიქ­სირ­და. ინ­გლი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს ჯა­რის­კაც­მა ჯონ და­იტ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ­მი­ის მე­თა­ურს, ლორდ ბრუკს 140 მ-დან ნას­რო­ლი ტყვია თვალ­ში გა­არ­ტყა.

მას შემ­დეგ, ცე­ცხლსას­როლ­მა ია­რაღ­მა ევო­ლუ­ცი­ის დიდი გზა გა­ი­ა­რა, რა­მაც სნა­ი­პე­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დახ­ვე­წას ხელი უდა­ოდ შე­უ­წყო. პირ­ველ მსოფ­ლიო ომამ­დე, დე­და­მი­წა­ზე მომ­ხდარ სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბებ­ში ზუსტ მსრო­ლე­ლებს თავი არა­ერ­თხელ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ.

სტა­ტის­ტი­კუ­რად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ყო­ველ მოკ­ლულ ჯა­რის­კაც­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 18-25 ათა­სი ტყვია იხარ­ჯე­ბო­და. მა­შინ რო­დე­საც კარ­გი სნა­ი­პე­რის­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,3-1,8 ტყვი­ას შე­ად­გენ­და. ყვე­ლა ფაქ­ტორ­თან ერ­თად, "სნა­ი­პე­რუ­ლი მიდ­გო­მა" ეკო­ნო­მი­უ­რა­დაც უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია - ერთი გას­რო­ლა - ერთი მოკ­ლუ­ლი. თუმ­ცა სნა­ი­პე­რის გაწ­ვრთნა დიდ დრო­სა და შრო­მას მო­ი­თხოვს.

დღეს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში სნა­ი­პერ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლე­ბი მოქ­მე­დებს, სა­დაც კან­დი­და­ტებს შორ მან­ძი­ლებ­ზე ზუს­ტი სრო­ლის გარ­და, შე­ნიღბვას, მა­ლუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას, მრა­ვა­ლი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უნ­ძრევ­ლად ერთ პო­ზა­ში ყოფ­ნას, პო­ზი­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას, მას­კი­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კოს­ტუ­მის შერ­ჩე­ვას და მის და­მო­უ­კი­დებ­ლად დამ­ზა­დე­ბას ას­წავ­ლი­ან.

სნა­ი­პე­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა სამ­ხედ­რო საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია. თან­და­თა­ნო­ბით საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ხით ქვე­ბი - შუ­ბებ­მა, შუ­ბე­ბი - მშვილდ-ის­რებ­მა, ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი ჯერ არ­ბა­ლე­ტებ­მა, შემ­დგომ კი ცე­ცხლსას­როლ­მა ია­რაღ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. ყო­ვე­ლი სი­ახ­ლე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­ნად­გუ­რე­ბის მან­ძილს ზრდი­და. თუმ­ცა მი­ზა­ნი უც­ვლე­ლი დარ­ჩა - გა­ა­ნად­გუ­რო მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ზუს­ტად და მცი­რე და­ნა­ხარ­ჯე­ბით.

სნა­ი­პერ­თა შო­რის, ზუს­ტი სრო­ლის მან­ძილ­ზე უდაო რე­კორ­დის მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი რობ ფერ­ლონ­დია. 2002 წელს ავ­ღა­ნეთ­ში ოპე­რა­ცია "ანა­კონ­დას" დროს, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნი­დან რობ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე 2,430 მეტ­რი­დან მოკ­ლა. სა­მიზ­ნემ­დე ტყვია 3 წამს მიფ­რი­ნავ­და.

ყვე­ლა­ზე "შე­დე­გი­ა­ნი" სნა­ი­პე­რი ფი­ნე­ლი სიმო ჰა­ი­ჰაა. სსრკ-ფი­ნე­თის ომის დროს, ახალ­გაზ­რდა სიმო სნა­ი­პერ­თა ჯგუფ­ში ჩა­რი­ცხეს. სულ მალე მან თავი ზუს­ტი გას­რო­ლე­ბით გა­ით­ქვა. ფი­ნე­ლი სნა­ი­პე­რის მოქ­მე­დე­ბის­გან საბ­ჭო­თა და­ნა­კარ­გე­ბი იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და, რომ სი­მოს ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის, რო­მელ­საც "თეთ­რი სიკ­ვდი­ლი" შე­არ­ქვეს, წი­თელ არ­მი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა შექ­მნეს. მაგ­რამ უშე­დე­გოდ, სიმო უნაკ­ლოდ მოქ­მე­დებ­და და თოვ­ლით და­ფა­რულ ფი­ნე­თის ტყე­ებ­ში მა­ლუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ხრი­კებს მი­მარ­თავ­და. ის მხო­ლოდ ერთხელ და­იჭ­რა (ტყვია ყბა­ში მოხ­ვდა). ომის მსვლე­ლო­ბის 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმო ჰა­ი­ჰამ 705 საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი და ოფი­ცე­რი მოკ­ლა. მსგავ­სი მაჩ­ვე­ნებ­ლის­თვის მას შემ­დეგ არა­ვის მი­უღწ­ვია. "თეთ­რი სიკ­ვდი­ლი" 2002 წელს 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ furfurmag.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

სნაიპერი - მკვლელობის ხელოვნება

სნაიპერი - მკვლელობის ხელოვნება

ბრძოლის ველზე ძნელია წარმოიდგინო ჯარისკაცი, რომელსაც სამიზნის ლოდინში რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად შეუძლია იყოს. ისინი შეუმჩვევლად გადაადგილდებიან და გარემოს, ლანდშაფტსა და ბუნებას თითქმის იდეალურად ერწყმიან. ასეთ ჯარისკაცებს, რომლებსაც სნაიპერებს უწოდებენ, რამდენიმე ასეული მეტრიდან და 1-2 კილომეტრიდანაც კი, ერთი ზუსტი გასროლით მოწინააღმდეგის მოკვლა შეუძლიათ.

ბრიტანული წარმოშობის სიტყვა - სნაიპერი პირველი მსოფლიო ომისას გაჩნდა. თუმცა ზუსტი მსროლელები მანამდეც არსებობდნენ. საბრძოლო პირობებში "სნაიპერული" სროლის პირველი ფაქტი 1643 წელს დაფიქსირდა. ინგლისის სამოქალაქო ომის დროს ჯარისკაცმა ჯონ დაიტმა მოწინააღმდეგე არმიის მეთაურს, ლორდ ბრუკს 140 მ-დან ნასროლი ტყვია თვალში გაარტყა.

მას შემდეგ, ცეცხლსასროლმა იარაღმა ევოლუციის დიდი გზა გაიარა, რამაც სნაიპერული ხელოვნების დახვეწას ხელი უდაოდ შეუწყო. პირველ მსოფლიო ომამდე, დედამიწაზე მომხდარ სხვადასხვა სამხედრო დაპირისპირებებში ზუსტ მსროლელებს თავი არაერთხელ გამოუჩენიათ.

სტატისტიკურად მეორე მსოფლიო ომის დროს ყოველ მოკლულ ჯარისკაცზე დაახლოებით 18-25 ათასი ტყვია იხარჯებოდა. მაშინ როდესაც კარგი სნაიპერისთვის ეს მაჩვენებელი 1,3-1,8 ტყვიას შეადგენდა. ყველა ფაქტორთან ერთად, "სნაიპერული მიდგომა" ეკონომიურადაც უფრო მომგებიანია - ერთი გასროლა - ერთი მოკლული. თუმცა სნაიპერის გაწვრთნა დიდ დროსა და შრომას მოითხოვს.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სნაიპერთა სპეციალური სკოლები მოქმედებს, სადაც კანდიდატებს შორ მანძილებზე ზუსტი სროლის გარდა, შენიღბვას, მალულად გადაადგილებას, მრავალი საათის განმავლობაში გაუნძრევლად ერთ პოზაში ყოფნას, პოზიციების მოწყობას, მასკირებისთვის შესაბამისი კოსტუმის შერჩევას და მის დამოუკიდებლად დამზადებას ასწავლიან.

სნაიპერული ხელოვნება სამხედრო საქმის განვითარების შედეგია. თანდათანობით საბრძოლო მასალის სახით ქვები - შუბებმა, შუბები - მშვილდ-ისრებმა, ეს უკანასკნელნი კი ჯერ არბალეტებმა, შემდგომ კი ცეცხლსასროლმა იარაღმა ჩაანაცვლა. ყოველი სიახლე მოწინააღმდეგის განადგურების მანძილს ზრდიდა. თუმცა მიზანი უცვლელი დარჩა - გაანადგურო მოწინააღმდეგე ზუსტად და მცირე დანახარჯებით.

სნაიპერთა შორის, ზუსტი სროლის მანძილზე უდაო რეკორდის მფლობელი ამერიკელი რობ ფერლონდია. 2002 წელს ავღანეთში ოპერაცია "ანაკონდას" დროს, მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანიდან რობმა მოწინააღმდეგე 2,430 მეტრიდან მოკლა. სამიზნემდე ტყვია 3 წამს მიფრინავდა.

ყველაზე "შედეგიანი" სნაიპერი ფინელი სიმო ჰაიჰაა. სსრკ-ფინეთის ომის დროს, ახალგაზრდა სიმო სნაიპერთა ჯგუფში ჩარიცხეს. სულ მალე მან თავი ზუსტი გასროლებით გაითქვა. ფინელი სნაიპერის მოქმედებისგან საბჭოთა დანაკარგები იმდენად გაიზარდა, რომ სიმოს ლიკვიდაციისთვის, რომელსაც "თეთრი სიკვდილი" შეარქვეს, წითელ არმიაში სპეციალური დაჯგუფება შექმნეს. მაგრამ უშედეგოდ, სიმო უნაკლოდ მოქმედებდა და თოვლით დაფარულ ფინეთის ტყეებში მალული გადაადგილებისთვის სხვადასხვა ხრიკებს მიმართავდა. ის მხოლოდ ერთხელ დაიჭრა (ტყვია ყბაში მოხვდა). ომის მსვლელობის 100 დღის განმავლობაში სიმო ჰაიჰამ 705 საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი მოკლა. მსგავსი მაჩვენებლისთვის მას შემდეგ არავის მიუღწვია. "თეთრი სიკვდილი" 2002 წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე