კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას არ ნანობს მამუკა ჩარკვიანი
რას არ ნანობს მამუკა ჩარკვიანი

თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­ი­ზარ­და. მის მშობ­ლებ­თან მა­შინ­დე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­გობ­რობ­დნენ და მათ გა­რე­მოც­ვა­ში გან­ვლო ბავ­შვო­ბამ...

40 წლის იყო, სცე­ნა­ზე რომ გა­მოჩ­ნდა, მა­მის ლექ­სებ­ზე შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რე­ბით წარ­დგა ფარ­თო მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე. ერთი პე­რი­ო­დი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა ჰქონ­და, რა­მაც და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა წელს გას­ტა­ნა, თუმ­ცა ბოლო ხანს გა­აქ­ტი­ურ­და და თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი გა­ა­ხა­რა.

არ­ცთუ ისე ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა რო­მე­ლი­მე კომ­პო­ზი­ტო­რის სიმ­ღე­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს ხალ­ხის ინ­ტე­რეს­სა და სიყ­ვა­რულს. აქ კი სწო­რედ ასეთ "სუ­რათ­თან" გვაქვს საქ­მე. ყო­ველ­თვის ყვე­ლა­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ით მღე­რო­და და დღემ­დე ასეა. ამა­ში მა­ში­ნაც დავ­რწმუნ­დით, როცა სა­უბ­რის ბო­ლოს მა­მუ­კა ჩარ­კვი­ან­მა თა­ვი­სი ორი სიმ­ღე­რა გი­ტა­რის თან­ხლე­ბით შეგ­ვის­რუ­ლა...

- გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დროს სხვა­ნა­ი­რი სიმ­ღე­რე­ბი დავ­წე­რე. უფრო კარ­გი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ჩემი ხელ­წე­რა მა­ინც იგ­რძნო­ბა. ზო­გი­ერთს ერე­ვა ერ­თფე­როვ­ნე­ბა ხელ­წე­რა­ში და ეს ცუ­დია. სიმ­ღე­რა რომ იწყე­ბა, უნდა ჰგავ­დეს კომ­პო­ზი­ტორს, კა­ცის ხელ­წე­რა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იგ­რძნო­ბო­დეს და ასე მე ბევ­რი მცნობს. ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­ღე­რა არ გა­მიშ­ვია ისე, რომ მას მა­გა­რი ფილტრი არ გა­ევ­ლოს - თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, ირმა გი­გა­ნი, ჩემი მე­უღ­ლე, მა­მა­ჩე­მი და თა­ვად მე... დღე­ში სულ ცოტა ოთხ სა­ათს ვმუ­შა­ობ პი­ა­ნი­ნო­სა და გი­ტა­რას­თან. ვუკ­რავ სხვა­დას­ხვა თე­მას, რო­მელ­თა­გან ერთი ამეკ­ვი­ა­ტე­ბა და ის რჩე­ბა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი. გა­დის 2-3 თვე და ის ერთი თემა თუ გო­ნე­ბა­ში ამო­ტივ­ტივ­დე­ბა, მერე მას ტვი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს და იღებს ფორ­მას. თუმ­ცა ისიც ხდე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა, არა­ვი­თა­რი ფორ­მა არ მი­ი­ღოს, არ შედ­გეს. სიმ­ღე­რა პა­ტა­რა სპექ­ტაკ­ლია და როცა სცე­ნა­ზე დგა­ხარ, მღე­რი, იმ წუ­თას შენ მსა­ხი­ო­ბი ხარ...

- 58 წლის ბრძან­დე­ბით, 15 წლის ასაკ­ში და­ი­წყეთ სიმ­ღე­რე­ბის წერა, ხომ?

- დიახ. 16-17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დავ­წე­რე "ჩა­მო­თო­ვა ისევ", რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან სხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შე­ვას­რუ­ლე. მუ­სი­კა­ლურ მხა­რეს არ შევ­ხე­ბი­ვარ, უბ­რა­ლოდ, სხვა გან­ვი­თა­რე­ბა მი­ვე­ცი.

- მა­ში­ნაც იმა­ვე ადა­მი­ა­ნებ­თან გა­დი­ო­და თქვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი გა­ფილ­ტვრას?

- დიახ, მაგ­რამ მა­შინ ისი­ნი უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. ახლა ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს უფრო მე­ტად ვე­კი­თხე­ბი აზრს, რად­გან არ მინ­და, ამ სი­ბე­რე­ში რამე შე­მე­შა­ლოს. ამ­დე­ნი ჰიტი, რაც მე და­მი­წე­რია, ბევრ კომ­პო­ზი­ტორს არ აქვს. ათი ახ­ლა­ვე შე­მიძ­ლია ჩა­მო­გით­ვა­ლოთ. ვლა­პა­რა­კობ ჰიტ­ზე და არა ჩვე­უ­ლებ­რივ სიმ­ღე­რებ­ზე. არი­ან კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც 1000 სიმ­ღე­რა აქვთ, ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოთ, მაგ­რამ მე მათ­გან არც ერთი არ მახ­სოვს. 70-მდე სიმ­ღე­რა დავ­წე­რე და რომ ჩა­უ­ფიქ­რდეთ, აქე­დან 40 მა­ინც გეხ­სო­მე­ბათ და ჩა­მო­მით­ვლით.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი სო­ლო­კონ­ცერ­ტი რო­მელ წელს გა­ი­მარ­თა?

- მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე 1996 წელს გა­მო­ვე­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ლო­კონ­ცერტს, ის 1999 წელს ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ დარ­ბაზ­ში მქონ­და, აპ­რილ­ში ორი დღე ზე­დი­ზედ ვიმ­ღე­რე, და ერ­თიც იმა­ვე წლის დე­კემ­ბერ­ში. შემ­დე­გი სო­ლო­კონ­ცერ­ტი კი 2012 წლის 12 დე­კემ­ბერს გავ­მარ­თე.

- მახ­სოვს, 1999 წელს თქვენს კონ­ცერ­ტებ­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო, ვინ მი­გა­ღე­ბი­ნათ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- თა­ვად და მე­გობ­რებ­მა. კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბა იყო, სა­ჭი­რო გახ­ლდათ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კომ­პო­ზი­ტო­რის დიპ­ლო­მი. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, სხვაგ­ვა­რად ვერ გა­ი­ტან­დი შენს სიმ­ღე­რას. მე დიპ­ლო­მი ახ­ლაც არ მაქვს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. მერე იყო ქუჩა და "შენა, ბიჭო, მომ­ღე­რა­ლი ხარ?!". თუ კარგ ბი­ჭო­ბა­ზე დებ­დი თავს, ფი­ლარ­მო­ნი­ის მომ­ღე­რა­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი. "პე­რესტრო­ი­კა" რომ მოხ­და, ამ თვალ­საზ­რი­სით "კარ­გმა ბი­ჭებ­მაც" უკან და­ი­ხი­ეს და ეს თემა ამო­ი­წუ­რა. ქუ­ჩამ თა­ვი­სი სი­ტყვა თქვა, სა­ხელ­მწი­ფო­მაც, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი უდიპ­ლო­მო­ე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მთე­ლი რიგი სხვა სა­კი­თხე­ბიც მოგ­ვარ­და და "პე­რესტრო­ი­კამ" და­ან­გრია კედ­ლე­ბი. "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლომ­თა ხვედ­რია", ხომ გახ­სოვთ ჩემი სიმ­ღე­რა "ჰიმ­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბას" მა­მას ტექ­სტზე?! ვინც ლომი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მისი ხვედ­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე სულ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი. ერთი მო­თხრო­ბა მაქვს წა­კი­თხუ­ლი, გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბი­თაა, მაგ­რამ მიხ­ვდე­ბით, რისი თქმაც მსურს: პა­ტი­მა­რი ბად­რაგს ეუბ­ნე­ბა, მე აქე­დან წა­ვა­ლო. ბად­რაგს ვერ გა­უ­გია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მან ცი­ხი­დან გა­აღ­წი­ოს. პა­ტი­მა­რი ნახ­შირს სთხოვს, - რა­მეს დავ­ხა­ტა­ვო. თხოვ­ნას რომ აუს­რუ­ლე­ბენ, კაცი დაჯ­დე­ბა და იწყებს ხე­ე­ბის, ლი­ან­და­გის, მა­ტა­რებ­ლის ხატ­ვას. ასე გა­დის დრო და ერთხე­ლაც, როცა ბად­რა­გი მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად შე­დის, ოთახ­ში არც კე­დელ­ზე და­ხა­ტუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი და არც ის კაცი აღარ დახ­ვდე­ბა... ასეა, თა­ვი­სუ­ფალ კაცს ვე­რა­ფე­რი და­ა­კა­ვებს. მე კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც. იმავდრო­უ­ლად კა­ნონ­მორ­ჩი­ლიც ვარ. ზო­გი­ერ­თი სუ­ლე­ლუ­რი კა­ნო­ნი კი იმის­თვი­საა, რომ და­არ­ღვიო. ანდა გა­და­ა­კე­თონ, ისი­ნი ხომ ადა­მი­ა­ნებ­მა და­წე­რეს?! ბევრ კა­ნონს სჭირ­დე­ბა გა­და­კე­თე­ბა. შორს წა­ვე­დით... ასე რომ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და იმავდრო­უ­ლად შენი თა­ვის უფა­ლი თა­ვად­ვე უნდა იყო.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, გა­მოვ­ლი­ლი წლე­ბი­დან ბევრ რა­მეს ნა­ნობთ?

- რა თქმა უნდა, ვნა­ნობ, მაგ­რამ ერთ რა­მე­ზე აზრს არ ვიც­ვლი. სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, კონ­სერ­ვა­ტო­რია რომ და­გემ­თავ­რე­ბი­ნა, დიდი კომ­პო­ზი­ტო­რი იქ­ნე­ბო­დიო. ორი სი­ტყვით გე­ტყვით, ამა­ზე დიდი კომ­პო­ზი­ტო­რი რა უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რაც ახლა ვარ?! მე ჩემი ცხოვ­რე­ბა მოვ­ყე­ვი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის შექ­მნილ ლექ­სებ­ზე. მა­მა­ჩე­მის ლექ­სე­ბი კარ­გად იმ­ღე­რე­ბა, მაგ­რამ სა­ნამ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს არ გა­იც­ნობს ერი, ვერ მიხ­ვდე­ბა, რამ­ხე­ლა პო­ე­ტი ჰყავს გვერ­დით. მე მო­ვინ­დო­მე, რომ მი­ვახ­ვედ­რო იმ სიმ­ღე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც დავ­წე­რე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

რას არ ნანობს მამუკა ჩარკვიანი

რას არ ნანობს მამუკა ჩარკვიანი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაიზარდა. მის მშობლებთან მაშინდელი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები მეგობრობდნენ და მათ გარემოცვაში განვლო ბავშვობამ...

40 წლის იყო, სცენაზე რომ გამოჩნდა, მამის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით წარდგა ფართო მსმენელის წინაშე. ერთი პერიოდი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, რამაც დაახლოებით ცხრა წელს გასტანა, თუმცა ბოლო ხანს გააქტიურდა და თავისი მსმენელი გაახარა.

არცთუ ისე ხშირია შემთხვევა, როცა რომელიმე კომპოზიტორის სიმღერა წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხალხის ინტერესსა და სიყვარულს. აქ კი სწორედ ასეთ "სურათთან" გვაქვს საქმე. ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული ემოციით მღეროდა და დღემდე ასეა. ამაში მაშინაც დავრწმუნდით, როცა საუბრის ბოლოს მამუკა ჩარკვიანმა თავისი ორი სიმღერა გიტარის თანხლებით შეგვისრულა...

- გარშემო მყოფები ამბობენ, რომ ბოლო დროს სხვანაირი სიმღერები დავწერე. უფრო კარგი, განსხვავებული. რა თქმა უნდა, ჩემი ხელწერა მაინც იგრძნობა. ზოგიერთს ერევა ერთფეროვნება ხელწერაში და ეს ცუდია. სიმღერა რომ იწყება, უნდა ჰგავდეს კომპოზიტორს, კაცის ხელწერა აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს და ასე მე ბევრი მცნობს. ცხოვრებაში სიმღერა არ გამიშვია ისე, რომ მას მაგარი ფილტრი არ გაევლოს - თაკო ჩარკვიანი, ირმა გიგანი, ჩემი მეუღლე, მამაჩემი და თავად მე... დღეში სულ ცოტა ოთხ საათს ვმუშაობ პიანინოსა და გიტარასთან. ვუკრავ სხვადასხვა თემას, რომელთაგან ერთი ამეკვიატება და ის რჩება დაუმთავრებელი. გადის 2-3 თვე და ის ერთი თემა თუ გონებაში ამოტივტივდება, მერე მას ტვინი სხვა მიმართულებას აძლევს და იღებს ფორმას. თუმცა ისიც ხდება, რომ შეიძლება, არავითარი ფორმა არ მიიღოს, არ შედგეს. სიმღერა პატარა სპექტაკლია და როცა სცენაზე დგახარ, მღერი, იმ წუთას შენ მსახიობი ხარ...

- 58 წლის ბრძანდებით, 15 წლის ასაკში დაიწყეთ სიმღერების წერა, ხომ?

- დიახ. 16-17 წლის ვიყავი, როცა დავწერე "ჩამოთოვა ისევ", რომელიც ახლახან სხვა ინტერპრეტაციით შევასრულე. მუსიკალურ მხარეს არ შევხებივარ, უბრალოდ, სხვა განვითარება მივეცი.

- მაშინაც იმავე ადამიანებთან გადიოდა თქვენი სიმღერები გაფილტვრას?

- დიახ, მაგრამ მაშინ ისინი უფრო ახალგაზრდები იყვნენ. ახლა ჩემი ოჯახის წევრებს უფრო მეტად ვეკითხები აზრს, რადგან არ მინდა, ამ სიბერეში რამე შემეშალოს. ამდენი ჰიტი, რაც მე დამიწერია, ბევრ კომპოზიტორს არ აქვს. ათი ახლავე შემიძლია ჩამოგითვალოთ. ვლაპარაკობ ჰიტზე და არა ჩვეულებრივ სიმღერებზე. არიან კომპოზიტორები, რომლებსაც 1000 სიმღერა აქვთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მე მათგან არც ერთი არ მახსოვს. 70-მდე სიმღერა დავწერე და რომ ჩაუფიქრდეთ, აქედან 40 მაინც გეხსომებათ და ჩამომითვლით.

- თქვენი პირველი სოლოკონცერტი რომელ წელს გაიმართა?

- მსმენელის წინაშე 1996 წელს გამოვედი. რაც შეეხება სოლოკონცერტს, ის 1999 წელს ფილარმონიის დიდ დარბაზში მქონდა, აპრილში ორი დღე ზედიზედ ვიმღერე, და ერთიც იმავე წლის დეკემბერში. შემდეგი სოლოკონცერტი კი 2012 წლის 12 დეკემბერს გავმართე.

- მახსოვს, 1999 წელს თქვენს კონცერტებზე უამრავი ხალხი იყო, ვინ მიგაღებინათ სცენაზე პირველად გასვლის გადაწყვეტილება?

- თავად და მეგობრებმა. კომუნისტური წყობა იყო, საჭირო გახლდათ კონსერვატორიის კომპოზიტორის დიპლომი. ეს აუცილებელი იყო, სხვაგვარად ვერ გაიტანდი შენს სიმღერას. მე დიპლომი ახლაც არ მაქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მერე იყო ქუჩა და "შენა, ბიჭო, მომღერალი ხარ?!". თუ კარგ ბიჭობაზე დებდი თავს, ფილარმონიის მომღერალი არ უნდა ყოფილიყავი. "პერესტროიკა" რომ მოხდა, ამ თვალსაზრისით "კარგმა ბიჭებმაც" უკან დაიხიეს და ეს თემა ამოიწურა. ქუჩამ თავისი სიტყვა თქვა, სახელმწიფომაც, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეიძლებოდა, კომპოზიტორები უდიპლომოები ყოფილიყვნენ, მთელი რიგი სხვა საკითხებიც მოგვარდა და "პერესტროიკამ" დაანგრია კედლები. "თავისუფლება ლომთა ხვედრია", ხომ გახსოვთ ჩემი სიმღერა "ჰიმნი თავისუფლებას" მამას ტექსტზე?! ვინც ლომი აღმოჩნდება, მისი ხვედრია თავისუფლება. მე სულ თავისუფალი ვიყავი. ერთი მოთხრობა მაქვს წაკითხული, გადატანითი მნიშვნელობითაა, მაგრამ მიხვდებით, რისი თქმაც მსურს: პატიმარი ბადრაგს ეუბნება, მე აქედან წავალო. ბადრაგს ვერ გაუგია, როგორ შეიძლება, მან ციხიდან გააღწიოს. პატიმარი ნახშირს სთხოვს, - რამეს დავხატავო. თხოვნას რომ აუსრულებენ, კაცი დაჯდება და იწყებს ხეების, ლიანდაგის, მატარებლის ხატვას. ასე გადის დრო და ერთხელაც, როცა ბადრაგი მის მოსანახულებლად შედის, ოთახში არც კედელზე დახატული მატარებელი და არც ის კაცი აღარ დახვდება... ასეა, თავისუფალ კაცს ვერაფერი დააკავებს. მე კომუნისტების დროსაც თავისუფალი ვიყავი და ახლაც. იმავდროულად კანონმორჩილიც ვარ. ზოგიერთი სულელური კანონი კი იმისთვისაა, რომ დაარღვიო. ანდა გადააკეთონ, ისინი ხომ ადამიანებმა დაწერეს?! ბევრ კანონს სჭირდება გადაკეთება. შორს წავედით... ასე რომ, თავისუფლება გარკვეულწილად კანონმორჩილებას ითვალისწინებს და იმავდროულად შენი თავის უფალი თავადვე უნდა იყო.

- ბატონო მამუკა, გამოვლილი წლებიდან ბევრ რამეს ნანობთ?

- რა თქმა უნდა, ვნანობ, მაგრამ ერთ რამეზე აზრს არ ვიცვლი. სულ მეუბნებიან, კონსერვატორია რომ დაგემთავრებინა, დიდი კომპოზიტორი იქნებოდიო. ორი სიტყვით გეტყვით, ამაზე დიდი კომპოზიტორი რა უნდა ვყოფილიყავი, რაც ახლა ვარ?! მე ჩემი ცხოვრება მოვყევი ჯანსუღ ჩარკვიანის შექმნილ ლექსებზე. მამაჩემის ლექსები კარგად იმღერება, მაგრამ სანამ ჯანსუღ ჩარკვიანს არ გაიცნობს ერი, ვერ მიხვდება, რამხელა პოეტი ჰყავს გვერდით. მე მოვინდომე, რომ მივახვედრო იმ სიმღერებით, რომლებიც დავწერე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია