საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"47 წელია გვილოცავს ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ?“ - რას აცხადებს მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის დამონტაჟებულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით
"47 წელია გვილოცავს ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ?“ - რას აცხადებს მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის დამონტაჟებულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით

მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვის შე­სა­ხებ, კო­მენ­ტარს აკე­თებს.

  • მისი თქმით, ილია მე­ო­რეს სურს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ველ რიგ­ში ქრის­ტეს­შო­ბა იზე­ი­მოს და შემ­დეგ სხვა დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ახა­ლი წლის სა­ზე­ი­მოდ აღ­ნიშ­ვნას, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გად­მო­ნაშთს უწო­დებს.

"47 წე­ლია გვი­ლო­ცავს, რო­გორც პატ­რი­არ­ქი ახალ წელს, წელს არ მოგ­ვი­ლო­ცა, იცით რა­ტომ? ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა ვართ, რუ­სეთს თუ არ ჩავ­თვლით, ვინც ჯერ ახალ წელს აღ­ნიშ­ნავს და მერე შო­ბას.

სა­ერ­თოდ ახა­ლი წელი მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ აღი­ნიშ­ნე­ბა. არ აღ­ნიშ­ნა­ვენ, არ არის ახა­ლი წელი დღე­სას­წა­უ­ლი და ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით აქე­დან ვერ გა­მოვ­დი­ვართ. პატ­რი­არ­ქს უნდა რომ ეს შეგ­ვიც­ვა­ლოს, მოგ­ვი­ლო­ცოს შობა და არა ახა­ლი წელი. მარ­ტო რუ­სეთ­ში არის ასე. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გად­მო­ნაშ­თია ახა­ლი წელი. მარ­ტო რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო აღ­ნიშ­ნავს.

ნამ­დვი­ლად მინ­და გი­თხრათ, მთელს მსოფ­ლი­ო­ში მთა­ვა­რი დღე­სას­წა­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქრის­ტი­ა­ნულ ქვეყ­ნებ­ში არის შობა.

აი ჩვენს პატ­რი­არ­ქს ეს უნდა რომ შეც­ვა­ლოს ამ ქვე­ყა­ნა­ში. ვფიქ­რობ, რომ ეს იყო მისი [გა­მიზ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა]. ვი­სა­უბ­რეთ მა­ნამ­დეც, გუ­შინ შევ­ხვდით კი­დევ, ვი­სა­უბ­რეთ მას­თან და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ეს ადა­მი­ა­ნი,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა “მთა­ვარ არხთან“ სა­უ­ბარ­ში.

  • შე­გახ­სე­ნებთ, პატ­რი­არ­ქის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა, ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რის მონ­ტა­ჟი აღ­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფაქტს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"პატ­რი­არ­ქის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზოგი ადა­მი­ა­ნი "სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს" იხ­სე­ნი­ებს აუ­გად.დე­ტა­ლურ ახ­სნებს ვერ და­ვი­წყებ რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არა­ფე­რი ამას­თან არც მე პი­რა­დად და არც სამ­სა­ხურს არ აკავ­ში­რებს.

ამას­თა­ნა­ვე, რად­გან ასე­თი სა­ხის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო, ვი­დეო არ დევს ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის გვერ­დზე. მი­მაჩ­ნია, მი­ნი­მუმ მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ ეს არის მონ­ტა­ჟი და არა ორი­გი­ნა­ლი", -წერს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"47 წელია გვილოცავს ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ?“ - რას აცხადებს მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის დამონტაჟებულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით

"47 წელია გვილოცავს ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ?“ - რას აცხადებს მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის დამონტაჟებულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით

მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვის შესახებ, კომენტარს აკეთებს.

  • მისი თქმით, ილია მეორეს სურს, რომ საქართველომ პირველ რიგში ქრისტესშობა იზეიმოს და შემდეგ სხვა დღესასწაულები. მეუფე ნიკოლოზი ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნას, საბჭოთა კავშირის გადმონაშთს უწოდებს.

"47 წელია გვილოცავს, როგორც პატრიარქი ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ? ერთადერთი ქვეყანა ვართ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, ვინც ჯერ ახალ წელს აღნიშნავს და მერე შობას.

საერთოდ ახალი წელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აღინიშნება. არ აღნიშნავენ, არ არის ახალი წელი დღესასწაული და ჩვენ ჯერჯერობით აქედან ვერ გამოვდივართ. პატრიარქს უნდა რომ ეს შეგვიცვალოს, მოგვილოცოს შობა და არა ახალი წელი. მარტო რუსეთში არის ასე. საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ახალი წელი. მარტო რუსეთი და საქართველო აღნიშნავს.

ნამდვილად მინდა გითხრათ, მთელს მსოფლიოში მთავარი დღესასწაული, განსაკუთრებით ქრისტიანულ ქვეყნებში არის შობა.

აი ჩვენს პატრიარქს ეს უნდა რომ შეცვალოს ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი [გამიზნული ქმედება]. ვისაუბრეთ მანამდეც, გუშინ შევხვდით კიდევ, ვისაუბრეთ მასთან და აბსოლუტურად ფუნქციონირებს ეს ადამიანი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა “მთავარ არხთან“ საუბარში.

  • შეგახსენებთ, პატრიარქის საახალწლო მილოცვა, ძველი ჩანაწერის მონტაჟი აღმოჩნდა. მოგვიანებით ფაქტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა.

"პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი "საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს" იხსენიებს აუგად.დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.

ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი", -წერს ანდრია ჯაღმაიძე.

იხილეთ ასევე: