ავტორი:

"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს

"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს

თეონა კონტრიძეზე რუსული მედია ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მისი განვლილი ცხოვრების სირთულეებზე გვიყვება. "ქართველი მომღერალი, რომლის სახელიც ჯაზ-პანკის სიმბოლოდ იქცა" - ასე უწოდებენ თეონას მედიაში. ქალის, რომლის კარიერაც მეზობელ რუსეთში წარმატებით განვითარდა, რასაც ვერ ვიტყვით მის პირად ცხოვრებაზე, რომელსაც დრამა არ დაჰკლებია.

თეონა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მისი ოჯახი ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან: ბაბუა ფორტეპიანოზე უკრავდა, დედა მღეროდა. სკოლის დასრულების შემდეგ კონტრიძემ სწავლა გნესინის სკოლაში გააგრძელა. თავდაპირველად დირიჟორობა სურდა, საბოლოოდ პოპ-ჯაზის ვოკალის მიმართულება აირჩია.

სწავლის პერიოდში მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობდა, რაც მისთვის არც ისე მარტივი იყო. ღამით სკოლის სარდაფში მდებარე ჯაზის კაფეში მღეროდა, დილით კი სასწავლებელში მიდიოდა.

1999 წლისთვის თეონას უკვე თავისი ჯაზ-კვარტეტი Teona Kontridze & Band ჰქონდა, რომელიც გამოდიოდა კლუბებსა და რესტორნებში. მისი ნიჭი მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლებოდა. კონტრიძემ ბედი კინოშიც სცადა. 2014 წელს კი კულინარიული შოუს წამყვანი გახდა.

დაუგეგმავი ბავშვი

2003 წელს თეონა კონტრიძე ნიკოლაი კლოპოვს შეხვდა. მათი ურთიერთობა არასტაბილურად განვითარდა. შეყვარებულმა ნიკოლაიმ არაერთხელ სთხოვა ქალს დაქორწინება, მაგრამ თეონა უარზე იყო, სურდა მთელი ყურადღება და ენერგია კარიერაზე დაეხარჯა. მალე ბედმა „ვარსკვლავების ფაბრიკის“ მონაწილეს იური ტიტოვს შეახვედრა. მათ შორის ნამდვილი ვნება გაჩნდა, ბიჭი მასზე 7 წლით უმცროსი იყო. მალე თეონა ნიკოლაის საბოლოოდ დაშორდა. მცირე ხნის შემდეგ კი ეჭვი შეეპარა, რომ ორსულად იყო.

კონტრიძე შოკში იყო, ბავშვი დაგეგმილი არ ყოფილა. მომღერალმა სხვადასხვა სახეობის ოთხი ტესტი გაიკეთა და ყველა დადებითი იყო. პირველად მეგობრებს დაურეკა, შემდეგ კი გადაწყვიტა ეს ამბავი ყოფილი შეყვარებულისთვის ნიკოლაისთის ეთქვა.

"ის ძალიან შეწუხებული იყო. ვუთხარი, რომ იდიოტი იყო და ტელეფონი გავთიშე“, - იხსენებდა თეონა.

  • ტიტოვი თავის კარიერაზე ფიქრობდა და მისი აზრით დაოჯახება ხელს შეუშლიდა ამბიციურ გეგმებში. ახლახან მომღერალმა მედიასთან აღიარა, რომ შვილი ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ნახა.

თეონა მარტო არ დარჩენილა. ნიკოლაი კლოპოვი საყვარელი ადამიანის მიტოვებას არ აპირებდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. ქალიშვილის რედი-მარიამის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, თეონა და ნიკოლაი დაქორწინდნენ. ამ ქორწინებაში წყვილს საერთო ვაჟი გიორგი შეეძინათ. ნიკოლაი ზრუნავდა ბავშვებზე, როდესაც თეონა გასტროლებზე მიდიოდა და ყოველთვის გვერდში ედგა რთულ მომენტებში.

ქალიშვილის პრობლემები

დიდი ხნის განმავლობაში, თეონას ქალიშვილმა, რედი-მარიამმა, რომელიც საოცრად ჰგავს იურის, არ იცოდა ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა. როდესაც სიმართლე გაიგო მისი გაცნობის სურვილი არ გამოუთქვამს.

"სიტუაცია ადვილი არ არის, ეს არის ცხოვრება. ხუმრობა ხომ არ არის 16 წლის მანძილზე ორჯერ ვნახეთ ერთმანეთი. იქ არის მისი ოჯახი, იქ არის მამა. მე კი ბიოლოგიური მშობელი ვარ“, - თქვა ტიტოვმა მედიასთან.

ცოტა ხნის წინ 47 წლის მომღერალმა თეონა კონტრიძემ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი 16 წლის ქალიშვილი რედი-მარიამი ერთ-ერთ გარეკლამებულ წონაში დასაკლებ ინიექციას 14 წლიდან იკეთებდა. თეონას თქმით, წამალი მოზარდს კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დაუნიშნა და ის, როგორც დედა, ეჭვების მიუხედავად, დათანხმდა და მოგვიანებით ამ სიტუაციას "სასტიკი სირცხვილი" უწოდა.

გარდა ამისა, რეკლამირებულმა წამალმა გავლენა მოახდინა მის ემოციურ მდგომარეობაზე, რამაც გამოიწვია დეპრესია.

  • "არ ვჭამ, არ ვსვამ, არაფერი მიხარია, არ მინდა მეგობრებთან ერთად გასვლა, არ გინდათ ზღვაში ბანაობა", - შესჩივლა დედას რედი-მარიამმა. თეონა კონტრიძემ აღიარა, რომ შვილის ამ მდგომარეობის გამო, ახლა მას დანაშაულის საშინელი გრძნობა აწუხებს.

16 წლის ასაკში რედი-მარიამი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მან რამდენიმე თვეში 23 კილოგრამი დაიკლო, რამაც ორგანიზმზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა.

"მე ვიცი, რომ ეს ვიდეო ბევრ კრიტიკას გამოიწვევს და ყველა „ყველაფრისმცოდნე“ გამოეხმაურება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა... დიდი ხანია ვგეგმავდით ამის ჩაწერას.

ჩემი საყვარელი ქალიშვილი 14 წლის ასაკში იკეთებდა ოზემპიკის ინიექციებს, და ძალიან ვნანობ, რომ ამ სასტიკ ქმედებას დავთანხმდი. მაშინ არაფერი ვიცოდი ამ პრეპარატის შესახებ, ის კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დანიშნა, რომელიც ახლო მეგობრებმა გვირჩიეს.

დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, მაგრამ ეს უკვე მოხდა და, ღმერთის წყალობით, დასრულდა. იქნებ ამ ვიდეომ მაინც დაარწმუნოს თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ მიიღოს ეს წამალი... იქნებ ერთი მოზარდი მაინც გადავარჩინოთ... ან არა მარტო მოზარდი.

ინსულინრეზისტენტობა ისეთივე საშიში არ არის, როგორც ამას ექიმები ამბობენ. შესაძლებელია, პრობლემას სხვა გზებითაც გაუმკლავდეთ. ნუ ეძებთ მარტივ გამოსავალს, ის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!

წაიკითხეთ ასევე: