ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პოლიციას მამაკაცის დაკარგვის შესახებ მწყემსის მამამ თვეების წინ მიმართა და გამოძიებაც მაშინ დაიწყო.
მოკლულია 39 წლის მურთაზ რუსტამოვი. მისი ამოცნობა ოჯახმა შეძლო. ოჯახი ეჭვობს, რომ მამაკაცი მოკლულია.
"სახლიდან გარკვეული პერიოდის წინ გავიდა, რომ არ გამოჩნდა ვურეკავდი, არ მპასუხობდა, წავედი პოლიციაში. განცხადების დაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ შემდეგ ჩემი შვილი ტელეფონი ადგილობრივმა იპოვა. 3 იანვარს მივედი იქ, სადაც ჩემი შვილის ტელეფონი აღმოაჩინეს და იქ უკვე ჩემი შვილის ნაწილები ვიპოვეთ", - ამბობს გარდაცვლილი ახალგაზრდას მამა "ტვ პირველთან".