მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმებმა ხანგრძლივი ცხოვრების დიეტა გაამხილეს
ექიმებმა ხანგრძლივი ცხოვრების დიეტა გაამხილეს

ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის­თვის ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტა უნდა და­იც­ვათ.

რო­გორც ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, სა­შუ­ა­ლო ასა­კის ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხმელ­თა­შუა ზღვის დი­ე­ტას იცა­ვენ, უფრო დიდ­ხანს ცხოვ­რო­ბენ და ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

ამ დი­ე­ტა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხილი, ბოსტნე­უ­ლი, თევ­ზი, მარ­ცვლე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და ლო­ბიო შე­დის. წი­თე­ლი ხორ­ცი და გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, ისე­ვე რო­გორც ალ­კოჰო­ლი თით­ქმის არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ხოლო მო­ნო­გა­უ­ჯე­რე­ბე­ლი ცხი­მე­ბი ორ­გა­ნიზმს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­დან მი­ე­წო­დე­ბა.

ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტის, სე­სი­ლია სა­მი­ე­რის თქმით, ცხოვ­რე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი კვე­ბა სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ექი­მე­ბის თქმით, ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის დი­ე­ტა "უპ­რობ­ლე­მოდ და­ბე­რე­ბულ­თა" ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რის წი­ნა­პი­რო­ბაა. აღ­ნიშ­ნულ ჯგუფ­ში 50-60 წლის გა­მოკ­ვლე­უ­ლი 10000-ზე მეტი ქა­ლი­დან მხო­ლოდ 11% მოხ­ვდა. ეს რა­ცი­ო­ნი­სად­მი არას­წორ მიდ­გო­მა­ზე მე­ტყვე­ლებს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც სწო­რად იკ­ვე­ბე­ბი­ან, 40%-ით მეტი შან­სი აქვთ, გა­და­ლა­ხონ 70 წელი.

მა­მა­კა­ცებ­ზე დი­ე­ტას ანა­ლო­გი­უ­რი ეფექ­ტი უნდა ჰქონ­დეს, ამ­ბობს ექი­მი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია focus.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ექიმებმა ხანგრძლივი ცხოვრების დიეტა გაამხილეს

ექიმებმა ხანგრძლივი ცხოვრების დიეტა გაამხილეს

ექიმები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ხმელთაშუა ზღვის დიეტა უნდა დაიცვათ.

როგორც ბორდოს უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, საშუალო ასაკის ქალები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემები აქვთ.

ამ დიეტაში დიდი რაოდენობის ხილი, ბოსტნეული, თევზი, მარცვლეული პროდუქტები და ლობიო შედის. წითელი ხორცი და გადამუშავებული ხორცპროდუქტები, ისევე როგორც ალკოჰოლი თითქმის არ გამოიყენება. ხოლო მონოგაუჯერებელი ცხიმები ორგანიზმს დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთიდან მიეწოდება.

ბორდოს უნივერსიტეტის სპეციალისტის, სესილია სამიერის თქმით, ცხოვრების შუა პერიოდში ხარისხიანი კვება სიცოცხლის ხარისხისა და ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ექიმების თქმით, ხმელთაშუაზღვის დიეტა "უპრობლემოდ დაბერებულთა" ჯგუფში მოხვედრის წინაპირობაა. აღნიშნულ ჯგუფში  50-60 წლის გამოკვლეული 10000-ზე მეტი ქალიდან მხოლოდ 11% მოხვდა. ეს რაციონისადმი არასწორ მიდგომაზე მეტყველებს.

საერთო ჯამში, ქალებს, რომლებიც სწორად იკვებებიან, 40%-ით მეტი შანსი აქვთ, გადალახონ 70 წელი.

მამაკაცებზე დიეტას ანალოგიური ეფექტი უნდა ჰქონდეს, ამბობს ექიმი.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს