პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი კომპანიები გვიგზავნიან SMS რეკლამებს?
რომელი კომპანიები გვიგზავნიან SMS რეკლამებს?

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ქარ­თუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის არა­სა­სურ­ვე­ლი სა­რეკ­ლა­მო სმს-ები­სა­გან შე­წუ­ხე­ბუ­ლია. ყო­ველ­დღი­უ­რად თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი პი­რად მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­რეკ­ლა­მო ში­ნა­არ­სის გზავ­ნილს იღებს, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სმს-მარ­კე­ტინ­გი ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ხარ­ჯზე ხდე­ბა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" (TI) იმ კომ­პა­ნი­ე­ბის სიას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც სპამ SMS რეკ­ლა­მას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე აგ­ზავ­ნი­ან. ესე­ნია: Alltours, Alta, Amboli, ARAY Tomorrow, Baldi, Bosch, Carrefour, Chic Bebe, City Club, Club 71, Elit Electronics, GASA, Hinterior, KSB Bank, Lotus, MEDI, Megaline, Mnapoleone, Nissan, OK, RAK ceramics, Safilo, Salamander, Samsung, Smiley,Techno Boom,TK – Batumi, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო "Sakartvelo", Vivasun. TI-ის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნონს არ­ღვე­ვენ და მო­უ­წო­დებს მათ, იზ­რუ­ნონ მომ­ხმა­რე­ბელ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა­ზე.

კა­ნო­ნით, SMS-ების გამ­გზავ­ნი პირი ვალ­დე­ბუ­ლია მო­ი­პო­ვოს მომ­ხმა­რებ­ლის თან­ხმო­ბა მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის (სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ფაქ­სი ნო­მე­რი და email) და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ნა­ცე­მე­ბი მო­პო­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ჯა­რო წყა­რო­ე­ბი­დან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სა­ჯა­რო წყა­როს" ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გან­მარ­ტავს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, SMS-ების გამ­გზავ­ნი პირი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ა­ტყო­ბი­ნოს მომ­ხმა­რე­ბელს, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა, უარი თქვას შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რა­საც კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გორც წესი, არ აკე­თე­ბენ.

SMS რეკ­ლა­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორ­მა თა­მარ ქალ­დან­მაც. მან კომ­პა­ნი­ებს არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი შე­ახ­სე­ნა და მათი დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და, ასე­ვე, შეს­თა­ვა­ზა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. მაგ­რამ გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ SMS რეკ­ლა­მე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­წუ­ხე­ბას. ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბენ იმ ფაქ­ტით, რომ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი სრუ­ლი ძა­ლით მხო­ლოდ 2016 წელს ამოქ­მედ­დე­ბა და ინ­სპექ­ტორს მხო­ლოდ მა­შინ მი­ე­ცე­მა შე­მოწ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის უფ­ლე­ბა.

მა­ნამ­დე კი, ისღა დაგ­ვრჩე­ნია ამ კომ­პა­ნი­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის იმე­დად ვი­ყოთ. კომ­პა­ნი­ე­ბის უპირ­ვე­ლე­სი ინ­ტე­რე­სი უნდა იყოს ის, რომ არ გა­ა­ნა­წყე­ნონ და არ მო­ა­ბეზ­რონ თავი სა­კუ­თარ პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებს. ასეთ პი­რო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" მი­ე­სალ­მე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა ინ­სპექ­ტო­რის გაფრ­თხი­ლე­ბას კომ­პა­ნი­ე­ბის მი­სა­მარ­თით და მცდე­ლო­ბას მო­აგ­ვა­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა. ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს ინ­სპექ­ტო­რის ოფისს გა­მოს­ცეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წე­სე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა წარ­მარ­თოს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რემ მო­ბი­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გი კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა, თუ რო­გორ მო­ი­პო­ვეს მო­ბი­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის კომ­პა­ნი­ებ­მა მო­ქა­ლა­ქე­თა ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი. მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რის ოპე­რა­ტორ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ისი­ნი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნომ­რებ­სა და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­სა­მე მხა­რეს არ უზი­ა­რე­ბენ და არც ყი­დი­ან.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო"ასე­ვე ესა­უბ­რა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს - კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც მო­ბი­ლუ­რი რეკ­ლა­მე­ბის დაგ­ზავ­ნით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი - სა­დაც კომ­პა­ნი­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მათ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა მო­ნა­ცე­მე­ბის რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ნი­ო­ნი­ა­ნი ბა­ზე­ბი აქვთ. თუმ­ცა არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში არ და­ა­ზუს­ტა, თუ რა გზით მოხ­და მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა. კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მათ არ ავალ­დე­ბუ­ლებს წყა­როს გამ­ხე­ლას და ათო­ბით ათა­სი SMS-ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე დაგ­ზავ­ნა კა­ნონს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ამა­სო­ბა­ში კი, მომ­ჩი­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს გა­უგ­ზავ­ნონ იმე­ი­ლი მი­სა­მარ­თზე: office@pdp.ge, ან და­ურ­ე­კონ ნო­მერ­ზე: (+995 32) 21 46 831. თქვენ ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ინ­სპექ­ტო­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერდს ფე­ის­ბუქ­ზე. ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვწე­როთ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე: diana.chachua@transparency.ge.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო"-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რომელი კომპანიები გვიგზავნიან SMS რეკლამებს?

რომელი კომპანიები გვიგზავნიან SMS რეკლამებს?

საქართველოს მოსახლეობა ქართული მობილური ოპერატორების არასასურველი სარეკლამო სმს-ებისაგან შეწუხებულია. ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი პირად მობილურ ტელეფონზე რამდენიმე სარეკლამო შინაარსის გზავნილს იღებს,  თუმცა მსოფლიოში გავრცელებული სმს-მარკეტინგი ქართველი მომხმარებლის უფლებების დარღვევის ხარჯზე ხდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც სპამ SMS რეკლამას მომხმარებლების ნებართვის გარეშე აგზავნიან. ესენია: Alltours, Alta, Amboli, ARAY Tomorrow, Baldi, Bosch, Carrefour, Chic Bebe, City Club, Club 71, Elit Electronics, GASA, Hinterior, KSB Bank, Lotus, MEDI, Megaline, Mnapoleone, Nissan, OK, RAK ceramics, Safilo, Salamander, Samsung, Smiley,Techno Boom,TK – Batumi, ტურისტული სააგენტო "Sakartvelo", Vivasun. TI-ის შეფასებით, აღნიშნული კომპანიები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევენ და მოუწოდებს მათ, იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

კანონით, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი ნომერი და email) დამუშავებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები მოპოვებული უნდა იყოს საჯარო წყაროებიდან. აღსანიშნავია, რომ "საჯარო წყაროს" ქართული კანონმდებლობა არ განმარტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს, რომ მას აქვს უფლება, უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც კომპანიები, როგორც წესი, არ აკეთებენ.

SMS რეკლამების შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმაც. მან კომპანიებს არსებული საკანონმდებლო ნორმები შეახსენა და მათი დაცვისკენ მოუწოდა, ასევე, შესთავაზა კონსულტაციები. მაგრამ გაფრთხილების მიუხედავად კომპანიები განაგრძობენ SMS რეკლამებით მომხმარებელთა შეწუხებას. ისინი სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სრული ძალით მხოლოდ 2016 წელს ამოქმედდება და ინსპექტორს მხოლოდ მაშინ მიეცემა შემოწმების განხორციელებისა და სანქციების დაწესების უფლება.

მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია ამ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის იმედად ვიყოთ. კომპანიების უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ არ გაანაწყენონ და არ მოაბეზრონ თავი საკუთარ პოტენციურ კლიენტებს. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიესალმება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გაფრთხილებას კომპანიების მისამართით და მცდელობას მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ორგანიზაცია მოუწოდებს ინსპექტორის ოფისს გამოსცეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართოს დაინტერესებულმა მხარემ მობილური მარკეტინგი კანონთან შესაბამისობაში.

გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"ასევე ესაუბრა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს - კომპანიებს, რომლებიც მობილური რეკლამების დაგზავნით არიან დაკავებულნი - სადაც კომპანიებმა დაადასტურეს, რომ მათ მობილური ტელეფონის ნომრებისა და მათთან დაკავშირებული სხვა მონაცემების რამდენიმე მილინიონიანი ბაზები აქვთ. თუმცა არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა ჩვენთან საუბარში არ დააზუსტა, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას და ათობით ათასი SMS-ის მომხმარებლების წინასწარი ნებართვის გარეშე დაგზავნა კანონს არ ეწინააღმდეგება.

ამასობაში კი, მომჩივან მოქალაქეებს შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გაუგზავნონ იმეილი მისამართზე: office@pdp.ge, ან დაურეკონ ნომერზე: (+995 32) 21 46 831. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ინსპექტორის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე. ზემოთხსენებული კომპანიების წარმომადგენლებმა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: diana.chachua@transparency.ge.

მომზადებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია