მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - თუ არ მოგწონთ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ
 მიხეილ სააკაშვილი - თუ არ მოგწონთ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბას ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან "მისი სუ­ლის გან­დევ­ნის" გზებს სთა­ვა­ზობს.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია მისი პი­რა­დი სახ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე უკვე დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, რად­გან 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს მთე­ლი მთავ­რო­ბა იქ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ამ დარ­ბაზ­ში მარ­თავ­დნენ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს. ეს უკვე დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე შე­ნო­ბაა. თუ ჩვენ არ გვინ­და, სა­ქარ­თვე­ლო იყოს პა­ტა­რა სო­ფე­ლი, რო­გორც ერთი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს და გვინ­და, იყოს ქვე­ყა­ნა, ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა სიმ­ბო­ლო­ე­ბი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა შე­ავ­სოს. ამ შე­ნო­ბი­დან პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის გა­სახ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­სუს­ტე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. თუ არ მოგ­წონთ, რომ აქ სა­ა­კაშ­ვი­ლი იჯდა, შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ნი­ა­ვოთ. შე­გიძ­ლი­ათ სხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბიც ჩა­ა­ტა­როთ, რომ ამ შე­ნო­ბი­დან ჩემი სული გან­დევ­ნოთ, მაგ­რამ ინ­სტი­ტუ­ტი არ უნდა გან­დევ­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია ხალ­ხს ეკუთ­ვნის და ის აშენ­და, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, და­უშ­ვე­ბე­ლია მა­გა­ლი­თად, სა­ხინ­კლე "თაღ­ლა­უ­რას" გა­და­ე­ცეს შე­ნო­ბა მხო­ლოდ იმ მო­ტი­ვით, რომ მთავ­რო­ბას მისი ხალ­ხის­თვის დაბ­რუ­ნე­ბა სურს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჰო­ლან­დი­ა­ში სტუმ­რო­ბა გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ვე­ლო­სი­პე­დით გა­სე­ირ­ნე­ბი­სას სი­მამრმა რამ­დე­ნი­მე კი­თხვა და­უს­ვა.

"სი­მამრმა მკი­თხა, 10 წელი სა­დღაც ხომ მუ­შა­ობ­დიო?! 10 წლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი იმა­ვე სახ­ლში არ ბრუნ­დე­ბა, სა­დაც თქვენ დაბ­რუნ­დით, რას აკე­თებ­დი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიო, რა­ღაც მა­ინც გა­გე­კე­თე­ბი­ნაო. ჰო­ლან­დი­უ­რი ლო­გი­კა ჩვენს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მთლად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი არ არის, მაგ­რამ ამას ვამ­ბობ იმი­ტომ, რად­გან ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია ჩვე­ნი სახ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. დაგ­ვე­მა­ტა მხო­ლოდ კა­ხე­თის ვე­ნა­ხი, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, თუმ­ცა, ისიც მეღ­ვი­ნე­ო­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრად მინ­და გა­და­ვა­კე­თო", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

მიხეილ სააკაშვილი - თუ არ მოგწონთ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ

 მიხეილ სააკაშვილი - თუ არ მოგწონთ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ავლაბრის რეზიდენციიდან "მისი სულის განდევნის" გზებს სთავაზობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ავლაბრის რეზიდენცია მისი პირადი სახლი არასოდეს ყოფილა. პრეზიდენტის შეფასებით, ავლაბრის სასახლე უკვე დიდი ისტორიული ტრადიციის მატარებელია, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მთელი მთავრობა იქ იმყოფებოდა.

"საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსული მსოფლიო ლიდერები ამ დარბაზში მართავდნენ პრესკონფერენციებს. ეს უკვე დიდი ისტორიული ტრადიციის მქონე შენობაა. თუ ჩვენ არ გვინდა, საქართველო იყოს პატარა სოფელი, როგორც ერთი ადამიანი ამბობს და გვინდა, იყოს ქვეყანა, ქვეყანას სჭირდება სიმბოლოები. რა თქმა უნდა, ყველა დაწესებულების შინაარსი ქართველმა ხალხმა უნდა შეავსოს. ამ შენობიდან პრეზიდენტის სასახლის გასახლება სახელმწიფოებრიობის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუ არ მოგწონთ, რომ აქ სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ. შეგიძლიათ სხვა მანიპულაციებიც ჩაატაროთ, რომ ამ შენობიდან ჩემი სული განდევნოთ, მაგრამ ინსტიტუტი არ უნდა განდევნოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ავლაბრის რეზიდენცია ხალხს ეკუთვნის და ის აშენდა, როგორც პრეზიდენტის სასახლე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაუშვებელია მაგალითად, სახინკლე "თაღლაურას" გადაეცეს შენობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მთავრობას მისი ხალხისთვის დაბრუნება სურს.

მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიაში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ველოსიპედით გასეირნებისას სიმამრმა რამდენიმე კითხვა დაუსვა.

"სიმამრმა მკითხა, 10 წელი სადღაც ხომ მუშაობდიო?! 10 წლის შემდეგ ადამიანი იმავე სახლში არ ბრუნდება, სადაც თქვენ დაბრუნდით, რას აკეთებდი ამ წლების განმავლობაშიო, რაღაც მაინც გაგეკეთებინაო. ჰოლანდიური ლოგიკა ჩვენს სიტუაციაში მთლად გამოყენებადი არ არის, მაგრამ ამას ვამბობ იმიტომ, რადგან ავლაბრის რეზიდენცია ჩვენი სახლი არასოდეს ყოფილა. დაგვემატა მხოლოდ კახეთის ვენახი, რომლითაც ძალიან ვამაყობ, თუმცა, ისიც მეღვინეობის სასწავლო ცენტრად მინდა გადავაკეთო", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა