პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელცინის შვილიშვილი სამხედრო დრამას გადაიღებს
ელცინის შვილიშვილი სამხედრო დრამას გადაიღებს

რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი, ბო­რის ელ­ცი­ნი-უმ­ცრო­სი სამ­ხედ­რო დრა­მა "ღა­მის კუ­დი­ა­ნე­ბის" პრო­დუ­სე­რი გახ­დე­ბა.

სუ­რა­თი მოგ­ვი­თხრობს 46-ე გვარ­დი­ის ღა­მის ბომბდამ­შენ სა­ა­ვი­ა­ციო პოლკ­ზე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 1941 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. პოლ­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 17-22 წლის ქა­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ. მათი პირ­ვე­ლი საბ­რძო­ლო მი­სია 1942 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და. გერ­მა­ნე­ლე­ბი პოლ­კის მფრი­ნა­ვებს "ღა­მის კუ­დი­ა­ნებს" ეძახ­დნენ.

ფილ­მის სცე­ნარს გრე­გო­რი ალენ ჰო­ვარ­დი და­წერს, რო­მელ­მაც ადრე სუ­რა­თე­ბის - "ალი" და "ტი­ტა­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბი­სას" - შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, ვინ იქ­ნე­ბა რე­ჟი­სო­რი, ან რო­დის და­ი­წყე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი, არ ვრცელ­დე­ბა. მთა­ვა­რი რო­ლე­ბის პრე­ტენ­დენ­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბიც უც­ნო­ბია.

ბო­რის ელ­ცი­ნი-უმ­ცროსს ამ­ჟა­მად ჰო­ლი­ვუდ­ში სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია Timedale Entertainment აქვს. მისი პარტნი­ო­რი პრო­დუ­სე­რი მეთ ჰე­ლე­რია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Variety-ის მი­ხედ­ვით.

ელცინის შვილიშვილი სამხედრო დრამას გადაიღებს

ელცინის შვილიშვილი სამხედრო დრამას გადაიღებს

რუსეთის პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი, ბორის ელცინი-უმცროსი სამხედრო დრამა "ღამის კუდიანების" პროდუსერი გახდება.

სურათი მოგვითხრობს 46-ე გვარდიის ღამის ბომბდამშენ საავიაციო პოლკზე, რომელიც საბჭოთა კავშირში 1941 წელს ჩამოყალიბდა. პოლკის შემადგენლობაში 17-22 წლის ქალები შედიოდნენ. მათი პირველი საბრძოლო მისია 1942 წელს განხორციელდა. გერმანელები პოლკის მფრინავებს "ღამის კუდიანებს" ეძახდნენ.

ფილმის სცენარს გრეგორი ალენ ჰოვარდი დაწერს, რომელმაც ადრე სურათების - "ალი" და "ტიტანების გახსენებისას" - შექმნაში მონაწილეობდა. ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ იქნება რეჟისორი, ან როდის დაიწყება გადაღებები, არ ვრცელდება. მთავარი როლების პრეტენდენტების სახელებიც უცნობია.

ბორის ელცინი-უმცროსს ამჟამად ჰოლივუდში საკუთარი კომპანია Timedale Entertainment აქვს. მისი პარტნიორი პროდუსერი მეთ ჰელერია.

მომზადებულია Variety-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება