კომპანია HSBC Expat Explorer-მა უცხოელების საცხოვრებლად ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, პირადი კომფორტი, ბავშვის აღზრდის შესაძლებლობა, ეკოლოგია და ჯანსაღი საკვები, სტუმართმოყვარეობა. უცხოელები ადგილობრივ მეგობრულ კულტურას, ჯანსაღ საკვებსა და სპორტით დაკავების შესაძლებლობებსაც აფასებენ.
პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა. ამ კომუნისტურ ქვეყანას ნეგატიური ფაქტორების (დაბინძურებული ჰაერი, ბავშვის აღზრდის სასტიკი მეთოდები) მიუხედავად, პოზიტიური მხარეებიც აქვს.
სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მაღალი ანაზღაურების საწინდარია. ამასთან, ქვეყანაში ცხოვრება იაფია. ერთ-ერთი ემიგრანტის თქმით:"დაბალი დონის კონკურენციის პირობებში, დასაქმებისთვის შესანიშნავი პირობებია". გარდა ამისა, ქვეყანაში მოგზაურობისთვის ბევრი საინტერესო ადგილია.
საინტერესოა, რომ ჩინეთში მომუშავე გამოკითხული უცხოელების თითქმის ნახევარი - ამერიკელები , 20% - ბრიტანელები და 3 % - რუსები არიან.
რეიტინგში მეორე ადგილს გერმანია იკავებს. ეს ქვეყანა ბავშვების აღზრდისთვის საუკეთესო აღმოჩნდა.
მესამე ადგილზე ქალაქი-სახელწიფო სინგაპურია, ის კარიერისტებისთვისაა კარგი, რომელთაც მაღალი ხელფასები და კარიერული წინსვლისთვის ხელსაყრელი პირობები აინტერესებთ. გარდა ამისა, სინგაპური ბავშვის აღზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ მაღალი ხარისხის განათლების მიღებაა შესაძლებელი.
უცხოელებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო 15 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება.
1.ჩინეთი
2. გერმანია
3. სინგაპური
4. კაიმანის კუნძულები
5 ავსტრალია
6. კანადა
7 რუსეთი
8. ბელგია
9. არაბეთის გაერთიანებულ ემირატები
10. ჰონგკონგი
11. თურქეთი
12. აშშ
13 ყატარი
14 ახალი ზელანდია
15 სამხრეთ აფრიკა
მომზადებულია korrespondent.ne-ის მიხედვით.