პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - რუსული მედია ქართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე
"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - რუსული მედია ქართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე

"სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი მედ­ვე­დე­ვი აირ­ჩია" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლე­ცი" მა­რი­ნა პე­რე­ვო­ზკი­ნას სტა­ტი­ას. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­ზე­თის პროგ­ნო­ზის შე­სა­ბა­მი­სად მო­იქ­ცა: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა" და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ტეჟემ - ფი­ლო­სო­ფოს­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პირ­ველ ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა. უბ­ნე­ბის 90,99% დათ­ვლის შემ­დეგ მან ხმე­ბის 62,09% მო­აგ­რო­ვა, მე­ო­რე ად­გილ­ზეა - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი და­ვით ბაქ­რა­ძე 21,9%-ით და მე­სა­მე­ზე - ნონო ბურ­ჯა­ნა­ზე 10,06%-ით გა­ვი­და.

რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის ეს შე­დე­გე­ბი? პირ­ველ რიგ­ში ექ­სპერ­ტე­ბი წინა არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით და­ბალ აქ­ტი­ვო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ - სულ 46,6%. ეს პირ­ველ რიგ­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ქვეყ­ნის ბედს არ წყვეტ­და.

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ზღუ­დუ­ლია - წერს მა­რი­ნა პე­რე­ვო­ზკი­ნა - მთა­ვა­რი ფი­გუ­რა სა­ხელ­მწი­ფო­ში პრე­მი­ე­რი ხდე­ბა. პა­სი­უ­რო­ბა ძი­რი­თა­დად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ელექ­ტო­რატ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა: ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რომ მათი კან­დი­და­ტი მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შეც გა­ი­მარ­ჯვებ­და.

სა­მა­გი­ე­როდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ყვე­ლა თა­ვი­სი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნეს და მათი ამომ­რჩევ­ლე­ბი უბ­ნებ­ზე სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მო­ცხად­დნენ. რე­სურ­სე­ბი კი - მათ შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ბევ­რი დარ­ჩათ. საკ­მა­რი­სია ით­ქვას, რომ ქა­ლა­ქის მერი უგუ­ლა­ვა - სა­ა­კაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რეა.

პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბა­ში 10 წელი იყო, დღემ­დე ბევ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ბერ­კე­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა: მას პარ­ლა­მენ­ტში 40%-ზე მეტი ჰყავს, მათი და­ნიშ­ნუ­ლი გამ­გებ­ლე­ბი, მათი მომ­ხრე­ე­ბი - ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში. ამი­ტომ ბაქ­რა­ძის შე­დე­გე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სრულ მარ­ცხს ნიშ­ნავს.

მას ფაქ­ტობ­რი­ვად მხო­ლოდ თა­ნა­პატ­რი­ე­ლებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა მის­ცეს ხმა და ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" კა­რი­ე­რი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბით და­ვა­ლე­ბუ­ლებ­მა. ამას­თან, ბურ­ჯა­ნა­ძემ ხმე­ბი არა ბაქ­რა­ძეს, არა­მედ მარ­გვე­ლაშ­ვილს წა­არ­თვა: მისი ელექ­ტო­რა­ტი იგი­ვეა, რაც "მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის", მხო­ლოდ უფრო რა­დი­კა­ლუ­რი".

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი მრჩევ­ლის თქმით, "მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის­თვის" გა­ცი­ლე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნია ოპო­ზი­ცი­ად სა­ბო­ლო­ოდ "და­ცე­მუ­ლი" სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი ჰყავ­დეს.

"თა­ვად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბას ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იგი ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი ოლი­გარ­ქის ავ­ტო­რი­ტე­ტი უწინ­დე­ბუ­რად ისე­თი მა­ღა­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხუმ­რო­ბენ: "მას ია­ტა­კის საწ­მენ­დი ჯო­ხიც რომ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ისიც კი "მი­შის­ტე­ბის" ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს აჯო­ბებ­დაო".

პრე­ზი­დენ­ტის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბამ­დე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი იყო. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, დიდ ამ­ბი­ცი­ებს მოკ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გა­ურ­კვე­ველ ფირ­მებ­ში გა­ა­ტა­რა, ტუ­რის­ტულ გი­და­დაც კი მუ­შა­ობ­და. იგი სა­ა­კაშ­ვილ­ზე ორი წლით უმ­ცრო­სია. მაგ­რამ თუ უკა­ნას­კნე­ლის ოჯა­ხი თბი­ლი­სურ ნა­ღებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და და საბ­ჭო­თა ელი­ტა­შიც კი შე­დი­ო­და (ბა­ბუა კგბ-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, დიდი ბა­ბუა - სტა­ლი­ნის მე­გო­ბა­რი), სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მამა - რი­გი­თი პარ­ტმუ­შა­კია. ცნო­ბი­ლია, რომ 44 წლის პო­ლი­ტი­კო­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არაა, მაგ­რამ ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ასე რომ, ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი იხ­სნე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი - ფი­ლი­სო­ფო­სია და დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დოქ­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტი - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია უკვე ჰყავ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ზვი­ადს არ ჰგავს. ერის ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რი მის­გან ნაკ­ლე­ბად გა­მო­ვა. გა­ნათ­ლე­ბა მან თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, რო­მე­ლიც 1992 წელს და­ამ­თავ­რა. "ზვი­ა­დიზ­მის" აყ­ვა­ვე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მის სტუ­დენ­ტურ წლებს და­ემ­თხვა. შემ­დეგ ცოტა ხნით ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პრა­ღა­ში სო­ცი­ო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­და.

შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა 23 წლის ასაკ­ში ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო Caucasus Travel-ში გი­დად და­ი­წყო, შემ­დეგ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ოფი­სი გა­მო­იც­ვა­ლა, თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლი­სო­ფი­ა­სა და კულ­ტუ­რას ას­წავ­ლი­და. 2000 წელს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის (Georgian Institute of Public Affairs - GIPA) რექ­ტო­რი გახ­და, სა­დაც 8 წელი იმუ­შა­ვა. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ეს გახ­და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ათ­ვლის წერ­ტი­ლი. 2001-2003 წლებ­ში GIPA-ში ლექ­ცი­ებს მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია კი­თხუ­ლობ­და.

პრე­მი­ე­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, 2006 წელს მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა წიგ­ნი " ჩვე­ნი თა­ო­ბის პრი­ვი­ლე­გია" გა­მო­უშ­ვა. რო­დე­საც 2008 წელს ექს-სპი­კერ­მა ნონო ბურ­ჯა­ნა­ძემ "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" და­ა­არ­სა, მისი ერთ-ერთი მრჩე­ვე­ლი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გახ­და.

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვილ­მა მას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზა. მას შემ­დეგ რაც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ებს პრე­მი­ერ­თან კონ­ფლიქ­ტი მოჰ­ყვა, ივა­ნიშ­ვილ­მა იგი ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში ივა­ნიშ­ვილ­მა ვიცე-პრე­მი­ე­რად მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც მალე პრე­ზი­დენ­ტის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა".

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ხაზს უს­ვამს, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - ესაა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას მთლი­ა­ნად ივა­ნიშ­ვილს უმად­ლის (რო­გორც მედ­ვე­დე­ვი თა­ვის დრო­ზე პუ­ტინს). და ამას იგი არას­დროს და­ი­ვი­წყებს. პე­რე­ვო­ზკი­ნას­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ იგი ივა­ნიშ­ვილს თავ­ზე გა­და­ახ­ტე­ბა და მისი კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­მა­ვალ პერ­სპექ­ტი­ვებს, აქ მსგავ­სი სი­ცხა­დე არ არის. ანუ ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი მას არ აქვს. გა­უ­გე­ბა­რია, მის­ცე­მენ თუ არა მას სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას, თუ ჩე­მოდ­ნე­ბის სას­წრა­ფოდ ჩა­ლა­გე­ბა მო­უ­წევს.

ეჭვგა­რე­შეა, ყვე­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აე­როდ­რო­მი მან უკვე დიდი ხა­ნია მო­ამ­ზა­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლი საწ­ვა­ვით მო­ა­მა­რა­გა. მაგ­რამ მა­ინც ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა მისი კა­რი­ე­რის ზედ­მე­ტად სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია.

ქარ­თველ ამომ­რჩევ­ლებს "მი­შის­ტე­ბის" და პირ­ველ რიგ­ში თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლი სწყუ­რი­ათ, მაგ­რამ მისი და­სავ­ლე­ლი ლო­ბის­ტე­ბი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას ექს-პრე­ზი­დენ­ტის და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ნე­ლე­ბით აშან­ტა­ჟე­ბენ. მაგ­რამ არის ნიშ­ნე­ბი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მის მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდეს, კერ­ძოდ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნახ­ლდა.

ამ დროს კი სა­ა­კაშ­ვი­ლი, მთე­ლი ორ­შა­ბა­თი დილა ანაკ­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ზე შორ­ტებ­ში დარ­ბო­და. სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას აპი­რებს. მე მას დას­ვე­ნე­ბის­თვის იმ ქვე­ყა­ნას ვურ­ჩევ­დი, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვვე­ლოს ექ­სტრა­დი­ცი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხელ­მო­წე­რი­ლი არ აქვს",- წერს "მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლე­ცის" ჟურ­ნა­ლის­ტი.

გა­მო­ცე­მა "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და" აქ­ვეყ­ნებს ვლა­დი­მირ ვორ­სო­ბი­ნის და ელე­ნა ჩინ­კო­ვას სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "თბი­ლი­სი კვლავ რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობს". სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი კი­თხვა­ზე, რას ნიშ­ნავს რუ­სე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, წე­რენ რომ "არა­ფერს. თით­ქმის არა­ფერს. თუ ცნე­ბა­ში -"თით­ქმის" ზო­გი­ერთ პა­ტა­რა დაკ­ვირ­ვე­ბას ვი­გუ­ლის­ხმებთ.

მა­გა­ლი­თად, ახა­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში თბი­ლი­სი უცებ რუ­სუ­ლად ალა­პა­რაკ­და, ქუ­ჩებ­ში კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან შან­სო­ნი ის­მის. გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ში რუბ­ლი უფრო მო­თხოვ­ნად ვა­ლუ­ტად იქცა. ირ­გვლივ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რე­ბია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მთავ­რო­ბა რა­დი­კა­ლებს არ­წმუ­ნებს - დროა მოს­კოვ­თან შე­რი­გე­ბის ...

უმ­ნიშ­ვნე­ლოა, იტყვით ... გე­თან­ხმე­ბით. რას ნიშ­ნავს რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი ერ­თმა­ნე­თის­კენ, რო­დე­საც ჩვენს შო­რის - სო­ხუ­მი-ცხინ­ვა­ლის უფსკრუ­ლია. მაგ­რამ ჩემი ნაც­ნო­ბი, ცნო­ბი­ლი პუბ­ლი­ცის­ტი ან­დრეი ეპი­ფა­ნო­ვი თვლის, რომ სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ვი­დეს კი­დევ 10-15 წელი და "ჩვენ მოწ­მე გავ­ხდეთ იმის, რომ საკ­მა­ოდ მო­ბე­რე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი ტრი­ბუ­ნა­ზე გა­მო­ვა და ტკი­ვილ­ნა­რე­ვი ხმით ნა­ტოს მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­კენ გულ­წრფელ სწრაფ­ვა­ზე ისა­უბ­რებს",- წე­რენ "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mk.ru-ს მი­ხედ­ვით.

"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - რუსული მედია ქართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე

"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - რუსული მედია ქართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე

"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცი" მარინა პერევოზკინას სტატიას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩეველი გაზეთის პროგნოზის შესაბამისად მოიქცა: "ქართული ოცნების" კანდიდატმა" და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის პროტეჟემ - ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ტურში გაიმარჯვა. უბნების 90,99% დათვლის შემდეგ მან ხმების 62,09% მოაგროვა, მეორე ადგილზეა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე 21,9%-ით და მესამეზე - ნონო ბურჯანაზე 10,06%-ით გავიდა.

რას ნიშნავს საქართველოს არჩევნების ეს შედეგები? პირველ რიგში ექსპერტები წინა არჩევნებთან შედარებით დაბალ აქტივობას აღნიშნავენ - სულ 46,6%. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არჩევნები ქვეყნის ბედს არ წყვეტდა.

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდულია - წერს მარინა პერევოზკინა - მთავარი ფიგურა სახელმწიფოში პრემიერი ხდება. პასიურობა ძირითადად "ქართული ოცნების" ელექტორატმა გამოავლინა: ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი კანდიდატი მათი მონაწილეობის გარეშეც გაიმარჯვებდა.

სამაგიეროდ, "ნაციონალებმა" ყველა თავისი რესურსის მობილიზება მოახდინეს და მათი ამომრჩევლები უბნებზე სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ. რესურსები კი - მათ შორის ადმინისტრაციული, ბევრი დარჩათ. საკმარისია ითქვას, რომ ქალაქის მერი უგულავა - სააკაშვილის უახლოესი მოკავშირეა.

პარტიამ, რომელიც მთავრობაში 10 წელი იყო, დღემდე ბევრი ადმინისტრაციული ბერკეტი შეინარჩუნა: მას პარლამენტში 40%-ზე მეტი ჰყავს, მათი დანიშნული გამგებლები, მათი მომხრეები - ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში, ძალოვან სტრუქტურებში. ამიტომ ბაქრაძის შედეგები "ნაციონალების" სრულ მარცხს ნიშნავს.

მას ფაქტობრივად მხოლოდ თანაპატრიელებმა და ოჯახის წევრებმა მისცეს ხმა და ასევე "ნაციონალებისგან" კარიერისა და კეთილდღეობით დავალებულებმა. ამასთან, ბურჯანაძემ ხმები არა ბაქრაძეს, არამედ მარგველაშვილს წაართვა: მისი ელექტორატი იგივეა, რაც "მეოცნებეების", მხოლოდ უფრო რადიკალური".

ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, "მეოცნებეებისთვის" გაცილებით მომგებიანია ოპოზიციად საბოლოოდ "დაცემული" სააკაშვილის მომხრეები ჰყავდეს.

"თავად გიორგი მარგველაშვილის პიროვნებას ქართველი ამომრჩევლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ იგი ივანიშვილმა დაასახელა. საქართველოში ყველაზე იდუმალი ოლიგარქის ავტორიტეტი  უწინდებურად ისეთი მაღალია, რომ ქვეყანაში ხუმრობენ: "მას იატაკის საწმენდი ჯოხიც რომ დაეყენებინა, ისიც კი "მიშისტების" ნებისმიერ კანდიდატს აჯობებდაო".

პრეზიდენტის კანდიდატად დასახელებამდე მარგველაშვილი ნაკლებად ცნობილი იყო. მოკრძალებული, დიდ ამბიციებს მოკლებული ადამიანი, მან მთელი ცხოვრება მესამეხარისხოვან თანამდებობებზე გაურკვეველ ფირმებში გაატარა, ტურისტულ გიდადაც კი მუშაობდა. იგი სააკაშვილზე ორი წლით უმცროსია. მაგრამ თუ უკანასკნელის ოჯახი თბილისურ ნაღებ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა და საბჭოთა ელიტაშიც კი შედიოდა (ბაბუა კგბ-ს მაღალჩინოსანი, დიდი ბაბუა - სტალინის მეგობარი), საქართველოს ახალი პრეზიდენტის მამა - რიგითი პარტმუშაკია. ცნობილია, რომ 44 წლის პოლიტიკოსი დაქორწინებული არაა, მაგრამ ქალიშვილი ჰყავს. ასე რომ, ქართველი ლამაზმანებისთვის გარკვეული პერსპექტივები იხსნება.

განათლებით საქართველოს ახალი პრეზიდენტი - ფილისოფოსია და დოქტორის ხარისხი აქვს. საქართველოს ფილოსოფიური მეცნიერებების დოქტორი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია უკვე ჰყავდა. საბედნიეროდ, ფილოსოფიის დოქტორი მარგველაშვილი ზვიადს არ ჰგავს. ერის ქარიზმატული ლიდერი მისგან ნაკლებად გამოვა. განათლება მან თბილისის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. "ზვიადიზმის" აყვავება და სამოქალაქო ომი მის სტუდენტურ წლებს დაემთხვა. შემდეგ ცოტა ხნით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, პრაღაში სოციოლოგიას სწავლობდა.

შრომითი საქმიანობა 23 წლის ასაკში ტურისტულ სააგენტო Caucasus Travel-ში გიდად დაიწყო, შემდეგ კიდევ რამდენიმე ოფისი გამოიცვალა, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ფილისოფიასა და კულტურას ასწავლიდა. 2000 წელს მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (Georgian Institute of Public Affairs - GIPA) რექტორი გახდა, სადაც 8 წელი იმუშავა. როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა მისი პოლიტიკური კარიერის ათვლის წერტილი. 2001-2003 წლებში GIPA-ში ლექციებს მომავალი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კითხულობდა.

პრემიერის სიკვდილის შემდეგ, 2006 წელს მარგველაშვილმა წიგნი " ჩვენი თაობის პრივილეგია" გამოუშვა. როდესაც 2008 წელს ექს-სპიკერმა ნონო ბურჯანაძემ "დემოკრატიული განვითარების ფონდი" დააარსა, მისი ერთ-ერთი მრჩეველი მარგველაშვილი გახდა.

კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი შესთავაზა. მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციებს პრემიერთან კონფლიქტი მოჰყვა, ივანიშვილმა იგი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა. 2013 წლის თებერვალში ივანიშვილმა ვიცე-პრემიერად მარგველაშვილი დანიშნა, რომელიც მალე პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელა".

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ მარგველაშვილი - ესაა ადამიანი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მთლიანად ივანიშვილს უმადლის (როგორც მედვედევი თავის დროზე პუტინს). და ამას იგი არასდროს დაივიწყებს. პერევოზკინასთვის წარმოუდგენელია, რომ იგი ივანიშვილს თავზე გადაახტება და მისი კონტროლიდან გამოვა.

"რაც შეეხება სააკაშვილის მომავალ პერსპექტივებს, აქ მსგავსი სიცხადე არ არის. ანუ ცხადია, რომ საქართველოში პოლიტიკური მომავალი მას არ აქვს. გაუგებარია, მისცემენ თუ არა მას საერთოდ საქართველოში მშვიდად ცხოვრების უფლებას, თუ ჩემოდნების სასწრაფოდ ჩალაგება მოუწევს.

ეჭვგარეშეა, ყველა ალტერნატიული აეროდრომი მან უკვე დიდი ხანია მოამზადა და აუცილებელი საწვავით მოამარაგა. მაგრამ მაინც ქვეყნიდან გაქცევა მისი კარიერის ზედმეტად სამარცხვინო ფაქტია.

ქართველ ამომრჩევლებს "მიშისტების" და პირველ რიგში თავად სააკაშვილის სისხლი სწყურიათ, მაგრამ მისი დასავლელი ლობისტები ქვეყნის მთავრობას ექს-პრეზიდენტის დაკავების შემთხვევაში, ევროინტეგრაციის პროცესის შენელებით აშანტაჟებენ. მაგრამ არის ნიშნები, რომ სააკაშვილი, მის მშობლიურ საქართველოში ციხეში აღმოჩნდეს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეზე გამოძიება განახლდა.

ამ დროს კი სააკაშვილი, მთელი ორშაბათი დილა ანაკლიის სანაპიროზე შორტებში დარბოდა. სადაც განაცხადა, რომ დასასვენებლად წასვლას აპირებს. მე მას დასვენებისთვის იმ ქვეყანას ვურჩევდი, რომელთანაც საქართვველოს ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელმოწერილი არ აქვს",- წერს "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ჟურნალისტი.

გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" აქვეყნებს ვლადიმირ ვორსობინის და ელენა ჩინკოვას სტატიას სათაურით - "თბილისი კვლავ რუსულად ლაპარაკობს". სტატიის ავტორები კითხვაზე, რას ნიშნავს რუსეთისთვის საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებები, წერენ რომ "არაფერს. თითქმის არაფერს. თუ ცნებაში -"თითქმის" ზოგიერთ პატარა დაკვირვებას ვიგულისხმებთ.

მაგალითად, ახალი მთავრობის პირობებში თბილისი უცებ რუსულად ალაპარაკდა, ქუჩებში კი ავტომობილებიდან შანსონი ისმის. გადამცვლელ პუნქტებში რუბლი უფრო მოთხოვნად ვალუტად იქცა. ირგვლივ რუსულენოვანი წარწერებია. ოფიციალური მთავრობა რადიკალებს არწმუნებს - დროა მოსკოვთან შერიგების ...

უმნიშვნელოა, იტყვით ... გეთანხმებით. რას ნიშნავს რამდენიმე ნაბიჯი ერთმანეთისკენ, როდესაც ჩვენს შორის - სოხუმი-ცხინვალის უფსკრულია. მაგრამ ჩემი ნაცნობი, ცნობილი პუბლიცისტი ანდრეი ეპიფანოვი თვლის, რომ სრულიად შესაძლებელია, გავიდეს კიდევ 10-15 წელი და "ჩვენ მოწმე გავხდეთ იმის, რომ საკმაოდ მობერებული სააკაშვილი ტრიბუნაზე გამოვა და ტკივილნარევი ხმით ნატოს მძიმე მემკვიდრეობასა და საქართველოს რუსეთისკენ გულწრფელ სწრაფვაზე ისაუბრებს",- წერენ "კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტები. 

მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია