პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ მოვიგეთ არჩევნები" - შალვა რამიშვილი მარგველაშვილის გამარჯვების საიდუმლოს ამხელს
"როგორ მოვიგეთ არჩევნები" - შალვა რამიშვილი მარგველაშვილის გამარჯვების საიდუმლოს ამხელს

გი­ორ­გი მრგვე­ლაშ­ვი­ლის შტა­ბის პიარ-სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­ხელს.

რო­გორ მო­ვი­გეთ არ­ჩევ­ნე­ბი

2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდა

ჩვენ მო­ვი­გეთ!

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და აჩევ­ნე­ბი, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც არ უცე­მი­ათ აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით არ გა­უშ­ვია კონ­კუ­რენ­ტის მა­კომ­პრო­მენ­ტი­რე­ბე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ჩვენ არ მოგ­ვიხ­დე­ნია აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სო­მე­ხი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი მო­ბი­ლი­ზა­ცია სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან. ეს იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი

რა­ტომ მო­ვი­გეთ ასე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით?

იმი­ტომ რომ თა­ვი­დან­ვე სწო­რი სტრა­ტე­გია ავირ­ჩი­ეთ.

როცა კამ­პა­ნი­ას იწყებ სწო­რად უნდა გან­სა­ზღვრო რას აწ­ვე­ბი.

რო­გო­რი იყო მო­ცე­მუ­ლო­ბა:

ჩვენ გვყავ­და და გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც კარ­გად იმუ­შა­ვა. გა­ა­ტა­რა ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დერს, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და და აქვს. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი, გა­მო­ირ­ჩე­ო­და სუფ­თა წარ­სუ­ლით, იყო კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი, პრინ­ცი­პუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი.

გვყავ­და მე­სა­ბო­ტა­ჟე და და­ბოღ­მი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად (სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში) ცდი­ლობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას. ჩვენ­თვის ცხა­დი იყო, რომ პი­ა­რი ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა:

მთავ­რო­ბა კარ­გად მუ­შა­ობს და ხალ­ხი ამას გრძნობს. სამ­წუ­ხა­როდ ხელს კო­ჰა­ბი­ტა­ცია გვიშ­ლის. კო­ჰა­ბი­ტა­ცია სჭი­რო იყო რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვაქ­ცევ­და, მაგ­რამ გი­ორ­გის არ­ჩე­ვით დამ­თავ­რდე­ბა კო­ჰა­ბი­ტა­ცია და გაძ­ლი­ერ­დე­ბა წინსვლა.

ასე­თი კამ­პა­ნია იმავდრო­უ­ლად ნიშ­ნავ­და მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­საც. ეს იქ­ნე­ბო­და პო­ზი­ტივ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია. გა­და­წყდა, რომ ჩვენ არ მივ­მარ­თავ­დით არა­ნა­ირ შავ პი­არს. არ შე­ვახ­სე­ნებ­დით კონ­კუ­რენ­ტებს მათ წარ­სულს. ვი­ლა­პა­რა­კებ­დით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე და ჩვენს კონ­სტრუქ­ცი­ულ გეგ­მებ­ზე. იმა­ზე თუ რო­გორ გან­ვაგ­რძობთ წინსვლას. ჩვე­ნი მთვა­რი კო­ზი­რი ბი­ძი­ნა გახ­ლდათ. კაცი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ენ­დო­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ში. მისი აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა კამ­პა­ნი­ი­სას ერთი-ორად ზრდი­და ჩვენს ეფექ­ტუ­რო­ბას. რა თქმა უნდა მის­მა ფაქ­ტორ­მა გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში.

მსგავს კამ­პა­ნი­ას სკეპ­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ. ხში­რად მეს­მო­და, რომ გი­ორ­გის პი­ა­რი არ უვარ­გა. რომ კამ­პა­ნია დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რომ კონ­კუ­რენ­ტებს მეტი სა­ტე­ლე­ვი­ზო რეკ­ლა­მა თუ ქუ­ჩის ბა­ნე­რი აქვს. ხალ­ხი მიჩ­ვე­უ­ლი იყო სხვა­ნა­ირ არ­ჩევ­ნებს. ჩვენ გვთხოვ­დნენ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა სა­ტე­ლე­ვი­ზო რგო­ლე­ბი, რომ­ლი­თაც ნა­ცი­ო­ნა­ლებს ან ბურ­ჯა­ნა­ძეს შე­ვახ­სე­ნებ­დით მათ წარ­სულს. ჩვემ მოგ­ვი­წო­დებ­დნენ, რომ დავ­პი­რის­პი­რე­ბო­დით ბაქ­რა­ძეს ან ბურ­ჯა­ნა­ძეს. ასე­თი პრო­პა­გან­დის წარ­მო­ე­ბა ძალ­ზედ იოლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ჩვენ ჩავ­თვა­ლეთ, რომ არაფ­რის შეხ­სე­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის, რომ ხალ­ხი არაა მეხ­სი­ე­რე­ბა­წაშ­ლი­ლი ზომ­ბე­ბის გრო­ვა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გავ­თვა­ლეთ.

აი, კონ­კუ­რენ­ტებ­მა კი სტრა­ტე­გი­უ­ლი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს. გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტონ­მა ბურ­ჯა­ნა­ძემ. მან მცდა­რად ჩათ­ვა­ლა, რომ კამ­პა­ნია დესტრუქ­ცი­ა­ზე უნდა აეგო. თა­ვი­და­ნა­ვე არას­წო­რად და­ი­წყო ბურ­ჯა­ნა­ძემ. ის ავ­რცე­ლებ­და ჭო­რებს რომ გი­ორ­გი კი არაა სი­ნამ­დვი­ლე­ში ბი­ძი­ნას და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი, არა­მედ თვი­თო­ნაა პრე­მი­ე­რის რჩე­უ­ლი. ამუ­შა­ვე­უ­ლი იყო ასე­თი ჭო­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი მან­ქა­ნა, რო­მელ­მაც რა თქმა უნდა ვერ გა­ა­მარ­თლა. ქ ნი ნინო გა­ი­ჭე­და მთა­ვარ და­პი­რე­ბა­შიც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ეფე­მე­რულ "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას" გუ­ლის­ხმობ­და. ახალ პრე­ზი­დენტს არ ექ­ნე­ბა საპ­რო­კუ­რო­რო ფუნ­ქცი­ე­ბი. ქ ნი ნინო კი გვპირ­დე­ბო­და, რომ მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნალს ცი­ხე­ში ჩას­ვავ­და. ეს შე­იძ­ლე­ბა მოქ­მე­დებ­და რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ ელექ­ტო­რატ­ზე, მაგ­რამ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი მცი­რეა. გარ­და ამი­სა თა­ვად ქ- ნი ნი­ნოს­გან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი უხერ­ხუ­ლიც იყო. ყვე­ლას გვახ­სოვს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი. ხალ­ხმა მას არ და­უ­ვი­წყა არც 7 ნო­ემ­ბრის და არც 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გაპ­რა­ვე­ბა. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად ავ­ტო­ბუ­სებ­ზე გაკ­რუ­ლი ბა­ნე­რე­ბის და მი­ტინ­გებ­ზე ფუ­ლით მიყ­ვა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიმ­რავ­ლი­სა, ბურ­ჯა­ნა­ძემ წა­ა­გო. მას­თან ერ­თად წა­ა­გო ჭო­რებ­ზე, პო­ლი­ტი­კა­ნო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კამ. წა­ა­გო იმ პა­რა­დიგ­მამ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შუ­რის­ძი­ე­ბა სწა­დია, რომ ხალ­ხს არ ახ­სოვს უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი. რომ ბურ­ჯა­ნა­ძე "ბრძე­ნი და გა­მოც­დი­ლი" პო­ლი­ტი­კო­სია, რომ­ლი­საც ბრმად უნდა გვჯე­რო­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას. ბაქ­რა­ძის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი სამი ფაქ­ტო­რი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

1) ნა­ცი­ო­ნა­ლებს ჯერ კი­დევ ჰყავთ ეფექ­ტუ­რი გუნ­დი, რო­მელ­მაც იცის რო­გორ უნდა აკე­თოს არ­ჩევ­ნე­ბი. მარ­თა­ლია გა­ყალ­ბე­ბის მძლავ­რი რე­სურ­სი მათ აღარ აქვთ, მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მვა შე­უძ­ლი­ათ და სა­ა­მი­სო ფუ­ლიც გა­აჩ­ნი­ათ

2) ნა­ცი­ო­ნა­ლებს ჯერ კი­დევ ჰქონ­დათ ად­მი­ნის­ტარ­ცი­უ­ლი რე­სურ­სი გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი­სა და გამ­გე­ო­ბე­ბი­სა თუ საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის სა­ხით

3) მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი, უქა­რიზ­მო და მო­დონდლო ბაქ­რა­ძე პირ­და­პირ არ იყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­თან.

მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დაღ­მას­ვლა გაგ­რძელ­დე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი მიშა სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რი იყო მათ სა­სარ­გებ­ლოდ. ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ბედი გა­ურ­კვე­ვე­ლია. ნა­ცი­ო­ნა­ლებს გა­მო­ე­ცა­ლათ გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი. სულ მცი­რე ხან­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ისი­ნი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­შიც და­კარ­გა­ვენ პო­ზი­ცი­ებს. რ-2 მო­იხ­სნის ნაც­მო­ძის პრო­პა­გან­დის უღელს (ეს თა­ვად რ2-ელებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ). და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წე­ლი­წად­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის რე­ი­ტინ­გი გა­ნა­ხევ­რდე­ბა. მა­ნამ­დე გა­მოჩ­ნდე­ბა ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, რო­მე­ლიც ღირ­სე­ულ ოპო­ნი­რე­ბას გა­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

ახლა ორი­ოდ სი­ტყვა სა­კუ­თარ თავ­ზე. ბევრ სფე­რო­ში მი­კე­თე­ბია რა­ღა­ცე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კა და არ­ჩევ­ნე­ბი ჩემ­თვის უცხო არ გახ­ლდათ, მაგ­რამ პირ­ვე­ლად ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტის პი­არს. მე ვა­მა­ყობ, რომ ბოლო სამი თვე გა­ვა­ტა­რე ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. გი­ორ­გი კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა. მას­თან მუ­შა­ო­ბა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ჩვე­ნი შტა­ბი ეფექ­ტუ­რი გახ­ლდათ, ხოლო პი­ა­რის და პრეს­სამ­სა­ხუ­რი სამ­სა­ხუ­რი კი კარ­გად შეკ­რულ გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მად­ლო­ბა თქვენ.

მთა­ვა­რი მად­ლო­ბა კი თქვენ, ჩემო თა­ნა­მო­ქალ­ქე­ნო, რომ და­ა­ფა­სეთ ჩვე­ნი შრო­მა, რომ და­უ­ჯე­რეთ ბი­ძი­ნას, ირ­წმუ­ნეთ, რომ გი­ორ­გი მარ­თლა მა­გა­რი კა­ცია და მოგ­ვე­ცით ხმე­ბი", - წერს რა­მიშ­ვი­ლი.

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა და­ას­რუ­ლა. სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 3,741 უბ­ნის შე­დე­გე­ბი დათ­ვა­ლა.

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ხმე­ბის 62,11 % მო­ი­პო­ვა, მას მხა­რი 1 012 214-მა ამომ­რჩე­ველ­მა და­უ­ჭი­რა.

და­ვით ბაქ­რა­ძემ ხმა­თა 21,73 %, 354 206 ხმა მი­ი­ღო, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ კი - 10,18 %, 165 933 ხმა მი­ი­ღო.

შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს მხა­რი ამომ­რჩე­ველ­თა - 2,88%-მა, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს კი 1,06 %-მა და­უ­ჭი­რა.

და­ნარ­ჩენ­მა კან­დი­და­ტებ­მა ერთ პრო­ცენტზე ნაკ­ლე­ბი ხმა მი­ი­ღეს. არ­ჩევ­ნებ­ში სულ 23 კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი 1 661 273-მა ამომ­რჩე­ველ­მა გა­ა­კე­თა, რაც სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 46.96%-ს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"როგორ მოვიგეთ არჩევნები" - შალვა რამიშვილი მარგველაშვილის გამარჯვების საიდუმლოს ამხელს

"როგორ მოვიგეთ არჩევნები" - შალვა რამიშვილი მარგველაშვილის გამარჯვების საიდუმლოს ამხელს

გიორგი მრგველაშვილის შტაბის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის წარმატების საიდუმლოს ამხელს.

როგორ მოვიგეთ არჩევნები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა

ჩვენ მოვიგეთ!

საქართველოში პირველად ჩატარდა აჩევნები, რომლის განმავლობაშიც არ უცემიათ აქტივისტები, ხელისუფლებას სატელევიზიო ეთერით არ გაუშვია კონკურენტის მაკომპრომენტირებელი ფარული ჩანაწერები. ჩვენ არ მოგვიხდენია აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეების მასობრივი ძალდატანებითი მობილიზაცია საარჩევნო ყუთებთან. ეს იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები

რატომ მოვიგეთ ასე მაღალი პროცენტით?

იმიტომ რომ თავიდანვე სწორი სტრატეგია ავირჩიეთ.

როცა კამპანიას იწყებ სწორად უნდა განსაზღვრო რას აწვები.

როგორი იყო მოცემულობა:

ჩვენ გვყავდა და გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კარგად იმუშავა. გაატარა ბევრი სოციალურად ორიენტირებული რეფორმა. ბიძინა ივანიშვილს, ამ ხელისუფლების ლიდერს, ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და აქვს. გიორგი მარგველაშვილი - მის მიერ დასახელებული კანდიდატი, გამოირჩეოდა სუფთა წარსულით, იყო კარგი მენეჯერი, უშუალო ადამიანი, პრინციპული, განათლებული.

გვყავდა მესაბოტაჟე და დაბოღმილი პრეზიდენტი, რომელიც ყველანაირად (საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში) ცდილობდა ხელისუფლებისათვის ხელის შეშლას. ჩვენთვის ცხადი იყო, რომ პიარი ამ მოცემულობის გათვალისწინებით შემდეგი მიმართულებით უნდა წაგვეყვანა:

მთავრობა კარგად მუშაობს და ხალხი ამას გრძნობს. სამწუხაროდ ხელს კოჰაბიტაცია გვიშლის. კოჰაბიტაცია სჭირო იყო რადგან სხვა შემთხვევაში ცივილიზებული სამყარო იზოლაციაში მოგვაქცევდა, მაგრამ გიორგის არჩევით დამთავრდება კოჰაბიტაცია და გაძლიერდება წინსვლა.

ასეთი კამპანია იმავდროულად ნიშნავდა მთავრობის საქმიანობის რეკლამირებასაც. ეს იქნებოდა პოზიტივზე ორიენტირებული კამპანია. გადაწყდა, რომ ჩვენ არ მივმართავდით არანაირ შავ პიარს. არ შევახსენებდით კონკურენტებს მათ წარსულს. ვილაპარაკებდით მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩვენს კონსტრუქციულ გეგმებზე. იმაზე თუ როგორ განვაგრძობთ წინსვლას. ჩვენი მთვარი კოზირი ბიძინა გახლდათ. კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან ამ ქვეყანაში. მისი აქტიური მხარდაჭერა კამპანიისას ერთი-ორად ზრდიდა ჩვენს ეფექტურობას. რა თქმა უნდა მისმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ გამარჯვებაში.

მსგავს კამპანიას სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ხშირად მესმოდა, რომ გიორგის პიარი არ უვარგა. რომ კამპანია დუნედ მიმდინარეობს. რომ კონკურენტებს მეტი სატელევიზო რეკლამა თუ ქუჩის ბანერი აქვს. ხალხი მიჩვეული იყო სხვანაირ არჩევნებს. ჩვენ გვთხოვდნენ გაგვეკეთებინა სატელევიზო რგოლები, რომლითაც ნაციონალებს ან ბურჯანაძეს შევახსენებდით მათ წარსულს. ჩვემ მოგვიწოდებდნენ, რომ დავპირისპირებოდით ბაქრაძეს ან ბურჯანაძეს. ასეთი პროპაგანდის წარმოება ძალზედ იოლი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არაფრის შეხსენება საჭირო არ არის, რომ ხალხი არაა მეხსიერებაწაშლილი ზომბების გროვა. ჩვენ ყველაფერი სწორად გავთვალეთ.

აი, კონკურენტებმა კი სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს. განსაკუთრებით ქალბატონმა ბურჯანაძემ. მან მცდარად ჩათვალა, რომ კამპანია დესტრუქციაზე უნდა აეგო. თავიდანავე არასწორად დაიწყო ბურჯანაძემ. ის ავრცელებდა ჭორებს რომ გიორგი კი არაა სინამდვილეში ბიძინას დასახელებული რეალური კანდიდატი, არამედ თვითონაა პრემიერის რჩეული. ამუშავეული იყო ასეთი ჭორების გამავრცელებელი მანქანა, რომელმაც რა თქმა უნდა ვერ გაამართლა. ქ ნი ნინო გაიჭედა მთავარ დაპირებაშიც, რომელიც ძალიან ეფემერულ „სამართლიანობის აღდგენას“ გულისხმობდა. ახალ პრეზიდენტს არ ექნება საპროკურორო ფუნქციები. ქ ნი ნინო კი გვპირდებოდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყველა ნაციონალს ციხეში ჩასვავდა. ეს შეიძლება მოქმედებდა რადიკალურად განწყობილ ელექტორატზე, მაგრამ ასეთი ადამიანების რიცხვი მცირეა. გარდა ამისა თავად ქ- ნი ნინოსგან სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი უხერხულიც იყო. ყველას გვახსოვს მისი პოლიტიკური წარსული. ხალხმა მას არ დაუვიწყა არც 7 ნოემბრის და არც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაპრავება. მოკლედ, მიუხედავად ავტობუსებზე გაკრული ბანერების და მიტინგებზე ფულით მიყვანილი მოქალაქეების სიმრავლისა, ბურჯანაძემ წააგო. მასთან ერთად წააგო ჭორებზე, პოლიტიკანობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ. წააგო იმ პარადიგმამ, რომ მოსახლეობას შურისძიება სწადია, რომ ხალხს არ ახსოვს უახლოესი წარსული. რომ ბურჯანაძე „ბრძენი და გამოცდილი“ პოლიტიკოსია, რომლისაც ბრმად უნდა გვჯეროდეს.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას. ბაქრაძის მაღალი პროცენტი სამი ფაქტორითაა განპირობებული.

1) ნაციონალებს ჯერ კიდევ ჰყავთ ეფექტური გუნდი, რომელმაც იცის როგორ უნდა აკეთოს არჩევნები. მართალია გაყალბების მძლავრი რესურსი მათ აღარ აქვთ, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა შეუძლიათ და საამისო ფულიც გააჩნიათ

2) ნაციონალებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ადმინისტარციული რესურსი გუბერნატორებისა და გამგეობებისა თუ საკრებულოების სახით

3) მათ მიერ დასახელებული კანდიდატი, უქარიზმო და მოდონდლო ბაქრაძე პირდაპირ არ იყო ასოცირებული რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან.

მაგრამ ნაციონალების დაღმასვლა გაგრძელდება. პრეზიდენტი მიშა სერიოზული ფაქტორი იყო მათ სასარგებლოდ. ახლა სააკაშვილის ბედი გაურკვეველია. ნაციონალებს გამოეცალათ გუბერნატორები. სულ მცირე ხანში, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ისინი თვითმმართველობაშიც დაკარგავენ პოზიციებს. რ-2 მოიხსნის ნაცმოძის პროპაგანდის უღელს (ეს თავად რ2-ელებმა უნდა უზრუნველყონ). დაახლოებით ერთ წელიწადში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი განახევრდება. მანამდე გამოჩნდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, რომელიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას.

ახლა ორიოდ სიტყვა საკუთარ თავზე. ბევრ სფეროში მიკეთებია რაღაცეები, პოლიტიკა და არჩევნები ჩემთვის უცხო არ გახლდათ, მაგრამ პირველად ვუხელმძღვანელე სახელისუფლებო კანდიდატის პიარს. მე ვამაყობ, რომ ბოლო სამი თვე გავატარე ძალიან საქმიანი, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების გარემოცვაში. გიორგი კარგი პრეზიდენტი იქნება. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. ჩვენი შტაბი ეფექტური გახლდათ, ხოლო პიარის და პრესსამსახური სამსახური კი კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა. მადლობა თქვენ.

მთავარი მადლობა კი თქვენ, ჩემო თანამოქალქენო, რომ დააფასეთ ჩვენი შრომა, რომ დაუჯერეთ ბიძინას, ირწმუნეთ, რომ გიორგი მართლა მაგარი კაცია და მოგვეცით ხმები", - წერს რამიშვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციამ 3,741 უბნის შედეგები დათვალა.

წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11 % მოიპოვა, მას მხარი 1 012 214-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

დავით ბაქრაძემ ხმათა 21,73 %, 354 206 ხმა მიიღო, ნინო ბურჯანაძემ კი - 10,18 %, 165 933 ხმა მიიღო.

შალვა ნათელაშვილს მხარი ამომრჩეველთა - 2,88%-მა, გიორგი თარგამაძეს კი 1,06 %-მა დაუჭირა.

დანარჩენმა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები ხმა მიიღეს. არჩევნებში სულ 23 კანდიდატი მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 1 661 273-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც საერთო რაოდენობის 46.96%-ს შეადგენს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა