სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაომი კემპბელი სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის
ნაომი კემპბელი სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის

ყვე­ლა­ზე ექ­ცენ­ტრუ­ლი სუ­პერ­მო­დე­ლის, ნა­ო­მი კემ­პბე­ლის ფი­ცხი ხა­სი­ა­თი მო­დის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ვარ­სკვლავ­მა ჯო­ნა­თან რო­სის შო­უ­ში სტუმ­რო­ბი­სას ტი­რი­ლით აღი­ა­რა, რომ სიბ­რა­ზის მარ­თვის კურ­სებ­ზე დღემ­დე და­დის და ხა­სი­ა­თის შეც­ვლას ცდი­ლობს.

სუ­პერ­მო­დე­ლის თქმით, სის­ტე­მა­ტუ­რად ეს­წრე­ბა თე­რა­პი­ე­ბის კურსს და წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზე თავს ცუ­დად გრძნობს. ნა­ო­მიმ ისიც თქვა, რომ კო­კა­ინ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"29 წლის ასაკ­ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ სა­კუ­თა­რი თავი არ მომ­წონ­და. წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა აღარ მინ­და. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თუ რაზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი გიყ­ვარ­დეს, კა­რი­ე­რა­ზე იყო თავ­გა­დაკ­ლუ­ლი - მი­ზეზს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა­ღა­ცა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკვე ცუ­დია. მა­შინ და­ვო­ჯახ­დე­ბი, რო­დე­საც კარგ ადა­მი­ანს ვი­პო­ვი. არ ვა­პი­რებ სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი ვიყო, უბ­რა­ლოდ ვცხოვ­რობ და ვსუნ­თქავ", - გა­ნა­ცხა­და კემ­პბელ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი სუ­პერ­მო­დე­ლი ხში­რად ეხ­ვე­ვა სკან­და­ლებ­ში. მის მძი­მე ხა­სი­ათ­ზე სა­უბ­რობს ყვე­ლა, ვი­საც კი მო­დის სფე­როს­თან შე­ხე­ბა აქვს. თუკი სა­მო­სის პა­ტა­რა დე­ტა­ლიც კი არ მო­ე­წო­ნა, ნა­ო­მი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, პო­დი­უმ­ზე არ გა­ვი­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია სუ­პერ­მო­დე­ლის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ო­ბა. მას ტე­ლე­ფო­ნიც კი უს­რო­ლია თა­ნა­შემ­წის­თვის და აბე­ზა­რი პა­პა­რა­ციც "და­უ­კორტნია".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია tvguide.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ნაომი კემპბელი სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის

ნაომი კემპბელი სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის

ყველაზე ექცენტრული სუპერმოდელის, ნაომი კემპბელის ფიცხი ხასიათი მოდის სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი. ვარსკვლავმა ჯონათან როსის შოუში სტუმრობისას ტირილით აღიარა, რომ სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის და ხასიათის შეცვლას ცდილობს.

სუპერმოდელის თქმით, სისტემატურად ესწრება თერაპიების კურსს და წარსულის გახსენებაზე თავს ცუდად გრძნობს. ნაომიმ ისიც თქვა, რომ კოკაინზე იყო დამოკიდებული.

"29 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ საკუთარი თავი არ მომწონდა. წარსულში დაბრუნება აღარ მინდა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაზე ხარ დამოკიდებული. შეიძლება სამსახური გიყვარდეს, კარიერაზე იყო თავგადაკლული - მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, რაღაცაზე დამოკიდებულება უკვე ცუდია. მაშინ დავოჯახდები, როდესაც კარგ ადამიანს ვიპოვი. არ ვაპირებ სრულყოფილი ადამიანი ვიყო, უბრალოდ ვცხოვრობ და ვსუნთქავ", - განაცხადა კემპბელმა ინტერვიუში.

ტემპერამენტიანი სუპერმოდელი ხშირად ეხვევა სკანდალებში. მის მძიმე ხასიათზე საუბრობს ყველა, ვისაც კი მოდის სფეროსთან შეხება აქვს. თუკი სამოსის პატარა დეტალიც კი არ მოეწონა, ნაომი თავს უფლებას აძლევს, პოდიუმზე არ გავიდეს. განსაკუთრებით საშიშია სუპერმოდელის თანაშემწედ მუშაობა. მას ტელეფონიც კი უსროლია თანაშემწისთვის და აბეზარი პაპარაციც "დაუკორტნია".

მომზადებულია tvguide.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება