სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის" - "როიტერი" მარგველაშვილზე
"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის" - "როიტერი" მარგველაშვილზე

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი "სუ­პერ­მე­ნი" არ არის", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "რო­ი­ტე­რი" სტა­ტი­ას გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სავ­სე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა სუ­პერ­მე­ნო­ბის მსურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სე­ულ ხედ­ვას.

"44 წლის მშვი­დი ფი­ლო­სო­ფო­სი თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან – თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი, გუ­ლახ­დი­ლი და ენერ­გი­უ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სტილს შე­ძენს პრე­ზი­დენ­ტო­ბას", - ნათ­ქვა­მია "რო­ი­ტე­რის" სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე ცი­ტი­რე­ბენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "რო­ი­ტერ­თან" გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენტს კარ­გი მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს და მარ­გვე­ლაშ­ვილს აქვს ეს თვი­სე­ბე­ბი.

"მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ეძებ­დნენ "სუ­პერ­მე­ნებს". პრე­ზი­დენტს კარ­გი მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს და გი­ორ­გის აქვს ეს თვი­სე­ბე­ბი. პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კი არ უნდა იყოს და გი­ორ­გი კარ­გად გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, არა­მედ უნდა შე­ეძ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. გი­ორ­გის აქვს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი. ის კარ­გი მე­გო­ბა­რი და პატ­რი­ო­ტია", - ცი­ტი­რებს "რო­ი­ტე­რი" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პოსტს და­ი­კა­ვებს.

"ის სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სარ­და­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი­დან მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ხელ­ში გა­და­ვა", - ნათ­ქვა­მია "რო­ი­ტე­რის" სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად თა­ვი­სუფ­ლად მო­სა­უბ­რე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­გა­რეო პლი­ტი­კის მი­ზა­ნი რო­გორც და­სავ­ლეთ­თან, ისე რუ­სეთ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბაა.

"მი­უ­ხე­და­ვად მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას გეგ­მავს, რაც კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ებს ევ­რო­კავ­შირ­თან. შე­და­რე­ბით შო­რე­უ­ლი მი­ზა­ნი ნატო-ს წევ­რო­ბაა. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ უფრო გარ­თულ­დე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო მოს­კო­ვის ორ­ბი­ტი­დან გა­და­უხ­ვევს. 2008 წლის ხუთ­დღი­ა­ნი ომის შემ­დეგ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­ცხით დას­რულ­და, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ორ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლებს და ურ­თი­ერ­თო­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლი რჩე­ბა. თუმ­ცა, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­შინ­დე­ბა რუ­სე­თის ზე­წო­ლას", - ნათ­ქვა­მია მარ­გა­რი­ტა ან­თი­ძი­სა და ტი­მო­თი ჰე­რი­თი­ჯის სტა­ტი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის" - "როიტერი" მარგველაშვილზე

"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის" - "როიტერი" მარგველაშვილზე

"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის", - ამ სათაურით აქვეყნებს "როიტერი" სტატიას გიორგი მარგველაშვილზე.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სავსებით შეესაბამება სუპერმენობის მსურველი პოლიტიკოსებისგან თავისუფალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისეულ ხედვას.

"44 წლის მშვიდი ფილოსოფოსი თავისი წინამორბედისგან – თვითდაჯერებული, გულახდილი და ენერგიული მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებულ სტილს შეძენს პრეზიდენტობას", - ნათქვამია "როიტერის" სტატიაში.

სტატიის ავტორები ასევე ციტირებენ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის "როიტერთან" გაკეთებულ კომენტარს, რომელმაც განაცხადა, პრეზიდენტს კარგი მენეჯერული თვისებები უნდა ჰქონდეს და მარგველაშვილს აქვს ეს თვისებები.

"მინდა, რომ საქართველოში აღარ ეძებდნენ "სუპერმენებს". პრეზიდენტს კარგი მენეჯერული თვისებები უნდა ჰქონდეს და გიორგის აქვს ეს თვისებები. პრეზიდენტი მხოლოდ განათლებული კი არ უნდა იყოს და გიორგი კარგად განათლებულია, არამედ უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. გიორგის აქვს შემოქმედებითი უნარი. ის კარგი მეგობარი და პატრიოტია", - ციტირებს "როიტერი" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ფილოსოფიის დოქტორი გიორგი მარგველაშვილი შემცირებული უფლებების მქონე პოსტს დაიკავებს.

"ის სახელმწიფოს ლიდერი და შეიარაღებული ძალების სარდალი იქნება, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ აღმასრულებელი ძალაუფლება პრეზიდენტიდან მთავრობისა და პარლამენტის ხელში გადავა", - ნათქვამია "როიტერის" სტატიაში.

როგორც ავტორები წერენ, ინგლისურად და რუსულად თავისუფლად მოსაუბრე გიორგი მარგველაშვილის საგარეო პლიტიკის მიზანი როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაა.

"მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგობისა, საქართველო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ევროკავშირთან. შედარებით შორეული მიზანი ნატო-ს წევრობაა. რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერება, სავარაუდოდ უფრო გართულდება, თუ საქართველო მოსკოვის ორბიტიდან გადაუხვევს. 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც საქართველოს მარცხით დასრულდა, რუსეთი საქართველოს ორ ტერიტორიას აკონტროლებს და ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დაძაბული რჩება. თუმცა, მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არ შეუშინდება რუსეთის ზეწოლას", - ნათქვამია მარგარიტა ანთიძისა და ტიმოთი ჰერითიჯის სტატიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა