პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­დის მო­იყ­ვანს რა­ტი დურ­გლიშ­ვი­ლი ცოლს

რა­ტი დურ­გლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ერ­თ-ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბი­ჭი­ა. სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი თით­ქმის ყვე­ლა გო­გოს ხიბ­ლავს, მაგ­რამ ის კვლავ მარ­ტოა და ოჯა­ხის შექ­მნას არ ჩქა­რობს. დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ" სა­ქარ­თვე­ლო არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მათ მე­ზო­ბელ რუ­სეთ­შიც უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავთ. ცო­ტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, დუ­ე­ტი თით­ქოს რუ­სეთ­ში აპი­რებს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას, მაგ­რამ რა­ტიმ ეს ამ­ბა­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში უარ­ყო.

- რა­ტი, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ დუ­ე­ტი "ჯორ­ჯი­ა" რუ­სეთ­ში აპი­რებს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას, უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად გვი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ...

- ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ა, ჩვენ არ გვით­ქვამს, რომ რუ­სეთ­ში მივ­დი­ვართ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გვკითხ­ეს, წახ­ვალთ თუ არა რუ­სეთ­ში კა­რი­ე­რის ასა­წყ­ო­ბა­დო, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხეთ, რომ თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ვი­ღებ­დით, დავ­ფიქ­რდე­ბო­დით. ხალ­ხმა ეს პა­სუ­ხი სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო.

- რა შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბი რუ­სეთ­ში კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას?

- პი­რო­ბე­ბი უნ­და იყოს კარ­გი. იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი რუ­სე­თი­დან, მაგ­რამ ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა არ მიგ­ვი­ღია და უა­რი ვთქვით.

- ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ხომ არ არის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც უარს ეუბ­ნე­ბით რუს პრო­დიუ­სე­რებს?

- არ ვი­ცი, ვინ მის­ცა თავს უფ­ლე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბა გას­ვა­როს და პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­როს. ჩვენ ჩვე­ნი ენა გვაქვს. პო­ლი­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე ვერც მი­ვა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, ქვეყ­ნე­ბი შორ­დე­ბი­ან და რიგ­დე­ბი­ან, ხე­ლოვ­ნე­ბა კი რჩე­ბა. ასე რომ, ხე­ლოვ­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნეთ­თან არა­ფერ კავ­შირ­ში­ა. ხე­ლოვ­ნე­ბა თით­ზე და­სახ­ვე­ვი არ არის. ერ­თხელ მკითხ­ეს, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ომი გა­მო­უცხ­ა­და და მა­ინც თა­ნახ­მა ხარ იქ სიმ­ღე­რა­ზე­ო? რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე "თუ ჩე­მით გა­დარ­ჩე­ბა ქვე­ყა­ნა, მომ­კა­ლით, კი ბა­ტო­ნო"! (ი­ცი­ნის).

- ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ჩი­ვის ე.წ. "შა­ვი სი­ე­ბის" შე­სა­ხებ, თქვენ რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, დუ­ე­ტი "ჯორ­ჯი­ა" ხომ არ ყო­ფი­ლა მსგავს სი­ებ­ში?

- არ ვი­ცი, ვინ შე­ად­გი­ნა ეს სი­ე­ბი, "შა­ვი სი­ე­ბი" არ მა­ღელ­ვებს. ოღონდ კონ­ცერ­ტი იყოს, ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მოვ­ჩნდე და ეგ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს. ასე რომ, შე­მიყ­ვა­ნეთ "შავ სი­ა­ში", რა პრობ­ლე­მაა (ი­ცი­ნის). სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს "შა­ვი სი­ა" არ­სე­ბობს თუ თეთ­რი. მე და მა­კა ვქმნით ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბას, ვცხოვ­რობთ ჩვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბის­თვის. ვა­კე­თებთ იმას, რაც მოგ­ვწონს და მოს­წონს ხალ­ხს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ცო­ლი მოგ­ყავს, ვინ არის შე­ნი რჩე­უ­ლი?

- ერ­თ-ერთ კლუბ­ში ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მო­ატყ­უ­ეს ერ­თ-ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი, რა­ტის ცო­ლი მოჰ­ყავ­სო და მა­ნაც და­ი­ჯე­რა. აქე­დან გავ­რცელ­და ეს ჭო­რი (ი­ცი­ნის). გარ­შე­მო იმ­დე­ნად აწე­წი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ფერს და­ა­ლა­გებ. ჯო­ბი­ა, ჯერ ქვე­ყა­ნა და­ლაგ­დეს, რო­ცა სიწყ­ნა­რე იქ­ნე­ბა, და­ვიწყ­ებ ფიქ­რს ოჯახ­ზე. ვერ ვიწყ­ებ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბას, რად­გან არ მაქვს სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა, არ იცი, ხვალ რა იქ­ნე­ბა. ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ამ­ქვეყ­ნად და და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო, სა­ნამ შექ­მნი.

- რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- მაქვს რა­ღაც კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რი­თაც ვა­ფა­სებ ადა­მი­ა­ნებს, ყუ­რადღ­ე­ბას ვაქ­ცევ ინ­ტე­ლექტს, ზრდი­ლო­ბას და ა.შ. ყო­ფი­ლა შემ­თხვევ­ა, რო­ცა მე­გო­ნა, რომ ვი­პო­ვე ისე­თი, რო­გო­რიც მომ­წონს, მაგ­რამ მე­რე მივ­ხვდი, რომ შევ­ცდი. უკ­ვე იმ­დენ­ჯერ მქონ­და ამის პრაქ­ტი­კა, რომ მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი აღარ მომ­დის. თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვურ­თი­­ერ­თობ გო­გო­ნებ­თან, ზედ­მე­ტის იმე­დი რომ არ მის­ცენ სა­კუ­თარ თავს.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ უფ­რო­სი ასა­კის მან­დი­ლოს­ნებ­ში გყავს გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი...

- არ ვი­ცი, ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. არ მომ­წონს, რო­ცა კა­ცი მსგავს თე­მებ­ზე სა­უბ­რობს. არ იქ­ნე­ბა ჩემ­გან ლა­მა­ზი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი.

- გყვა­რე­ბი­ა?

- მყვა­რე­ბი­ა, თან ძა­ლი­ან მაგ­რად, ისე მიყ­ვარ­და, სი­ცოცხ­ლეს მივ­ცემ­დი, ორ­ჯერ მქონ­და ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი. მას შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლი აღარც მწვე­ვი­ა, იმ­დე­ნი წე­ლი გა­ვი­და, აღარც ვი­ცი, სიყ­ვა­რუ­ლი რა არის. ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც იმ სიყ­ვა­რულს და­მა­ვიწყ­ებს.

- რა­ტომ და­შორ­დი, ასე თუ გიყ­ვარ­და?

- ცო­ტა უც­ნა­უ­რი და და­უ­ლა­გე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. არ ვარ მყა­რი პი­როვ­ნე­ბა, ჩე­მი სამ­ყა­რო და ჩე­მი ხედ­ვა მაქვს. სულ მგო­ნი­ა, ვერ გა­მი­გე­ბენ. ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი პა­ტა­რა ოჯა­ხი შიგ­ნით, მე ასე ვცხოვ­რობ. ადა­მი­ა­ნებ­ში ყო­ველ­თვის კარ­გი უნ­და ეძე­ბო. ცუ­დი ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ კარ­გი მუ­დამ წო­ნის. ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი სი­ლა­მა­ზე აქვს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თვის.

- ოჯახ­ში არ გე­უ­ბნე­ბი­ან, რომ უკ­ვე ოჯა­ხის შექ­მნის ასა­კი გაქვს?

- უფ­ლის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ზე კარ­გი და კომ­ფორ­ტუ­ლი ოჯა­ხი მყავს, ერ­თმა­ნე­თის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს პა­ტივს ვცემთ. ცოლს მა­შინ მო­ვიყ­ვან, რო­ცა მე მო­მინ­დე­ბა, მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არ ვართ, სხვი­სი მი­თი­თე­ბე­ბით რომ მო­ვიქ­ცეთ. ჩე­მი მშობ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი­ა, მე და ჩე­მი ძმა ვი­ყოთ კარ­გად.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

რო­დის მო­იყ­ვანს რა­ტი დურ­გლიშ­ვი­ლი ცოლს

რო­დის მო­იყ­ვანს რა­ტი დურ­გლიშ­ვი­ლი ცოლს

რა­ტი დურ­გლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ერ­თ-ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბი­ჭი­ა. სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი თით­ქმის ყვე­ლა გო­გოს ხიბ­ლავს, მაგ­რამ ის კვლავ მარ­ტოა და ოჯა­ხის შექ­მნას არ ჩქა­რობს. დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ" სა­ქარ­თვე­ლო არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მათ მე­ზო­ბელ რუ­სეთ­შიც უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავთ. ცო­ტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, დუ­ე­ტი თით­ქოს რუ­სეთ­ში აპი­რებს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას, მაგ­რამ რა­ტიმ ეს ამ­ბა­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში უარ­ყო.

- რა­ტი, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ დუ­ე­ტი "ჯორ­ჯი­ა" რუ­სეთ­ში აპი­რებს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას, უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად გვი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ...

- ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ა, ჩვენ არ გვით­ქვამს, რომ რუ­სეთ­ში მივ­დი­ვართ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გვკითხ­ეს, წახ­ვალთ თუ არა რუ­სეთ­ში კა­რი­ე­რის ასაწყ­ო­ბა­დო, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხეთ, რომ თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ვი­ღებ­დით, დავ­ფიქ­რდე­ბო­დით. ხალ­ხმა ეს პა­სუ­ხი სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო.

- რა შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბი რუ­სეთ­ში კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას?

- პი­რო­ბე­ბი უნ­და იყოს კარ­გი. იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი რუ­სე­თი­დან, მაგ­რამ ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა არ მიგ­ვი­ღია და უა­რი ვთქვით.

- ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ხომ არ არის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც უარს ეუბ­ნე­ბით რუს პრო­დიუ­სე­რებს?

- არ ვი­ცი, ვინ მის­ცა თავს უფ­ლე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბა გას­ვა­როს და პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­როს. ჩვენ ჩვე­ნი ენა გვაქვს. პო­ლი­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე ვერც მი­ვა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, ქვეყ­ნე­ბი შორ­დე­ბი­ან და რიგ­დე­ბი­ან, ხე­ლოვ­ნე­ბა კი რჩე­ბა. ასე რომ, ხე­ლოვ­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნეთ­თან არა­ფერ კავ­შირ­ში­ა. ხე­ლოვ­ნე­ბა თით­ზე და­სახ­ვე­ვი არ არის. ერ­თხელ მკითხ­ეს, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ომი გა­მო­უცხ­ა­და და მა­ინც თა­ნახ­მა ხარ იქ სიმ­ღე­რა­ზე­ო? რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე "თუ ჩე­მით გა­დარ­ჩე­ბა ქვე­ყა­ნა, მომ­კა­ლით, კი ბა­ტო­ნო"! (ი­ცი­ნის).

- ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ჩი­ვის ე.წ. "შა­ვი სი­ე­ბის" შე­სა­ხებ, თქვენ რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, დუ­ე­ტი "ჯორ­ჯი­ა" ხომ არ ყოფილა მსგავს სი­ებ­ში?

- არ ვი­ცი, ვინ შე­ად­გი­ნა ეს სი­ე­ბი, "შა­ვი სი­ე­ბი" არ მა­ღელ­ვებს. ოღონდ კონ­ცერ­ტი იყოს, ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მოვ­ჩნდე და ეგ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს. ასე რომ, შე­მიყ­ვა­ნეთ "შავ სი­ა­ში", რა პრობ­ლე­მაა (ი­ცი­ნის). სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს "შა­ვი სი­ა" არ­სე­ბობს თუ თეთ­რი. მე და მა­კა ვქმნით ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბას, ვცხოვ­რობთ ჩვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბის­თვის. ვა­კე­თებთ იმას, რაც მოგ­ვწონს და მოს­წონს ხალხს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ცო­ლი მოგ­ყავს, ვინ არის შე­ნი რჩე­უ­ლი?

- ერ­თ-ერთ კლუბ­ში ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მო­ატყ­უ­ეს ერ­თ-ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი, რა­ტის ცო­ლი მოჰ­ყავ­სო და მა­ნაც და­ი­ჯე­რა. აქე­დან გავ­რცელ­და ეს ჭო­რი (ი­ცი­ნის). გარ­შე­მო იმ­დე­ნად აწე­წი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ფერს და­ა­ლა­გებ. ჯო­ბი­ა, ჯერ ქვე­ყა­ნა და­ლაგ­დეს, რო­ცა სიწყ­ნა­რე იქ­ნე­ბა, და­ვიწყ­ებ ფიქრს ოჯახ­ზე. ვერ ვიწყ­ებ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბას, რად­გან არ მაქვს სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა, არ იცი, ხვალ რა იქ­ნე­ბა. ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ამ­ქვეყ­ნად და და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო, სა­ნამ შექ­მნი.

- რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- მაქვს რა­ღაც კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რი­თაც ვა­ფა­სებ ადა­მი­ა­ნებს, ყუ­რადღ­ე­ბას ვაქ­ცევ ინ­ტე­ლექტს, ზრდი­ლო­ბას და ა.შ. ყო­ფი­ლა შემ­თხვევ­ა, რო­ცა მე­გო­ნა, რომ ვი­პო­ვე ისე­თი, რო­გო­რიც მომ­წონს, მაგ­რამ მე­რე მივ­ხვდი, რომ შევ­ცდი. უკ­ვე იმ­დენ­ჯერ მქონ­და ამის პრაქ­ტი­კა, რომ მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი აღარ მომ­დის. თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვურ­თი­­ერ­თობ გო­გო­ნებ­თან, ზედ­მე­ტის იმე­დი რომ არ მის­ცენ სა­კუ­თარ თავს.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ უფ­რო­სი ასა­კის მან­დი­ლოს­ნებ­ში გყავს გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი...

- არ ვი­ცი, ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. არ მომ­წონს, რო­ცა კა­ცი მსგავს თე­მებ­ზე სა­უბ­რობს. არ იქ­ნე­ბა ჩემ­გან ლა­მა­ზი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი.

- გყვა­რე­ბი­ა?

- მყვა­რე­ბი­ა, თან ძა­ლი­ან მაგ­რად, ისე მიყ­ვარ­და, სი­ცოცხ­ლეს მივ­ცემ­დი, ორ­ჯერ მქონ­და ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი. მას შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლი აღარც მწვე­ვი­ა, იმ­დე­ნი წე­ლი გა­ვი­და, აღარც ვი­ცი, სიყ­ვა­რუ­ლი რა არის. ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც იმ სიყ­ვა­რულს და­მა­ვიწყ­ებს.

- რა­ტომ და­შორ­დი, ასე თუ გიყ­ვარ­და?

- ცო­ტა უც­ნა­უ­რი და და­უ­ლა­გე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. არ ვარ მყა­რი პი­როვ­ნე­ბა, ჩე­მი სამ­ყა­რო და ჩე­მი ხედ­ვა მაქვს. სულ მგო­ნი­ა, ვერ გა­მი­გე­ბენ. ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი პა­ტა­რა ოჯა­ხი შიგ­ნით, მე ასე ვცხოვ­რობ. ადა­მი­ა­ნებ­ში ყო­ველ­თვის კარ­გი უნ­და ეძე­ბო. ცუ­დი ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ კარ­გი მუ­დამ წო­ნის. ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი სი­ლა­მა­ზე აქვს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თვის.

- ოჯახ­ში არ გე­უ­ბნე­ბი­ან, რომ უკ­ვე ოჯა­ხის შექ­მნის ასა­კი გაქვს?

- უფ­ლის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ზე კარ­გი და კომ­ფორ­ტუ­ლი ოჯა­ხი მყავს, ერ­თმა­ნე­თის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს პა­ტივს ვცემთ. ცოლს მა­შინ მო­ვიყ­ვან, რო­ცა მე მო­მინ­დე­ბა, მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არ ვართ, სხვი­სი მი­თი­თე­ბე­ბით რომ მო­ვიქ­ცეთ. ჩე­მი მშობ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი­ა, მე და ჩე­მი ძმა ვი­ყოთ კარ­გად.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება