პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
პიკასო და მისი შემოქმედება
პიკასო და მისი შემოქმედება

1881 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს მა­ლა­გა­ში XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი მხატ­ვა­რი პაბ­ლო პი­კა­სო და­ი­ბა­და. "ამ­ბე­ბი.გე" მხატ­ვრის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გთა­ვა­ზობთ მის მიერ შექ­მნილ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს.

მისი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი შორს იყო სი­უ­რე­ა­ლიზ­მი­სა და კუ­ბიზ­მის­გან, ისი­ნი შთა­გო­ნე­ბუ­ლი იყო იმპრე­სი­ო­ნის­ტე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით. 1901-1904 წლებ­ში პი­კა­სოს "ცის­ფე­რი" პე­რი­ო­დი ჰქონ­და, ის ერ­თგვარ სევ­დი­ან ნა­ხა­ტებს სწო­რედ ამ ტონ­ში ქმნი­და. მხატ­ვრის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იყო მისი მე­გობ­რის, კარ­ლოს კა­სა­გე­მა­სის თვით­მკვლე­ლო­ბა.

პი­კა­სოს მი­აჩ­ნდა, რომ "ვინც მო­წყე­ნი­ლია, ის გულ­წრფე­ლია". მაგ­რამ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­ყა­რო­სად­მი 1904 წლი­დან, პა­რიზ­ში ჩას­ვლი­დან იც­ვლე­ბა. მან მონ­მარ­ტრზე თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იპო­ვა და მის ნა­მუ­შევ­რებ­ში გა­მოჩ­ნდა თე­ატ­რის სამ­ყა­როს და ცირ­კის თე­მა­ტი­კა.

ახალ­მა ნაც­ნო­ბებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს ის, რომ პი­კა­სოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში დად­გა "ვარ­დის­ფე­რი" პე­რი­ო­დიც (1905-1907). მხატ­ვა­რი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ფერ­ზე და მისი ფერ­თა პა­ლიტ­რა უფრო ფარ­თოვ­დე­ბა.

ფე­რე­ბის და შე­მად­გენ­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის შემ­დეგ პი­კა­სო ახა­ლი ფორ­მე­ბის ძი­ე­ბას იწყებს. 1907 წელს პოლ სე­ზა­ნის "მო­ბა­ნა­ვე­ე­ბის" გავ­ლე­ნით, პი­კა­სო ქმნის "ავი­ნი­ო­ნელ გო­გო­ნებს" ( Les Demoiselles d'Avignon) - თა­ვის პირ­ველ კუ­ბის­ტურ ნა­მუ­შე­ვარს.

ფორ­მე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტებს პი­კა­სო მი­ყავს ანა­ლი­ტი­კურ კუ­ბიზ­მამ­დე, სა­დაც ავ­ტო­რი არა მხო­ლოდ ობი­ექ­ტის სტრუქ­ტუ­რას ცვლის, არა­მედ მუ­შა­ობს სივ­რცე­ზე და მას ნა­წი­ლე­ბად ანა­წევ­რებს. ამ პე­რი­ო­დის პი­კა­სოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია Girl with a Mandolin, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია მე­ნა­ტუ­რე ქალი ფანი ტე­ლიე (Fanny Tellier).

ანა­ლი­ტი­კუ­რი კუ­ბიზ­მი პი­კა­სოს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და­ამ­კვიდ­როს თა­ვი­სი ხელ­წე­რა. მხატ­ვა­რი თა­ვის ნა­მუ­შე­ვარ­ში უხე­ში მა­სა­ლე­ბის­გან ბევრ ელე­მენტს ამა­ტებს - ქა­ღალ­დი, გა­ზე­თის ნა­ხე­ვე­ბი და შე­მო­აქვს კო­ლა­ჟის ტექ­ნი­კა.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პი­კა­სო, ისე­ვე რო­გორც სხვა მხატ­ვრე­ბი, ნე­ოკ­ლა­სი­ციზმს მი­მარ­თავს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მხატ­ვა­რი ძა­ლებს სინ­ჯავს სკულპ­ტუ­რა­ში, ხოლო მწე­რალ ჟან კო­კტო­სა და კომ­პო­ზი­ტორ ერიკ სა­ტის­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სერ­გეი დი­ა­გი­ლე­ვის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის დად­გმა­ში "აღ­ლუ­მი".

1937 წლის ზა­ფხულ­ში პი­კა­სო ქმნის შე­საძ­ლოა თა­ვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ტი­ლოს - გერ­ნი­კას. ტილო მხატ­ვარ­მა ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის შეკ­ვე­თით პა­რი­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნის­თვის და­ხა­ტა. მხატ­ვარ­მა გერ­ნი­კას და­ბომბვა ასა­ხა. ცნო­ბი­ლია, რომ 1940 წელს პი­კა­სოს­თან გეს­ტა­პოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და ამ ტი­ლოს შე­სა­ხებ კი­თხეს: ეს თქვენ გა­ა­კე­თეთ? რა­ზეც პი­კა­სომ უპა­სუ­ხა - "არა, ეს თქვე­ნი ნა­მოქ­მე­და­რია. შე­გიძ­ლი­ათ სა­მახ­სოვ­როდ წა­ი­ღოთ" .

ცნო­ბი­ლია, რომ პი­კა­სოს ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტიც აქვს და­ხა­ტუ­ლი.

პი­კა­სო 1973 წელს საფ­რან­გეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია aif.ru-ს მი­ხედ­ვით.

პიკასო და მისი შემოქმედება

პიკასო და მისი შემოქმედება

1881 წლის 25 ოქტომბერს მალაგაში XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი პაბლო პიკასო დაიბადა. "ამბები.გე" მხატვრის დაბადების დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.

მისი პირველი ნამუშევრები შორს იყო  სიურეალიზმისა და კუბიზმისგან, ისინი შთაგონებული იყო იმპრესიონისტების შემოქმედებით. 1901-1904 წლებში პიკასოს "ცისფერი" პერიოდი ჰქონდა, ის ერთგვარ სევდიან ნახატებს სწორედ ამ ტონში ქმნიდა. მხატვრისთვის დიდი დანაკლისი იყო მისი მეგობრის, კარლოს კასაგემასის თვითმკვლელობა.

პიკასოს მიაჩნდა, რომ "ვინც მოწყენილია, ის  გულწრფელია". მაგრამ მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი 1904 წლიდან, პარიზში ჩასვლიდან იცვლება.  მან  მონმარტრზე თანამოაზრეები იპოვა და მის ნამუშევრებში გამოჩნდა თეატრის სამყაროს და ცირკის თემატიკა.

ახალმა ნაცნობებმა გამოიწვიეს ის, რომ პიკასოს შემოქმედებაში დადგა "ვარდისფერი" პერიოდიც (1905-1907). მხატვარი აქტიურად მუშაობს ფერზე და მისი ფერთა პალიტრა უფრო ფართოვდება.

ფერების და შემადგენლობის რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ პიკასო ახალი ფორმების ძიებას იწყებს.  1907 წელს პოლ სეზანის "მობანავეების" გავლენით, პიკასო ქმნის "ავინიონელ გოგონებს" ( Les Demoiselles d'Avignon) - თავის პირველ კუბისტურ ნამუშევარს.

ფორმების ექსპერიმენტებს პიკასო მიყავს ანალიტიკურ კუბიზმამდე, სადაც ავტორი არა მხოლოდ ობიექტის სტრუქტურას ცვლის, არამედ მუშაობს სივრცეზე და მას ნაწილებად ანაწევრებს. ამ პერიოდის პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია Girl with a Mandolin, რომელზეც გამოსახულია მენატურე ქალი ფანი ტელიე (Fanny Tellier).

ანალიტიკური კუბიზმი პიკასოს საშუალებას აძლევს დაამკვიდროს თავისი ხელწერა. მხატვარი თავის ნამუშევარში უხეში მასალებისგან ბევრ ელემენტს ამატებს - ქაღალდი, გაზეთის ნახევები და შემოაქვს კოლაჟის ტექნიკა.   

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პიკასო, ისევე როგორც სხვა მხატვრები, ნეოკლასიციზმს მიმართავს.  ამის პარალელურად მხატვარი ძალებს სინჯავს სკულპტურაში, ხოლო მწერალ ჟან კოკტოსა და კომპოზიტორ ერიკ სატისთან ერთად მონაწილეობას იღებს სერგეი დიაგილევის რუსული ბალეტის დადგმაში "აღლუმი".

1937 წლის ზაფხულში პიკასო ქმნის შესაძლოა თავის ყველაზე ცნობილ ტილოს - გერნიკას. ტილო მხატვარმა ესპანეთის მთავრობის შეკვეთით პარიზის საერთაშორისო გამოფენისთვის დახატა. მხატვარმა გერნიკას დაბომბვა ასახა.  ცნობილია, რომ 1940 წელს პიკასოსთან გესტაპოს თანამშრომლები მივიდნენ და ამ ტილოს შესახებ კითხეს: ეს თქვენ გააკეთეთ? რაზეც პიკასომ უპასუხა - "არა, ეს თქვენი ნამოქმედარია. შეგიძლიათ სამახსოვროდ წაიღოთ" .

ცნობილია, რომ პიკასოს ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტიც აქვს დახატული.

პიკასო 1973 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია aif.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება