მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილიები მაღალჩინოსნებისთვის
90 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილიები მაღალჩინოსნებისთვის

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობს წესი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, რა რა­ო­დე­ნო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი უნდა შე­ი­ძი­ნოს ამა თუ იმ უწყე­ბამ, რო­გორ უნდა გა­ნახ­ლდეს სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­ფა­რე­ხი ან, კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ ჩი­ნოვ­ნიკს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლი. ესაა მი­ზე­ზი, რის გა­მოც ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "ჯი­პე­ბით" და­დი­ან და, რო­გორც წესი, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბით იძე­ნენ. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ (საია) გა­მო­იკ­ვლია, რა რა­ო­დე­ნო­ბის ავტმო­ბი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეს ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა. კვლე­ვა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს მიერ 2011 წლის იან­ვრი­დან 2013 წლის ივ­ლი­სის ჩათ­ვლით შეს­ყი­დუ­ლი, ასე­ვე უსას­ყიდ­ლოდ და ჩუ­ქე­ბის ფორ­მით მი­ღე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ნი­ტო­რინ­გის სუ­ბი­ექ­ტებ­მა 2 146 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ის­ყი­დეს, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ ჯამ­ში, 61 439 788 ლარი, 16 545 081 აშშ დო­ლა­რი და 110 000 ევრო შე­ად­გი­ნა.

რამ­დე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ი­ძი­ნეს უწყე­ბებ­მა?

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატს, 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა არ შე­უ­ძე­ნია. 2012 წლის 20 დე­კემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტმა დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, "ფოლკს­ვა­გენ პა­სა­ტის" მარ­კის 3 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ის­ყი­და, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 141 660 ლა­რია. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, 2011 წლის 1 იან­ვრი­დან 2013 წლის 24 სექ­ტემ­ბრამ­დე, 1 258 821 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 23 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ამ 1 172 182 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 19 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის 6 ავ­ტო­მო­ბი­ლი 2011 წელს, ხოლო 13 2012 წელს იყი­და; მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ამ კი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 2012 წლის 3 სექ­ტემ­ბერს შე­ი­ძი­ნა და "ტო­ი­ო­ტა ლექ­სუ­სი LX570" მარ­კის მან­ქა­ნა­ში 169014 ლარი გა­და­ი­ხა­და. მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ამ ჩუ­ქე­ბის სა­ხით, 2 883 400 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 54 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღო. მათ შო­რის, 1 - 2011 წელს, 41 - 2012 წელს, ხოლო 12 ავ­ტო­მო­ბი­ლი - 2013 წელს.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 1 411 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 32 888 365 ლარი, 16 545 081 აშშ დო­ლა­რი და 110 000 ევ­როა. მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­მი­ნის­ტრომ 2012 წლის 9 ივ­ლისს იყი­და და ესაა 110 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის Mercedes-BenZ 500 L.MATIC Blue EFFICE. შსს-ს ჩუ­ქე­ბის სა­ხით 87 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­ე­ცა, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 865 860 ლარი და 627 854 აშშ დო­ლა­რია. შრო­მის, ჯან­მრთლე­ო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, შეს­ყიდ­ვი­სა და ჩუ­ქე­ბის სა­ხით, 1 417 047 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 22 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღო. აქე­დან 1 176 973 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 16 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­მი­ნის­ტრომ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­ი­ძი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ 3 114 259 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, 75 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა იყი­და, მათ შო­რის, 70 ავ­ტო­მო­ბი­ლი - უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცეს, ხოლო 5 ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე ირი­ცხე­ბა. ჩუ­ქე­ბის სა­ხით, სა­მი­ნის­ტრომ 2 111 152 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, 112 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღო. სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 612 697 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 9 ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ის­ყი­და, ხოლო 229 391 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 9 ავ­ტო­მო­ბი­ლი უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღო.

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 119 290 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ის­ყი­და, ხოლო 190 895 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ე­ცა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ 388 629 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 17 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ 3 740 900 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 79 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა იყი­და, ხოლო 233 846 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 16 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შეს­ყიდ­ვის გა­რე­შე მი­ი­ღო.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრომ 369 650 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, 9 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ჩა­ნაც­ვლე­ბის წე­სით, 546 254 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 9 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა იყი­და, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ კი - 709 380 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 15 ავ­ტო­მო­ბი­ლი. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრომ, შე­ძე­ნი­სა და ჩუ­ქე­ბის სა­ხით, 726 862 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 30 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღო.

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 202 722 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 4 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ის­ყი­და, მათ შო­რის 3 - "ჰი­უნ­დაი სო­ნა­ტა­სა" და 1 - "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლია. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ 43 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა და ჯამ­ში 1 286 620 ლარი გა­და­ი­ხა­და, ხოლო ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ 78 500 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, 2 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ის­ყი­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 7 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა უსას­ყიდ­ლოდ უვა­დო სარ­გებ­ლო­ბით მი­ი­ღო შპს "იბე­რია ტექ ავ­ტო­მო­ტი­ვი­სა" და "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის­გან". 2 ავ­ტო­მო­ბი­ლი კი ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ფი­ზი­კურ­მა პი­რებ­მა – ლე­ვან გვე­ნე­ტა­ძემ და არ­ჩილ გუნ­თა­იშ­ვილ­მა გა­დას­ცეს. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ შპს "კია მო­ტორს ჯორ­ჯი­ას­გან", 28000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი - KIA CERATO შე­ი­ძი­ნა, ხოლო 56 ავ­ტო­მო­ბი­ლი უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღო.

შვე­დე­თის გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს ავ­ტო­მო­ბი­ლი არ ჰყავს?!

საია-ს კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი, რომ­ლი­თაც შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის წესი, გა­და­სახ­დე­ლი თან­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა, ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის წესი და პე­რი­ო­დუ­ლო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, საია-ს კვლე­ვით კი­დევ ტენ­დენ­ცია გა­მოვ­ლინ­და, რაც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უსას­ყიდ­ლოდ და ჩუ­ქე­ბის სა­ხით გა­და­ცე­მა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი "სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით შე­ი­ძი­ნეს. რე­ა­ლუ­რად, ეს კა­ნო­ნი ზო­გა­დი სა­ხის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტია, რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა იმ პრინ­ცი­პის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას.

რო­გორ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს წესი, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლებს შე­ი­ძე­ნენ, ან ავ­ტო­პარკს გა­ნა­ახ­ლე­ბენ? რა უნდა გა­ა­კე­თოს მთავ­რო­ბამ, რომ რი­გით­მა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "ჯი­პე­ბის" ნაც­ვლად, შე­და­რე­ბით და­ბალ­ფა­სი­ა­ნი, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ისარ­გებ­ლონ? კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა ან უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს თუ არა, სა­ერ­თოდ? "ვერ­სი­ას" ექ­სპერ­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- ბოლო დრომ­დე არ­სე­ბობ­და პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა კრი­ტე­რი­უ­მი, რამ­დე­ნი მან­ქა­ნა ეკუთ­ვნის ამა თუ იმ სა­ჯა­რო უწყე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ, რი­ცხოვ­ნო­ბა გა­ნა­წი­ლე­ბის წესს არ ნიშ­ნავს, მაგ­რამ ახა­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო მო­წყო­ბის პი­რო­ბებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა­დია. სწო­რედ პროგ­რა­მუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ხარ­ჯი, კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენ­ტში აი­სა­ხე­ბა.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამას ვერ ვუ­წო­დებთ ვერც უკა­ნო­ნო და ვერც არა­ე­ფექ­ტურ შეს­ყიდ­ვას. ასე­თი შე­ფა­სე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, რე­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა უნდა გვქონ­დეს, რომ­ლი­თაც გან­ვსა­ზღვრავთ, თან­ხა ეფექ­ტუ­რად და­ი­ხარ­ჯა თუ არა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პროგ­რა­მულ ბი­უ­ჯეტ­ზე გა­დას­ვლაა - ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვის დროს­ვე გვე­ცო­დი­ნე­ბა, რამ­დე­ნი მან­ქა­ნა გვყავს და რამ­დე­ნის და­მა­ტე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- არ შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, რამ­დე­ნი მან­ქა­ნა უნდა შე­ი­ძი­ნოს ამა თუ იმ უწყე­ბამ?

- არა, რად­გან პროგ­რა­მუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბა ვერ გან­სა­ზღვრავს, რა მან­ქა­ნა უნდა ჰყავ­დეს ამა თუ იმ უწყე­ბის კონ­კრე­ტულ ჩი­ნოვ­ნიკს. მა­გა­ლი­თად, უწყე­ბის შიგ­ნით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი პროგ­რა­მა და­ი­წყო, რომ­ლით­ცა ერთ-ერ­თმა დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცია შე­ი­ძი­ნა. და­ვუშ­ვათ, ამ დე­პარ­ტა­მენტს უკვე ჰყავს ბა­ლანსზე 1 მან­ქა­ნა, მაგ­რამ ახა­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, და­მა­ტე­ბით 3 მან­ქა­ნა სჭირ­დე­ბა. ასეთ დროს, ძნე­ლია, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრო ავ­ტო­მო­ბი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა. პი­რო­ბი­თად ჩავ­თვა­ლოთ, რომ ეს პროგ­რა­მა ერ­თწ­ლი­ა­ნია ანუ ამ დე­პარ­ტა­მენტს და­მა­ტე­ბით 3 მან­ქა­ნა მხო­ლოდ ერთი წლით სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი აზ­როვ­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მხო­ლოდ პროგ­რა­მულ ბი­უ­ჯეტ­ზე უნდა გა­და­ა­წყოს. პროგ­რა­მულ ბი­უ­ჯეტ­ზე გა­დას­ვლა კი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ეს სა­კი­თხი კა­ნო­ნით არ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, რად­გან ბი­უ­ჯე­ტი კა­ნო­ნია. რო­დე­საც ბი­უ­ჯე­ტის კა­ნონ­ში ჩა­წე­რენ, რომ მა­გა­ლი­თად, ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის 3 მან­ქა­ნაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 ავ­ტო­მო­ბილს შე­ი­ძე­ნენ, ეს უკვე კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა.

- უწყე­ბებ­ში ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა საწ­ვა­ვის შე­ძე­ნაა, ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს კი გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი სჭირ­დე­ბა. ეს კო­რუფ­ცი­ის რისკს არ ქმნის?

- დიახ, ნამ­დვი­ლად ასე იყო, მაგ­რამ ამ ტი­პის შეს­ყიდ­ვებ­ში სხვა სა­ხის პრობ­ლე­მაც იკ­ვე­თე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, შსს-სა და პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის საწ­ვა­ვის შეს­ყიდ­ვე­ბი რომ შე­გე­და­რე­ბი­ნათ, ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას 1 ლ. საწ­ვავ­ში 2,10 ლარს, ხოლო შსს-ს 1,80 ლარს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ. მი­ზე­ზი ის იყო, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით, ხოლო შსს დიდი ოდე­ნო­ბით საწ­ვავს მო­იხ­მარ­და. ამი­ტომ წინა წლებ­ში, მთავ­რო­ბა კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ ტენ­დერებ­ზე გა­და­ვი­და. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ერ­თი­ა­ნი შეს­ყიდ­ვის პრინ­ცი­პით იძენს საწ­ვავს, რაც ამ ტი­პის კო­რუფ­ცი­ულ ფაქ­ტებს გა­მო­რი­ცხავს.

- ვინ უნდა გან­სა­ზღვროს, რა ტი­პის მან­ქა­ნა უნდა შე­ის­ყი­დოს უწყე­ბამ, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "ჯი­პე­ბით" და­დი­ან?

- ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გა­სა­ღე­ბიც პროგ­რა­მულ ბი­უ­ჯეტ­შია. ყვე­ლა­ფე­რი ბი­უ­ჯეტ­ში უნდა აი­სა­ხოს, ამი­ტომ მთავ­რო­ბის შიგ­ნით უნდა წა­რი­მარ­თოს დე­ბა­ტე­ბი არა მარ­ტო მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, არა­მედ - ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მარ­კებ­ზეც, მა­გა­ლი­თად, რა ტი­პის მან­ქა­ნა შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ამა თუ იმ უწყე­ბას, ან რის­თვის? დე­ბა­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტშიც უნდა გა­და­ი­ნაც­ვლოს. ავ­ტო­პარ­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბის სა­კი­თხი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი უნდა იყოს. დე­ბა­ტე­ბის დროს უნდა გა­მო­იკ­ვე­თოს, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა სჭირ­დე­ბა უწყე­ბას, თუ ნაკ­ლე­ბ­ფა­სი­ა­ნი.

- არ შე­იძ­ლე­ბა, სამ­თავ­რო­ბო ავ­ტო­ფა­რე­ხი არ­სე­ბობ­დეს და თუ რო­მე­ლი­მე უწყე­ბის რი­გით თა­ნამ­შრო­მელს ავ­ტო­მო­ბი­ლი დას­ჭირ­დე­ბა, ამ ფა­რე­ხი­დან გა­მო­ი­ძა­ხონ მძღო­ლი?

- ბოლო დრომ­დე, რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბობ­და "მო­რი­გე" და "პრო­ტო­კო­ლუ­რი" ავ­ტო­მო­ბი­ლი. თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა მარ­თა­ლია, რაც ისევ სწორ და­გეგ­მვა­სა და პროგ­რა­მულ ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ საკ­მა­ოდ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, ან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, რაც სუ­ლაც არ არის სირ­ცხვი­ლი. მა­გა­ლი­თად, შვე­დე­თის აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს არა თუ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ ჰყავს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მან­ქა­ნაც კი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა და მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლობს!

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

90 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილიები მაღალჩინოსნებისთვის

90 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილიები მაღალჩინოსნებისთვის

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობის ავტომობილი უნდა შეიძინოს ამა თუ იმ უწყებამ, როგორ უნდა განახლდეს სახელმწიფო ავტოფარეხი ან, კონკრეტულად, რომელ ჩინოვნიკს უნდა ემსახურებოდეს ავტომობილი. ესაა მიზეზი, რის გამოც ქართველი ჩინოვნიკები ძვირადღირებული "ჯიპებით" დადიან და, როგორც წესი, ამ ავტომობილებს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით იძენენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოიკვლია, რა რაოდენობის ავტმობილები შეიძინეს ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებმა. კვლევაში ინდივიდუალურადაა განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, მთავრობის კანცელარიისა და საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს მიერ 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით შესყიდული, ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევები. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მონიტორინგის სუბიექტებმა 2 146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდეს, რომელთა ღირებულებამ ჯამში, 61 439 788 ლარი, 16 545 081 აშშ დოლარი და 110 000 ევრო შეადგინა.

რამდენი ავტომობილი შეიძინეს უწყებებმა?

საქართველოს პარლამენტის აპარატს, 2011 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალება არ შეუძენია. 2012 წლის 20 დეკემბერს, პარლამენტმა დელეგაციების მიღების უზრუნველსაყოფად, "ფოლკსვაგენ პასატის" მარკის 3 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 141 660 ლარია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე, 1 258 821 ლარის ღირებულების 23 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ 1 172 182 ლარის ღირებულების 19 ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 6 ავტომობილი 2011 წელს, ხოლო 13 2012 წელს იყიდა; მთავრობის კანცელარიამ კი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 2012 წლის 3 სექტემბერს შეიძინა და "ტოიოტა ლექსუსი LX570" მარკის მანქანაში 169014 ლარი გადაიხადა. მთავრობის კანცელარიამ ჩუქების სახით, 2 883 400 ლარის ღირებულების 54 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო. მათ შორის, 1 - 2011 წელს, 41 - 2012 წელს, ხოლო 12 ავტომობილი - 2013 წელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 411 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულება 32 888 365 ლარი, 16 545 081 აშშ დოლარი და 110 000 ევროა. მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი სამინისტრომ 2012 წლის 9 ივლისს იყიდა და ესაა 110 000 ევროს ღირებულების Mercedes-BenZ 500 L.MATIC Blue EFFICE. შსს-ს ჩუქების სახით 87 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რომელთა ღირებულება 2 865 860 ლარი და 627 854 აშშ დოლარია. შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შესყიდვისა და ჩუქების სახით, 1 417 047 ლარის ღირებულების 22 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო. აქედან 1 176 973 ლარის ღირებულების 16 ავტოსატრანსპორტო საშუალება სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად შეიძინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 3 114 259 ლარის ღირებულების, 75 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყიდა, მათ შორის, 70 ავტომობილი - უსასყიდლოდ გადასცეს, ხოლო 5 ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ჩუქების სახით, სამინისტრომ 2 111 152 ლარის ღირებულების, 112 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 612 697 ლარის ღირებულების 9 ავტომანქანა შეისყიდა, ხოლო 229 391 ლარის ღირებულების 9 ავტომობილი უსასყიდლოდ მიიღო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 119 290 ლარის ღირებულების 4 ავტომობილი შეისყიდა, ხოლო 190 895 ლარის ღირებულების 4 ავტომობილი სარგებლობაში გადაეცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 388 629 ლარის ღირებულების 17 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 3 740 900 ლარის ღირებულების 79 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყიდა, ხოლო 233 846 ლარის ღირებულების 16 ავტოსატრანსპორტო საშუალება შესყიდვის გარეშე მიიღო.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 369 650 ლარის ღირებულების, 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩანაცვლების წესით, 546 254 ლარის ღირებულების 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყიდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი - 709 380 ლარის ღირებულების 15 ავტომობილი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, შეძენისა და ჩუქების სახით, 726 862 ლარის ღირებულების 30 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 202 722 ლარის ღირებულების 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, მათ შორის 3 - "ჰიუნდაი სონატასა" და 1 - "ტოიოტა ლენდ კრუიზერის" მარკის ავტომობილია. იუსტიციის სამინისტრომ 43 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა და ჯამში 1 286 620 ლარი გადაიხადა, ხოლო ენერგეტიკის სამინისტრომ 78 500 ლარის ღირებულების, 2 ავტომობილი შეისყიდა. თავდაცვის სამინისტრომ 7 ავტოსატრანსპორტო საშუალება უსასყიდლოდ უვადო სარგებლობით მიიღო შპს "იბერია ტექ ავტომოტივისა" და "ტოიოტა ცენტრი თბილისისგან". 2 ავტომობილი კი ჩუქების ხელშეკრულებით, სამინისტროს ფიზიკურმა პირებმა – ლევან გვენეტაძემ და არჩილ გუნთაიშვილმა გადასცეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს "კია მოტორს ჯორჯიასგან", 28000 ლარის ღირებულების ავტომობილი - KIA CERATO შეიძინა, ხოლო 56 ავტომობილი უსასყიდლოდ მიიღო.

შვედეთის გენერალურ აუდიტორს ავტომობილი არ ჰყავს?!

საია-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაბამის უწყებებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ავტოპარკის განახლების წესი და პერიოდულობა განისაზღვრება. სამწუხაროდ, საია-ს კვლევით კიდევ ტენდენცია გამოვლინდა, რაც ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და ჩუქების სახით გადაცემაში გამოიხატება. რაც მთავარია, სახელმწიფო უწყებებმა, ძვირადღირებული ავტომობილები "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით შეიძინეს. რეალურად, ეს კანონი ზოგადი სახის სამართლებრივი აქტია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებას, რაც მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას.

როგორ უნდა განისაზღვროს წესი, რომლითაც სახელმწიფო უწყებები ავტომობილებს შეიძენენ, ან ავტოპარკს განაახლებენ? რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ რიგითმა ჩინოვნიკებმა ძვირადღირებული "ჯიპების" ნაცვლად, შედარებით დაბალფასიანი, მსუბუქი ავტომობილებით ისარგებლონ? კონკრეტულად, რომელ თანამდებობის პირს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო მანქანა ან უნდა ემსახურებოდეს თუ არა, საერთოდ? "ვერსიას" ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრება.

- ბოლო დრომდე არსებობდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა კრიტერიუმი, რამდენი მანქანა ეკუთვნის ამა თუ იმ საჯარო უწყებას. საბოლოოდ, რიცხოვნობა განაწილების წესს არ ნიშნავს, მაგრამ ახალი საბიუჯეტო მოწყობის პირობებში, ეს ყველაფერი მოგვარებადია. სწორედ პროგრამული ბიუჯეტის პრინციპის გათვალისწინებით შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა, როდესაც კონკრეტული ხარჯი, კონკრეტულ დოკუმენტში აისახება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ვერ ვუწოდებთ ვერც უკანონო და ვერც არაეფექტურ შესყიდვას. ასეთი შეფასება რომ გავაკეთოთ, რეალური პროგრამა უნდა გვქონდეს, რომლითაც განვსაზღვრავთ, თანხა ეფექტურად დაიხარჯა თუ არა. ერთადერთი გამოსავალი პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლაა - ბიუჯეტის დაგეგმვის დროსვე გვეცოდინება, რამდენი მანქანა გვყავს და რამდენის დამატება დაგვჭირდება წლის განმავლობაში.

- არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი მანქანა უნდა შეიძინოს ამა თუ იმ უწყებამ?

- არა, რადგან პროგრამული ბიუჯეტირება ვერ განსაზღვრავს, რა მანქანა უნდა ჰყავდეს ამა თუ იმ უწყების კონკრეტულ ჩინოვნიკს. მაგალითად, უწყების შიგნით წლის განმავლობაში ახალი პროგრამა დაიწყო, რომლითცა ერთ-ერთმა დეპარტამენტმა დამატებითი ფუნქცია შეიძინა. დავუშვათ, ამ დეპარტამენტს უკვე ჰყავს ბალანსზე 1 მანქანა, მაგრამ ახალი პროგრამის ფარგლებში, დამატებით 3 მანქანა სჭირდება. ასეთ დროს, ძნელია, წინასწარ განსაზღვრო ავტომობილის რაოდენობა. პირობითად ჩავთვალოთ, რომ ეს პროგრამა ერთწლიანია ანუ ამ დეპარტამენტს დამატებით 3 მანქანა მხოლოდ ერთი წლით სჭირდება. შესაბამისად, მთავრობამ თავისი აზროვნება და ცხოვრების სტილი მხოლოდ პროგრამულ ბიუჯეტზე უნდა გადააწყოს. პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა კი იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი კანონით არ დარეგულირდება, რადგან ბიუჯეტი კანონია. როდესაც ბიუჯეტის კანონში ჩაწერენ, რომ მაგალითად, ეკოლოგიური კატასტროფების პრევენციისთვის 3 მანქანაა საჭირო, მაგრამ წლის განმავლობაში 4 ავტომობილს შეიძენენ, ეს უკვე კანონის დარღვევაა.

- უწყებებში ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალება საწვავის შეძენაა, ძვირადღირებულ ავტომობილებს კი გაცილებით დიდი რაოდენობის ბენზინი და დიზელი სჭირდება. ეს კორუფციის რისკს არ ქმნის?

- დიახ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ამ ტიპის შესყიდვებში სხვა სახის პრობლემაც იკვეთებოდა, მაგალითად, შსს-სა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საწვავის შესყიდვები რომ შეგედარებინათ, ნავთობკომპანიები ეროვნულ ბიბლიოთეკას 1 ლ. საწვავში 2,10 ლარს, ხოლო შსს-ს 1,80 ლარს ახდევინებდნენ. მიზეზი ის იყო, რომ ბიბლიოთეკა ნაკლები რაოდენობით, ხოლო შსს დიდი ოდენობით საწვავს მოიხმარდა. ამიტომ წინა წლებში, მთავრობა კონსოლიდირებულ ტენდერებზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ერთიანი შესყიდვის პრინციპით იძენს საწვავს, რაც ამ ტიპის კორუფციულ ფაქტებს გამორიცხავს.

- ვინ უნდა განსაზღვროს, რა ტიპის მანქანა უნდა შეისყიდოს უწყებამ, რამდენად მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები ძვირადღირებული "ჯიპებით" დადიან?

- ამ პრობლემის მოგვარების გასაღებიც პროგრამულ ბიუჯეტშია. ყველაფერი ბიუჯეტში უნდა აისახოს, ამიტომ მთავრობის შიგნით უნდა წარიმართოს დებატები არა მარტო მანქანების რაოდენობაზე, არამედ - ავტომობილების მარკებზეც, მაგალითად, რა ტიპის მანქანა შეიძლება დასჭირდეს ამა თუ იმ უწყებას, ან რისთვის? დებატებმა პარლამენტშიც უნდა გადაინაცვლოს. ავტოპარკების განახლების საკითხი მსჯელობის საგანი უნდა იყოს. დებატების დროს უნდა გამოიკვეთოს, ძვირადღირებული მანქანა სჭირდება უწყებას, თუ ნაკლებფასიანი.

- არ შეიძლება, სამთავრობო ავტოფარეხი არსებობდეს და თუ რომელიმე უწყების რიგით თანამშრომელს ავტომობილი დასჭირდება, ამ ფარეხიდან გამოიძახონ მძღოლი?

- ბოლო დრომდე, რამდენიმე დაწესებულებაში არსებობდა "მორიგე" და "პროტოკოლური" ავტომობილი. თქვენი მოსაზრება მართალია, რაც ისევ სწორ დაგეგმვასა და პროგრამულ ბიუჯეტირებაზეა დამოკიდებული. თუ საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საკმაოდ ავტორიტეტული უწყებების ხელმძღვანელები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან საკუთარი ავტომობილებით სარგებლობენ, რაც სულაც არ არის სირცხვილი. მაგალითად, შვედეთის აუდიტის სამსახურის უფროსს არა თუ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, სამსახურებრივი მანქანაც კი არ ემსახურება და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს!

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია