სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგომას მოუთმენლად ელოდება - ამერიკული გამოცემა
ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგომას მოუთმენლად ელოდება - ამერიკული გამოცემა

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი და უმ­დიდ­რე­სი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა BuzzFeed მაქს სი­დო­ნის სტა­ტი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ექ­სცენ­ტრი­უ­ლი მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ორი წლის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ კი ყვე­ლას ერთი რამ აინ­ტე­რე­სებს: რას იზამს მო­მა­ვალ­ში?

მაქს სი­დო­ნი ასე­ვე წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მტკი­ცე რწმე­ნით, მო­უთ­მენ­ლად ელის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას.

"არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რომ­ლის შე­დე­გა­დაც კავ­კა­სი­ის ამ პა­ტა­რა რეს­პუბ­ლი­კა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­ბა­რე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და იმა­ზე უკე­თაც, ვიდ­რე ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო", - წერს მაქს სი­დო­ნი.

"რამ­დე­ნი მა­გა­ლი­თი იცით, როცა პო­ლი­ტი­კო­სი აცხა­დებს – ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვალ, და­ვა­ლა­გებ ყვე­ლა­ფერს და წა­ვალ? – არც ერთი. ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის BuzzFeed-თან გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს.

მაქს სი­დო­ნი ასე­ვე წერს, რომ 57 წლის მი­ლი­არ­დერ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა გახ­დე­ბა.

"დიდი ალ­ბა­თო­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს. ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ლი­ე­ბის გაღ­მერ­თე­ბი­თა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით. არ­ჩევ­ნე­ბის ორი მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი მე­ტო­ქის, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­ჯერ მა­რი­ო­ნე­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან", - წერს მაქს სი­დო­ნი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო გა­ჩე­ნი­ლი ერ­თა­და­ერ­თი შე­კი­თხვა თა­ვად ივა­ნიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მისი არა­ერ­თგზის მტკი­ცე­ბის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, ბევ­რი ში­შობს, რომ რუ­სეთ­თან მისი ოლი­გარ­ქი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი ქვე­ყა­ნას კრემლთან ჩა­ა­ხუ­ტებს.

"მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, სა­მარ­თლებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის, უც­ნა­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა და სა­ვა­რა­უ­დოდ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გარ­შე­მო შექ­მნილ­მა გა­ურ­კვევ­ლო­ბამ შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოა, ისევ ავ­ტო­რი­ტა­ტულ გზას და­ად­გეს. ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მთავ­რო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა სა­ჯა­როდ, შო­რი­დან სურს, მაგ­რამ არ აკონ­კრე­ტებს, რას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა ერთი რამ ცხა­დია, ივა­ნიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის სა­უ­კე­თე­სო ლი­დე­რი იყო და უნდა, რომ ამა­ში ხალ­ხიც და­ე­თან­ხმოს", - წერს მაქს სი­დო­ნი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­დად­გო­მა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი თა­ვის და­წყე­ბას გა­უ­ღებს კარს. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მე­ო­რე ჯერ­ზე არ­ჩევ­ნე­ბი პირ­ველ­თან შე­და­რე­ბით ხმე­ბის ნაკ­ლე­ბი სხვა­ო­ბით მო­ი­გო, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის, ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი­სა და რუ­სე­თის გა­მოწ­ვე­ვის სურ­ვი­ლის­თვის და­სავ­ლეთ­ში ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ.

"თუმ­ცა, ამომ­რჩე­ველ­მა ის სი­ღა­რი­ბი­სა და უმუ­შევ­რო­ბის ვერ­დაძ­ლე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ასე­ვე მექ­რთა­მე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და და კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის­თვის, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამომ­რჩე­ველ­მა რუ­სეთ­თან მოკლეხ­ნი­ა­ნი, მაგ­რამ მძი­მე ომის­თვის და­ა­და­ნა­შა­უ­ლა", - წერს მაქს სი­დო­ნი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ეს აღ­შფო­თე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფორ­მი­რე­ბით გა­მო­ხა­ტა, სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მო­ძუ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მცი­რე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან შექ­მნი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბე­ბი, პო­ე­ტე­ბი და სა­ფეხ­ბურ­თო ვარ­სკვლა­ვი იყ­ვნენ.

რო­გორც მაქს სი­დო­ნი წერს, მი­უ­ხე­და­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მცდე­ლო­ბი­სა, ზე­წო­ლა მო­ეხ­დი­ნათ ივა­ნიშ­ვილ­ზე და რო­გორც პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, ლა­მის სამ­ჯერ ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა კი­დეც, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შეძ­ლო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა.

"ივა­ნიშ­ვი­ლი სო­ფელ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობ­და და თით­ქმის არა­ვინ იცო­და, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ის სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებს და გლე­ხებს ეკი­თხე­ბო­და, რას ფიქ­რობ­დნენ მას­ზე. ის ერ­თა­დერ­თხელ მა­შინ და­ი­ნა­ხეს გა­რეთ, როცა სოფ­ლის მა­ცხოვ­რე­ბელ­მა და­ი­ნა­ხა, რო­გორ ჯდე­ბო­და ფა­რუ­ლად თა­ვის ვერ­ტმფრენ­ში. ის 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის არ­ტკო­ლექ­ცი­ის მფლო­ბე­ლია, მაგ­რამ თა­ვად ამ­ბობს, რომ არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამით. ასე­ვე ფლობს კერ­ძო სამ­ხე­ცე­ებს, სა­დაც პინგვი­ნე­ბი და ზებ­რე­ბი ჰყავს. ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ხმა­უ­რი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თა და სი­ტყვა­უხ­ვი ქე­ი­ფი­თაა გან­თქმუ­ლი, ის ადრე იღ­ვი­ძებს და ადრე იძი­ნებს და იო­გას მის­დევს. მისი სტუმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის იმ იშ­ვი­ათ ქარ­თველ­თა შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც სტუმ­რებს უცხო­ურ ღვი­ნოს სთა­ვა­ზობს, ნაც­ვლად ქარ­თულ ვე­ნა­ხებ­ში და­წუ­რუ­ლი­სა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნულ სი­ა­მა­ყედ მი­იჩ­ნე­ვენ. მისი თა­ნა­შემ­წე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მან 600 მი­ლი­ო­ნი­დან 1 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე, მათ შო­რის მისი მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის მო­დერ­ნი­ზე­ბა­ზე და ამ სოფ­ლის მცხოვ­რებ­თათ­ვის შემ­წე­ო­ბის და­რი­გე­ბა­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯებ­ზე, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სამ­თავ­რო­ბო პრო­ექ­ტის და­ფი­ნა­ნა­სე­ბა­ზე", - წერს მაქს სი­დო­ნი და დას­ძენს, რომ ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ა­მი­ტო­ბა ახა­სი­ა­თებს და ამ­ბობს იმას, რა­საც ფიქ­რობს.

"პო­ლი­ტი­კა­ში იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვგრძნობ­დი. ჩემს გა­რე­შე ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა. მე­ო­რე ტუ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ. მე სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხის­თვის თავ­სმოხ­ვე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. პო­ლი­ტი­კა­ში იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ვფიქ­რობ­დი მე შევ­ძლებ­დი ამის გა­კე­თე­ბას და სხვე­ბი - ვერა. თუ ხალ­ხი მი­მი­თი­თებს, რომ სხვებ­საც შე­უძ­ლი­ათ ამის გა­კე­თე­ბა, მა­შინ კი ბა­ტო­ნო, არ ვა­პი­რებ გა­და­გე­ღო­ბოთ", - ცი­ტი­რებს BuzzFeed ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მიღ­წე­ულ პროგ­რესს და წერს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ამას­წი­ნან­დელ გავ­რცე­ლე­ბულ ან­გა­რიშ­ში მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით. თუმ­ცა, ამა­ვე ან­გა­რიშ­ში ხაზი გა­ეს­ვა, რომ და­სავ­ლე­თი კვლა­ვაც წუხს სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის 35 მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე­ე­ბის გამო.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ხაზს უს­ვამს რუ­სე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ქმე­დე­ბებს და აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­სა­ზღვრო ზოლ­თან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ღო­ბე­ე­ბის აღ­მარ­თვას.

"ვფიქ­რობ ის, რა­საც კრემ­ლი აკე­თებს, თა­ვად რუ­სე­თის­თვი­საც გა­მო­უ­სა­დე­გა­რია, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, რუ­სეთს ეს ჯერ არა აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი. გვინ­და ვი­მე­დოვ­ნოთ, რომ რუ­სე­თი მო­მა­ვალ­ში შე­იც­ვლე­ბა და უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გახ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პუ­ტი­ნის კრემ­ლი­დან წას­ვლას, ყვე­ლა მი­დის, როცა მათი წას­ვლის დრო დგე­ბა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს.

მაქს სი­დო­ნი ასე­ვე წერს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არ ასა­ხე­ლებს, ვინ შეც­ვლის მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე, მაგ­რამ თბი­ლის­ში მის შემ­ცვლე­ლად ბევ­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ასა­ხე­ლებს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც მას­თან სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ის უფრო მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავს თა­ვის ცხო­ვე­ლებ­თან და ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხე­ე­ბის კო­ლექ­ცი­ას­თან, ასე­ვე აპი­რებს თავი მო­უ­ყა­როს ადა­მი­ან­თა ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ნა­ფიქ­რალს, რო­მე­ლიც 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უგ­როვ­და და წიგ­ნი და­წე­როს.

"მიყ­ვარს ფიქ­რი და სე­ირ­ნო­ბა. ფიქ­რი გა­სა­ო­ცა­რი რა­მაა", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ქვამს.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის პო­ლი­ტი­კა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ მო­იყ­ვა­ნა.

"პო­ლი­ტი­კა­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ მო­მიყ­ვა­ნა. პო­ლი­ტი­კო­სო­ბის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, რომ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და სა­თა­ვე­ში ჩავ­დგო­მო­დი საქ­მე­ებს იმი­ტომ, რომ ეს შე­მეძ­ლო. თუ ქარ­თველ ხალ­ხს არ ვიც­ნობ, თუ ვცდე­ბი იმა­ში, რა­საც ვა­კე­თებ, რა აზრი აქვს ჩემს მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბას ან ვინ­მეს­თვის რჩე­ვის მი­ცე­მას ან რა­ი­მე ამ­დაგ­ვარს?", - ცი­ტი­რებს მაქს სი­დო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგომას მოუთმენლად ელოდება - ამერიკული გამოცემა

ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგომას მოუთმენლად ელოდება - ამერიკული გამოცემა

"საქართველოს საკუთარ თავში დარწმუნებული, ბედნიერი და უმდიდრესი პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული ონლაინ გამოცემა BuzzFeed მაქს სიდონის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ექსცენტრიული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ორი წლის წინ მოულოდნელად მოვიდა პოლიტიკაში. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ყველას ერთი რამ აინტერესებს: რას იზამს მომავალში?

მაქს სიდონი ასევე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სინანულის გარეშე და ვალდებულების შესრულების მტკიცე რწმენით, მოუთმენლად ელის თანამდებობიდან გადადგომას.

"არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომლის შედეგადაც კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაში პირველად მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება, ივანიშვილი აცხადებს, რომ მან აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა და იმაზე უკეთაც, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო", - წერს მაქს სიდონი.

"რამდენი მაგალითი იცით, როცა პოლიტიკოსი აცხადებს – ხელისუფლებაში მოვალ, დავალაგებ ყველაფერს და წავალ? – არც ერთი. ასეთი პოლიტიკოსები არ არსებობენ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის BuzzFeed-თან გაკეთებულ კომენტარს.

მაქს სიდონი ასევე წერს, რომ 57 წლის მილიარდერმა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და თანამდებობის დატოვება არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება.

"დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ არჩევნების პირველ ტურში ივანიშვილის რჩეული კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ეს არჩევნები არ გამოირჩევა ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი პერსონალიების გაღმერთებითა და დაპირისპირებებით. არჩევნების ორი მთავარი კანდიდატი ივანიშვილისა და მისი მეტოქის, პრეზიდენტ სააკაშვილის დამჯერ მარიონეტებად განიხილებიან", - წერს მაქს სიდონი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს გარშემო გაჩენილი ერთადაერთი შეკითხვა თავად ივანიშვილს უკავშირდება. მიუხედავად მისი არაერთგზის მტკიცების, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ერთგული რჩება, ბევრი შიშობს, რომ რუსეთთან მისი ოლიგარქიული კავშირები ქვეყანას კრემლთან ჩაახუტებს.

"მიუხედავად საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სამართლებრივი ინიციატივების, უცნაური გადაწყვეტილებებისა და სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის გარშემო შექმნილმა გაურკვევლობამ შეშფოთება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შესაძლოა, ისევ ავტორიტატულ გზას დაადგეს. ივანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის გაკონტროლება საჯაროდ, შორიდან სურს, მაგრამ არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. თუმცა ერთი რამ ცხადია, ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან ორი ათწლეულის განმავლობაში ის საუკეთესო ლიდერი იყო და უნდა, რომ ამაში ხალხიც დაეთანხმოს", - წერს მაქს სიდონი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მოსალოდნელი გადადგომა საქართველოს ისტორიაში ახალი თავის დაწყებას გაუღებს კარს. მისივე თქმით, სააკაშვილი, რომელმაც მეორე ჯერზე არჩევნები პირველთან შედარებით ხმების ნაკლები სხვაობით მოიგო, ანტიკორუფციული პოლიტიკისთვის, ლიბერალური რეფორმებისა და რუსეთის გამოწვევის სურვილისთვის დასავლეთში ძალიან უყვარდათ.

"თუმცა, ამომრჩეველმა ის სიღარიბისა და უმუშევრობის ვერდაძლევაში დაადანაშაულა, ასევე მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში და და კრიმინალის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობისთვის, რამაც საქართველოს მსოფლიო რეიტინგში უმაღლესი შეფასებები მოუტანა. სააკაშვილი ამომრჩეველმა რუსეთთან მოკლეხნიანი, მაგრამ მძიმე ომისთვის დაადანაშაულა", - წერს მაქს სიდონი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ეს აღშფოთება "ქართული ოცნების" ფორმირებით გამოხატა, სააკაშვილისგან მოძულებული ადამიანებისა და მცირე ოპოზიციური პარტიებისგან შექმნილი კოალიციის, რომელშიც მსახიობები, პოეტები და საფეხბურთო ვარსკვლავი იყვნენ.

როგორც მაქს სიდონი წერს, მიუხედავად სააკაშვილის მთავრობის მცდელობისა, ზეწოლა მოეხდინათ ივანიშვილზე და როგორც პრემიერი ამბობს, ლამის სამჯერ ქვეყნიდან გაიქცა კიდეც, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო არჩევნებში გამარჯვება.

"ივანიშვილი სოფელში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა და თითქმის არავინ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა. ლეგენდის თანახმად, ის სტუმრობდა საქართველოს სოფლებს და გლეხებს ეკითხებოდა, რას ფიქრობდნენ მასზე. ის ერთადერთხელ მაშინ დაინახეს გარეთ, როცა სოფლის მაცხოვრებელმა დაინახა, როგორ ჯდებოდა ფარულად თავის ვერტმფრენში. ის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების არტკოლექციის მფლობელია, მაგრამ თავად ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული ამით. ასევე ფლობს კერძო სამხეცეებს, სადაც პინგვინები და ზებრები ჰყავს. ქვეყანაში, რომელიც ხმაურიანი ურთიერთობებითა და სიტყვაუხვი ქეიფითაა განთქმული, ის ადრე იღვიძებს და ადრე იძინებს და იოგას მისდევს. მისი სტუმრები ამბობენ, რომ ის იმ იშვიათ ქართველთა შორისაა, რომლებიც სტუმრებს უცხოურ ღვინოს სთავაზობს, ნაცვლად ქართულ ვენახებში დაწურულისა, რომელსაც საქართველოში ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევენ. მისი თანაშემწეები ამბობენ, რომ მან 600 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე დახარჯა ქველმოქმედებაზე, მათ შორის მისი მშობლიური სოფლის მოდერნიზებაზე და ამ სოფლის მცხოვრებთათვის შემწეობის დარიგებასა და სამედიცინო ხარჯებზე, ასევე რამდენიმე სამთავრობო პროექტის დაფინანასებაზე", - წერს მაქს სიდონი და დასძენს, რომ ივანიშვილს პოლიტიკური მიამიტობა ახასიათებს და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.

"პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ამის საჭიროებას ვგრძნობდი. ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა სააკაშვილის მმართველობისას შექმნილი სიტუაციის გამოსწორება. მეორე ტურის წინააღმდეგი არ ვარ. მე საკუთარი შეხედულებების ხალხისთვის თავსმოხვევის წინააღმდეგი ვარ. პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ვფიქრობდი მე შევძლებდი ამის გაკეთებას და სხვები - ვერა. თუ ხალხი მიმითითებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება, მაშინ კი ბატონო, არ ვაპირებ გადაგეღობოთ", - ციტირებს BuzzFeed ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღწეულ პროგრესს და წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ ამასწინანდელ გავრცელებულ ანგარიშში მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ძალისხმევას ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, ამავე ანგარიშში ხაზი გაესვა, რომ დასავლეთი კვლავაც წუხს სააკაშვილის მთავრობის 35 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო.

სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ ღობეების აღმართვას.

"ვფიქრობ ის, რასაც კრემლი აკეთებს, თავად რუსეთისთვისაც გამოუსადეგარია, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთს ეს ჯერ არა აქვს გააზრებული. გვინდა ვიმედოვნოთ, რომ რუსეთი მომავალში შეიცვლება და უფრო დემოკრატიული გახდება. რაც შეეხება პუტინის კრემლიდან წასვლას, ყველა მიდის, როცა მათი წასვლის დრო დგება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

მაქს სიდონი ასევე წერს, რომ ივანიშვილი არ ასახელებს, ვინ შეცვლის მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაგრამ თბილისში მის შემცვლელად ბევრი ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც მასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ის უფრო მეტი დროის გატარებას გეგმავს თავის ცხოველებთან და ეგზოტიკური ხეების კოლექციასთან, ასევე აპირებს თავი მოუყაროს ადამიანთა ბუნების შესახებ ნაფიქრალს, რომელიც 40 წლის განმავლობაში დაუგროვდა და წიგნი დაწეროს.

"მიყვარს ფიქრი და სეირნობა. ფიქრი გასაოცარი რამაა", - ციტირებს ავტორი ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში პასუხისმგებლობამ მოიყვანა.

"პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობამ მომიყვანა. პოლიტიკოსობის სურვილი არ მქონია, რომ მოვსულიყავი და სათავეში ჩავდგომოდი საქმეებს იმიტომ, რომ ეს შემეძლო. თუ ქართველ ხალხს არ ვიცნობ, თუ ვცდები იმაში, რასაც ვაკეთებ, რა აზრი აქვს ჩემს მიერ საზოგადოების დახმარებას ან ვინმესთვის რჩევის მიცემას ან რაიმე ამდაგვარს?", - ციტირებს მაქს სიდონი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა