მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგი
Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგი

მომ­ღე­რა­ლი მა­იკლ ჯექ­სო­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინგს ლი­დე­რობს, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც კი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. რე­ი­ტინგს ყო­ველ­წლი­უ­რად ჟურ­ნა­ლი Forbes-ი აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ცე­მის გა­მოთ­ვლით, "პოპ-მუ­სი­კის მე­ფემ" 2012 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე 160 მლნ დო­ლა­რი "გა­მო­ი­მუ­შა­ვა". ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მა­დო­ნამ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ცო­ცხა­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინგს ლი­დე­რობს, მხო­ლოდ - 125 მლნ დო­ლა­რი.

მა­იკლ ჯექ­სი­ნი 2009 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ადრე იგი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი გარ­დაც­ვლი­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინგს ორ­ჯერ ლი­დე­რობ­და, მხო­ლოდ 2012 წელს და­უთ­მო მან პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მსა­ხი­ობ ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლორს.

მე­ო­რე ად­გი­ლი ამ რე­ი­ტინ­გის მუდ­მივ­მა მო­ნა­წი­ლემ, ელ­ვის პრეს­ლიმ და­ი­კა­ვა, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი Forbes-მა 55 მი­ლი­ო­ნად შე­ა­ფა­სა. მე­სა­მე ად­გილ­ზე კო­მიქ­სე­ბის ავ­ტო­რი ჩარლზ მონ­რო შულ­ცია, რო­მელ­მაც ძაღ­ლი სნუ­პი მო­ი­გო­ნა. ერთ წელ­ში შულცმა 37 მლნ დო­ლა­რი "გა­მო­ი­მუ­შა­ვა".

ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რი, რო­მე­ლიც შარ­შან პირ­ველ ად­გილს იკა­ვებ­და, ამ­ჯე­რად 25 მლნ დო­ლა­რით მე­ო­თხე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა. მას მოს­დევს მუ­სი­კო­სი ბობ მარ­ლი, რო­მელ­მაც მემ­კვიდ­რე­ებს ერთ წე­ლი­წად­ში 18 მლნ დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა.

ყვე­ლა­ზე მდი­და­რი გარ­დაც­ვლი­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში ასე­ვე მოხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბი მერ­ლინ მონ­რო (15 მლნ დო­ლა­რი წე­ლი­წად­ში), მუ­სი­კო­სი ჯონ ლე­ნო­ნი (12 მლნ დო­ლა­რი), მეც­ნი­ე­რი ალ­ბერტ ეინშტე­ი­ნი და ფო­ტო­მო­დე­ლი ბეტი პე­ი­ჯი (10-10 მლნ დო­ლა­რი), სა­ბავ­შვო მო­თხრო­ბე­ბის ავ­ტო­რი დოქ­ტორ სი­უ­ზი (9 მლნ დო­ლა­რი), მსა­ხი­ო­ბი სტივ მა­კკუ­ი­ნი (9 მლნ დო­ლა­რი), მსა­ხი­ო­ბი ბრი­უს ლი და მომ­ღე­რა­ლი ჯენი რი­ვე­რა (7-7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი)

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგი

Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგი

მომღერალი მაიკლ ჯექსონი იმ ადამიანების რეიტინგს ლიდერობს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც კი ფულის გამომუშავებას აგრძელებენ. რეიტინგს ყოველწლიურად ჟურნალი Forbes-ი აქვეყნებს.

გამოცემის გამოთვლით, "პოპ-მუსიკის მეფემ" 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე 160 მლნ დოლარი "გამოიმუშავა". ამავე პერიოდში მადონამ, რომელიც ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცოცხალი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს, მხოლოდ - 125 მლნ დოლარი.

მაიკლ ჯექსინი 2009 წელს გარდაიცვალა, ადრე იგი ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ორჯერ ლიდერობდა, მხოლოდ 2012 წელს დაუთმო მან პირველი ადგილი მსახიობ ელიზაბეტ ტეილორს.

მეორე ადგილი ამ რეიტინგის მუდმივმა მონაწილემ, ელვის პრესლიმ დაიკავა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მიღებული შემოსავალი Forbes-მა 55 მილიონად შეაფასა. მესამე ადგილზე კომიქსების ავტორი ჩარლზ მონრო შულცია, რომელმაც ძაღლი სნუპი მოიგონა. ერთ წელში შულცმა 37 მლნ დოლარი "გამოიმუშავა".

ელიზაბეტ ტეილორი, რომელიც შარშან პირველ ადგილს იკავებდა, ამჯერად 25 მლნ დოლარით მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. მას მოსდევს მუსიკოსი ბობ მარლი, რომელმაც მემკვიდრეებს ერთ წელიწადში 18 მლნ დოლარი მოუტანა.

ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგში ასევე მოხვდნენ: მსახიობი მერლინ მონრო (15 მლნ დოლარი წელიწადში), მუსიკოსი ჯონ ლენონი (12 მლნ დოლარი), მეცნიერი ალბერტ ეინშტეინი და ფოტომოდელი ბეტი პეიჯი (10-10 მლნ დოლარი), საბავშვო მოთხრობების ავტორი დოქტორ სიუზი (9 მლნ დოლარი), მსახიობი სტივ მაკკუინი (9 მლნ დოლარი), მსახიობი ბრიუს ლი და მომღერალი ჯენი რივერა (7-7 მილიონი დოლარი)

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება