პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საქმიანობა წამოიწყო ნინი ბადურაშვილმა კახა კუხიანიძესთან ერთად
რა საქმიანობა წამოიწყო ნინი ბადურაშვილმა კახა კუხიანიძესთან ერთად

თბი­ლის­ში არა­ერ­თი სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დი­აა, მათ რი­ცხვს კი­დევ ერთი შე­ე­მა­ტა: მომ­ღერ­ლებ­მა - ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და კახა კუ­ხი­ა­ნი­ძემ სა­ბავ­შვო ვო­კა­ლუ­რი სკო­ლა-სტუ­დია "მზე" და­ა­ფუძ­ნეს და ცდი­ლო­ბენ, მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი არა­ერ­თი პა­ტა­რა მი­ი­ზი­დონ და მუ­სი­კას აზი­ა­რონ.

კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე:

- დიახ, მე და ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია და­ვა­ფუძ­ნეთ, რო­მელ­საც თბი­ლი­სის უბ­ნებ­ში ფი­ლი­ა­ლე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად, ვა­კე­ში 2-ია, არის სა­ბურ­თა­ლო­ზე, იხ­ნე­ბა დიღ­მის მა­სივ­ში, დიდ დი­ღომ­სა და ვარ­კე­თილ­ში.

- რას სთა­ვა­ზობთ პა­ტა­რებს?

- ეს სტუ­დი­ე­ბი, სკო­ლებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რაც ბავ­შვე­ბის­თვის და მათი მშობ­ლის­თვის ძალ­ზე მო­ხერ­ხე­ბუ­ლია. პა­ტა­რე­ბი სკო­ლა­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს რო­გორც კი და­ამ­თავ­რე­ბენ, სტუ­დი­ას მი­ა­კი­თხა­ვენ. ფა­სიც შე­ღა­ვა­თი­ა­ნია. მუ­შა­ო­ბენ კარ­გი პე­და­გო­გე­ბი.

ბავ­შვებს კონ­ცერ­ტე­ბი ექ­ნე­ბათ სკო­ლებ­ში, თბი­ლი­სის პარ­კებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ შო­უპ­როგ­რა­მებ­ში, ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში... სტუ­დი­ას "მზე" და­ვარ­ქვით, რაც პა­ტა­რებ­თან ყვე­ლა­ფერ და­დე­ბით­თან ასო­ცირ­დე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად კი - თბილ გა­რე­მოს­თან.

- ამ საქ­მემ შენ და ნინი რო­გორ და­გა­კავ­ში­რათ, მე­გობ­რე­ბი ხართ?

- ბავ­შვო­ბი­დან ვმე­გობ­რობთ, ნინი ჩემი ახ­ლო­ბე­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს რო­გორც ადა­მი­ა­ნი. რო­დე­საც ორი პი­როვ­ნე­ბა ერ­თად საქ­მის კე­თე­ბას იწყებს, სა­ჭი­როა, რომ ერ­თმა­ნე­თი და­ა­ბა­ლან­სონ. ამას­თან, საქ­მი­ა­ნო­ბი­სას ჰქონ­დეთ სტი­მუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნინი დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, რომ საქ­მე კარ­გად და ხა­რის­ხი­ა­ნად გა­მოგ­ვი­ვი­დეს. მეც ასე­ვე ვარ მის­თვის. მხარ­ში ვუდ­გა­ვარ. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთს ვა­ბა­ლან­სებთ... კარ­გი ახ­ლობ­ლე­ბი ვართ (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში 7 წე­ლია, ვმუ­შა­ობ და გა­მოც­დი­ლე­ბაც მაქვს, რა, რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თო, კარ­გად ვიცი და მგო­ნია, რომ ერ­თად უკე­თე­სად გა­მოგ­ვი­ვა.

- ნი­ნის­თვის ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა, მგო­ნი, ახა­ლი ხი­ლია... რო­გორც ვიცი, მას პე­და­გო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს...

- კი, მაგ­რამ ის პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ... მერე დედა გახ­და და ბავ­შვი მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­მაა უკვე. ამი­ტომ მათ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი სურ­ვი­ლი აქვს. თი­თო­ე­ულ ბავ­შვზე ნერ­ვი­უ­ლობს, ვინ რო­გორ მღე­რის. მოკ­ლედ, საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო...

ზო­გა­დად თუ არ იაქ­ტი­უ­რებ და ხა­რისხს არ აჩ­ვე­ნებ, არ გა­მო­ვა. თბი­ლის­ში ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დი­აა გახ­სნი­ლი, სა­დაც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხია... ჩვენ რა­ღა­ცით ხომ უნდა გა­მო­ვირ­ჩე­ო­დეთ?

- ნი­ნიმ ბოლო დროს დიდი სტრესს გა­უძ­ლო და რო­გორც ჩანს, ახლა მზად არის, ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ი­წყოს...

- ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­მენ­ტი, რა­ტო­მაც მინ­დო­და, რომ ნინი ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი­ყო, ის არის, რომ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. თუნ­დაც იმ ყვე­ლაფ­რის მერე, რაც მან გა­და­ი­ტა­ნა და გა­ნი­ცა­და, მყა­რად დგას, - ში­ნა­გა­ნად ძლი­ე­რია. მი­მაჩ­ნია, რომ საქ­მე­შიც ასე­თი­ვე იქ­ნე­ბა და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე მას­თან ამ საქ­მე­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა... ამას­თან, ლა­მა­ზია და ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, მშვე­ნი­ერ ქალ­ბა­ტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მოკ­ლედ, მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი ვართ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბიც, რომ შე­დე­გიც გვექ­ნე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რა საქმიანობა წამოიწყო ნინი ბადურაშვილმა კახა კუხიანიძესთან ერთად

რა საქმიანობა წამოიწყო ნინი ბადურაშვილმა კახა კუხიანიძესთან ერთად

თბილისში არაერთი საბავშვო მუსიკალური სტუდიაა, მათ რიცხვს კიდევ ერთი შეემატა: მომღერლებმა - ნინი ბადურაშვილმა და კახა კუხიანიძემ საბავშვო ვოკალური სკოლა-სტუდია "მზე" დააფუძნეს და ცდილობენ, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული არაერთი პატარა მიიზიდონ და მუსიკას აზიარონ.

კახა კუხიანიძე:

- დიახ, მე და ნინი ბადურაშვილმა საბავშვო მუსიკალური სტუდია დავაფუძნეთ, რომელსაც თბილისის უბნებში ფილიალები აქვს. მაგალითად, ვაკეში 2-ია, არის საბურთალოზე, იხნება დიღმის მასივში, დიდ დიღომსა და ვარკეთილში.

- რას სთავაზობთ პატარებს?

- ეს სტუდიები, სკოლებშია განთავსებული, რაც ბავშვებისთვის და მათი მშობლისთვის ძალზე მოხერხებულია. პატარები სკოლაში საგაკვეთილო პროცესს როგორც კი დაამთავრებენ, სტუდიას მიაკითხავენ. ფასიც შეღავათიანია. მუშაობენ კარგი პედაგოგები.

ბავშვებს კონცერტები ექნებათ სკოლებში, თბილისის პარკებში, მონაწილეობას მიიღებენ შოუპროგრამებში, ტელეგადაცემებში... სტუდიას "მზე" დავარქვით, რაც პატარებთან ყველაფერ დადებითთან ასოცირდება, უპირველესად კი - თბილ გარემოსთან.

- ამ საქმემ შენ და ნინი როგორ დაგაკავშირათ, მეგობრები ხართ?

- ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ნინი ჩემი ახლობელია. ძალიან მიყვარს როგორც ადამიანი. როდესაც ორი პიროვნება ერთად საქმის კეთებას იწყებს, საჭიროა, რომ ერთმანეთი დააბალანსონ. ამასთან, საქმიანობისას ჰქონდეთ სტიმული. ამ შემთხვევაში ნინი დიდ სტიმულს მაძლევს, რომ საქმე კარგად და ხარისხიანად გამოგვივიდეს. მეც ასევე ვარ მისთვის. მხარში ვუდგავარ. მოკლედ, ერთმანეთს ვაბალანსებთ... კარგი ახლობლები ვართ (სიცილით ამბობს)... საბავშვო მუსიკალურ სფეროში 7 წელია, ვმუშაობ და გამოცდილებაც მაქვს, რა, როგორ უნდა გავაკეთო, კარგად ვიცი და მგონია, რომ ერთად უკეთესად გამოგვივა.

- ნინისთვის ბავშვებთან მუშაობა, მგონი, ახალი ხილია... როგორც ვიცი, მას პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არ აქვს...

- კი, მაგრამ ის პატარებს ძალიან უყვართ... მერე დედა გახდა და ბავშვი მისთვის განსაკუთრებული რამაა უკვე. ამიტომ მათთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. თითოეულ ბავშვზე ნერვიულობს, ვინ როგორ მღერის. მოკლედ, საქმეში აქტიურად ჩაერთო...

ზოგადად თუ არ იაქტიურებ და ხარისხს არ აჩვენებ, არ გამოვა. თბილისში ყველა ნაბიჯზე მუსიკალური სტუდიაა გახსნილი, სადაც საკმაოდ დაბალი ხარისხია... ჩვენ რაღაცით ხომ უნდა გამოვირჩეოდეთ?

- ნინიმ ბოლო დროს დიდი სტრესს გაუძლო და როგორც ჩანს, ახლა მზად არის, ასეთი სერიოზული საქმიანობა წამოიწყოს...

- ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რატომაც მინდოდა, რომ ნინი ამ საქმიანობაში ჩართულიყო, ის არის, რომ საკმაოდ ძლიერი ადამიანია. თუნდაც იმ ყველაფრის მერე, რაც მან გადაიტანა და განიცადა, მყარად დგას, - შინაგანად ძლიერია. მიმაჩნია, რომ საქმეშიც ასეთივე იქნება და ამიტომაც გადავწყვიტე მასთან ამ საქმეში თანამშრომლობა... ამასთან, ლამაზია და ყოველთვის სასიამოვნოა, მშვენიერ ქალბატონთან ურთიერთობა. მოკლედ, მონდომებულები ვართ და დარწმუნებულებიც, რომ შედეგიც გვექნება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება