პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პლაკატების ომი" წინასაარჩევნო კამპანიაში
"პლაკატების ომი" წინასაარჩევნო კამპანიაში

წამ­ზო­მი ჩარ­თუ­ლია. . .

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს რამ­დე­ნი­მე დღე გვა­შო­რებს და ბრძო­ლაც გა­მარ­ჯვე­ბის­თვის უკვე ბოლო სა­ა­თებს ით­ვლის. შე­სა­ბა­მი­სად, პიკს აღ­წევს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბაც, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში. ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დი კი კონ­კუ­რენ­ტის სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა­ზე "შუ­რის­ძი­ე­ბაა". "პლა­კა­ტე­ბის ომში", ძი­რი­თა­დად, კონ­კუ­რენ­ტის პლა­კა­ტე­ბის ჩა­მო­ხე­ვი­სა და ზედ გა­დაკ­ვრის პრაქ­ტი­კაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. პლა­კა­ტე­ბის ომი ძი­რი­თა­დად სამი კან­დი­და­ტის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის არის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ესე­ნი არი­ან: ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და და­ვით ბაქ­რა­ძე.

ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­სა და მის სოფ­ლებ­ში და­ვით ბაქ­რა­ძის პლა­კა­ტე­ბის ჩა­მო­ხე­ვა, გაკ­ვრი­დან მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყეს. მა­შინ ბაქ­რა­ძის ოზურ­გე­თის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­ხე­ილ გო­გო­ტიშ­ვი­ლი ამ ფაქ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბას შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მო­უ­წო­დებ­და. თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა. ამ დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვინ ჩა­მო­ხია და­ვით ბაქ­რა­ძის პლა­კა­ტე­ბი თე­ლავ­შიც.

ბაქ­რა­ძის პლა­კა­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ბოლო შემ­თხვე­ვა გუ­შინ და­ფიქ­სირ­და. ლან­ჩუთ­ში "აჯან­ყე­ბუ­ლი გუ­რუ­ლი­სა" და პო­ლი­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის ვიტ­რი­ნებ­ზე გაკ­რულ ბაქ­რა­ძის პლა­კა­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პლა­კა­ტე­ბი გა­და­აკ­რეს. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ დროს ად­გილ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კახა ას­კუ­რა­ვა მი­ვი­და, რა­საც "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვისტ გი­ორ­გი ზე­ნა­იშ­ვილ­თან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

ლან­ჩხუ­თე­ლი "მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის" მსგავ­სად მო­იქ­ცნენ 21 ოტომ­ბერს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გო­რე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც. მა­შინ, რო­დე­საც ლან­ჩხუთ­ში ბაქ­რა­ძი­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მომ­ხდა­რი იყო, გორ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა ამ­ჯე­რად ბურ­ჯა­ნა­ძის პლა­კა­ტე­ბი გა­და­აკ­რეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პლა­კა­ტებს.

თუმ­ცა ეს ფაქ­ტი "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ბა­ნე­რის და­ზი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. ბურ­ჯა­ნა­ძის პა­ლა­კა­ტებს იგი­ვე ბედი ეწია თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში.

თე­ლავ­ში ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პოს­ტე­რე­ბი გაკ­ვრი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩა­მო­ხი­ეს. ეს იყო ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტი, რო­მელ­საც რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვა. 21 ოქ­ტომ­ბერს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ბურ­ჯა­ნა­ძის ბა­ნე­რის და­ზი­ა­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლო­ვა­ნის პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა, სა­დაც მათ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლი.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლა და­ა­ზი­ა­ნეს ახალ­ცი­ხე­სა და ადი­გენ­შიც, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე და­უდ­გე­ნე­ლია და ბურ­ჯა­ნა­ძის ად­გი­ლობ­რივ შტა­ბებს მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბი აქვთ.

ოთხი დღეც და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს ავირ­ჩევთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, დარ­ჩე­ნილ დრო­შიც მო­ას­წრე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლებ­ზე თავ­დას­ხმებს. მაგ­რამ ეს ის პე­რი­ო­დი, როცა მხო­ლოდ პლა­კა­ტე­ბი ვე­ღარ იქო­ნი­ებს მო­სახ­ლე­ო­ბის არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნას. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვის უს­წრა­ფე­სად ვი­თარ­დე­ბა და არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მო­წო­დე­ბე­ბის, გან­ცხა­დე­ბე­ბის, წარ­წე­რე­ბის, ფურ­ცლე­ბის, ფოტო და სხვა მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რიმ­დე­ბა.

ბელა თა­ბუ­აშ­ვი­ლი, "ამ­ბე­ბი.ge"

"პლაკატების ომი" წინასაარჩევნო კამპანიაში

"პლაკატების ომი" წინასაარჩევნო კამპანიაში

წამზომი ჩართულია. . .

საპრეზიდენტო არჩევნებს რამდენიმე დღე გვაშორებს და ბრძოლაც გამარჯვებისთვის უკვე ბოლო საათებს ითვლის. შესაბამისად, პიკს აღწევს საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების აქტიურობაც, განსაკუთრებით რეგიონებში. ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი კონკურენტის სააგიტაციო მასალაზე "შურისძიებაა". "პლაკატების ომში", ძირითადად, კონკურენტის პლაკატების ჩამოხევისა და ზედ გადაკვრის პრაქტიკაა გავრცელებული. პლაკატების ომი ძირითადად სამი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის არის გაჩაღებული. ესენი არიან: ნინო ბურჯანაძე, გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე.

ოზურგეთის რაიონსა და მის სოფლებში დავით ბაქრაძის პლაკატების ჩამოხევა, გაკვრიდან მეორე დღესვე დაიწყეს. მაშინ ბაქრაძის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი, მიხეილ გოგოტიშვილი ამ ფაქტით დაინტერესებას შესაბამის უწყებებს მოუწოდებდა. თუმცა დამნაშავე დაუსჯელი დარჩა. ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ ჩამოხია დავით ბაქრაძის პლაკატები თელავშიც.

ბაქრაძის პლაკატების დაზიანების ბოლო შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ლანჩუთში "აჯანყებული გურულისა" და პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობის ვიტრინებზე გაკრულ ბაქრაძის პლაკატებს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, გიორგი მარგველაშვილის პლაკატები გადააკრეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამ დროს ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა მივიდა, რასაც "ოცნების" აქტივისტ გიორგი ზენაიშვილთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ლანჩხუთელი "მეოცნებეების" მსგავსად მოიქცნენ 21 ოტომბერს გიორგი მარგველაშვილის გორელი მხარდამჭერებიც. მაშინ, როდესაც ლანჩხუთში ბაქრაძისა და მარგველაშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის მომხდარი იყო, გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ამჯერად ბურჯანაძის პლაკატები გადააკრეს მარგველაშვილის პლაკატებს.

თუმცა ეს ფაქტი "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის ბანერის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ბურჯანაძის პალაკატებს იგივე ბედი ეწია თითქმის ყველა რეგიონში.

თელავში ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო პოსტერები გაკვრიდან რამდენიმე დღეში ჩამოხიეს. ეს იყო ერთადერთი ფაქტი, რომელსაც რეაგირება მოყვა. 21 ოქტომბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში ბურჯანაძის ბანერის დაზიანებაში ბრალდებული 6 არასრულწლოვანის პროცესი გაიმართა, სადაც მათ სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს ბრალი.

ნინო ბურჯანაძის სარეკლამო მასალა დააზიანეს ახალციხესა და ადიგენშიც, თუმცა დამნაშავე დაუდგენელია და ბურჯანაძის ადგილობრივ შტაბებს მხოლოდ ვერსიები აქვთ.

ოთხი დღეც და საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ავირჩევთ. სავარაუდოდ, დარჩენილ დროშიც მოასწრებენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები ერთმანეთის სარეკლამო მასალებზე თავდასხმებს. მაგრამ ეს ის პერიოდი, როცა მხოლოდ პლაკატები ვეღარ იქონიებს მოსახლეობის არჩევანზე გავლენას. თუმცა მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება და არაფერია გამორიცხული.

შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა  1 000 ლარის ოდენობით ჯარიმდება.

ბელა თაბუაშვილი, "ამბები.ge"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა