პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა მამაკაცმა დეკრეტული შვებულებით ისარგებლა
ქართველმა მამაკაცმა დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით მხო­ლოდ ერ­თმა მა­მა­კაც­მა ისარ­გებ­ლა. მა­მა­კა­ცის მიერ დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა 2012 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2013 წლის პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სირ­და.

სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს გენ­დერულ ჭრილ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შვე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც IDFI-ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ირ­კვე­ვა, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით ისარ­გებ­ლა, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მუ­შა­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­ბა­ტო­ნებს, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში 1134-მა ქალ­მა ისარ­გებ­ლა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით, ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე კი მხო­ლოდ 354-მა ქალ­მა.

ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რებ­სა და საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­ფიქ­სირ­და - 655 შემ­თხვე­ვა.

შრო­მის კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, და­საქ­მე­ბულს ეძ­ლე­ვა შვე­ბუ­ლე­ბა ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის გამო. IDFI-ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი წარ­მო­ად­გენს ბუნ­დო­ვან გან­მარ­ტე­ბას, თუ რამ­დე­ნად ვრცელ­დე­ბა ეს პუნ­ქტი და­საქ­მე­ბულ მა­მა­კა­ცებ­ზე.

"სა­სურ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექსში ჩა­ნა­წე­რი "ბავ­შვის მოვ­ლის გამო" გა­ტა­ნი­ლი იქ­ნას ცალ­კე­ულ პუნ­ქტად. სწო­რედ ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ინ­სტი­ტუ­ტის მიერ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნილ მო­თხოვ­ნა­ზე, ე. წ. დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ გენ­დერულ ჭრილ­ში, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­ანთ მო­წო­დე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ში არ აკონ­კრე­ტებ­დნენ რო­მე­ლი სქე­სის მიერ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა მათ­თვის თა­ვის მხრივ, ცალ­სა­ხად, ნიშ­ნავს მხო­ლოდ ქა­ლის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბად უფ­ლე­ბას", - ნათ­ქვა­მია IDFI-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ქართველმა მამაკაცმა დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

ქართველმა მამაკაცმა დეკრეტული შვებულებით ისარგებლა

საქართველოში დეკრეტული შვებულებით მხოლოდ ერთმა მამაკაცმა ისარგებლა. მამაკაცის მიერ დეკრეტული შვებულების გამოყენების ერთადერთი შემთხვევა 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში დაფიქსირდა.

სტატისტიკურ მონაცემებს გენდერულ ჭრილში დასაქმებულთა შვებულებასთან დაკავშირებით,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. როგორც IDFI-ისთვის მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, მამაკაცი, რომელმაც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ისარგებლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს.

რაც შეეხება ქალბატონებს, აღნიშნულ პერიოდში 1134-მა ქალმა ისარგებლა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, ანაზღაურების გარეშე კი მხოლოდ 354-მა ქალმა.

ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ყველაზე მეტი შემთხვევა საჯარო დაწესებულებებს შორის საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში დაფიქსირდა - 655 შემთხვევა.

შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის საჭიროების გამო. IDFI-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ბუნდოვან განმარტებას, თუ რამდენად ვრცელდება ეს პუნქტი დასაქმებულ მამაკაცებზე.

"სასურველია საქართველოს შრომის კოდექსში ჩანაწერი "ბავშვის მოვლის გამო" გატანილი იქნას ცალკეულ პუნქტად. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ინსტიტუტის მიერ საჯარო დაწესებულებებისთვის გაგზავნილ მოთხოვნაზე, ე. წ. დეკრეტული შვებულებების გამოყენების რაოდენობის შესახებ გენდერულ ჭრილში, საჯარო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, თავიანთ მოწოდებულ მონაცემებში არ აკონკრეტებდნენ რომელი სქესის მიერ იყო აღნიშნული გამოყენებული, ვინაიდან დეკრეტული შვებულება მათთვის თავის მხრივ, ცალსახად, ნიშნავს მხოლოდ ქალის მიერ გამოყენებად უფლებას", - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია