პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცემა-ტყეპა ავლაბრის რეზიდენციაში - როგორ "მოუტეხა" მილიარდი უგულავამ სააკაშვილს "ობშიაკიდან"
ცემა-ტყეპა ავლაბრის რეზიდენციაში - როგორ "მოუტეხა" მილიარდი უგულავამ სააკაშვილს "ობშიაკიდან"

"მიშა ისე შფო­თავს, ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბიც ერი­დე­ბი­ან. ამ ბოლო დროს ხან ვინ შე­მო­ე­ლან­ძღა და შე­მო­ე­ლა­ხა, ხან ვინ. მი­შას ბო­ლოს მსხვერ­პლი თბი­ლი­სი მერი გიგი უგუ­ლა­ვა აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ცუდ საქ­მეს ედა­ვე­ბო­და კვი­რა­დარ­ჩე­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ობ­ში­ა­კი­დან" ფუ­ლის "მო­ტეხ­ვას", თა­ნაც ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლის - ამის შე­სა­ხებ "ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ­მა წყა­რომ მი­ა­წო­და", - წერს გა­ზე­თი "ალია" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით დიდი ცემა-ტყე­პა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში / "სა­ღა­მოს მიშა მაგ­რად რომ გა­მომ­თვრა­ლა, ბარ­ნო­ვის­თვის უბ­რძა­ნე­ბია, სას­წრა­ფოდ გიგი უგუ­ლა­ვა გა­მო­ცხად­დეს ჩემ­თა­ნო... აი, მერე მოხ­და, რაც მოხ­და!"

"და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის საფ­რან­გეთ­ში და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გა წო­ნას­წო­რო­ბა. კე­ზე­რაშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მიერ ბი­უ­ჯე­ტი­დან და უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი­დან "მო­ტე­ხი­ლი" ფუ­ლის დიდ ნა­წილს - რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არდ დო­ლარს. მხო­ლოდ მან და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა იცი­ან, რო­მელ ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის ან ვის პი­რად ან­გა­რიშ­ზე ინა­ხე­ბო­და ეს უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი. კე­ზე­რაშ­ვილს ასე­ვე ება­რა ამ ფუ­ლით ნა­ყი­დი ოქ­როს ზო­დე­ბი, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ ბან­კში აქვთ გა­და­მა­ლუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლებს". და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­გორც ნაღ­დი მა­ფი­ო­ზე­ბის წე­სია, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ვიწ­რო, მმარ­თვე­ლი ჯგუ­ფის ქო­ნე­ბის განმკარ­გა­ვი იყო, მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი­საც. ამი­ტომ მის­მა და­ჭე­რამ არა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვილს დას­ცა ბნე­და - სხვე­ბიც ვერ მო­სუ­ლან ჯერ გონ­ზე. თუ კე­ზე­რაშ­ვი­ლი გა­ა­სა­მარ­თლეს და ცი­ხე­ში ჩას­ვეს, მას ცი­ხი­დან არა­ვინ და­ა­ნე­ბებს ოფ­შო­რუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის გან­კარ­გვას. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ იცის ამ ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა თუ კერ­ძო ან­გა­რი­შე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, იცის ამ ან­გა­რი­შებ­ზეა და­ლე­ქი­ლი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან მო­პა­რუ­ლი მი­ლი­არ­დე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მუ­შა­ობს და თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხელ­ში ჩა­იგ­დო, დიდი შან­სია, მან გათ­ქვას ამ ფუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით შეძ­ლოს მისი დაბ­რუ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ ეს ქო­ნე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან არის მო­პა­რუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბას არ გა­უ­ჭირ­დე­ბა - ამის უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და მრა­ვა­ლი მოწ­მე არ­სე­ბობს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ "ნაც­ლი­დე­რებ­სა" და მათ მა­მამ­თა­ვარ სა­ა­კაშ­ვილს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­ნან­სუ­რი არ­ხე­ბი გა­და­ე­კე­ტე­ბათ. 16 სექ­ტემ­ბე­რი - კე­ზე­რაშ­ვი­ლის საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბის დღე მი­შას გლო­ვის დღედ ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. დი­ლით მი­შას­თან "ნა­ცე­ბის" ბე­ლა­დე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, ივიშ­ვი­შეს და და­ი­შალ­ნენ. შუ­ა­დღის შემ­დეგ კი სა­ა­კაშ­ვილს ისე­დაც მოჟა­მუ­ლი ხა­სი­ა­თი წახ­დე­ნია, გიგა ბო­კე­რი­ა­სა და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის გარ­და ახ­ლოს არა­ვინ მი­უ­კა­რე­ბია, თურ­მე მთე­ლი დღე იჯდა და ვის­კის წრუ­პავ­და. სა­ღა­მოს, მაგ­რად რომ გა­მომ­თვრა­ლა, ბარ­ნო­ვის­თვის უბ­რძა­ნე­ბია - სას­წრა­ფოდ გიგი უგუ­ლა­ვა გა­მო­ცხად­დეს ჩემ­თა­ნო, უგუ­ლა­ვაც მყის­ვე მი­სუ­ლა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. დი­ლით შეკ­რე­ბა­ზე კი იყო უგუ­ლა­ვა, მაგ­რამ მიშა მა­შინ ცალ­კე არ და­ლა­პა­რა­კე­ბია. გი­გის თურ­მე დი­დად არ გა­ხა­რე­ბია მა­ღალ­თან ხე­ლახ­ლა ხლე­ბა: ვინ, ვინ და უგუ­ლა­ვამ კარ­გად იცის მთვრა­ლი მი­შას შა­რი­ა­ნი ხა­სი­ა­თი..." - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

"სა­ნამ კე­ზე­რაშ­ვილს და­ი­ჭერ­დნენ, მას სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბე­ბია, რომ "ნა­ცე­ბის" ერთ-ერთი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­ში­დან ერთი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო გამ­ქრა­ლი. ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია Oblinoton invest corp -ი გიგი უგუ­ლა­ვას ქვის­ლის, გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ამ კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­შებ­ზე ინა­ხე­ბო­და თბი­ლი­სის მე­რი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან "მო­ტე­ხი­ლი" თან­ხე­ბი, ეს პრო­ცე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და - მე­რი­ის ტენ­დერე­ბი­დან, აუქ­ცი­ო­ნე­ბი­დან, მე­რი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­გან შე­მო­სუ­ლი უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ პა­ნა­მა­ში, ამ კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­შებ­ზე იყ­რი­და თავს და რე­ა­ლუ­რად ამ კომ­პა­ნი­ას გიგი უგუ­ლა­ვა გან­კარ­გავ­და. კე­ზე­რაშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ამ კომ­პა­ნი­ი­დან 1 მლრდ დო­ლა­რი ასე­ვე ოფ­შო­რებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ოცამ­დე ფირ­მის სა­ხელ­ზე იყო გა­და­რი­ცხუ­ლი. რო­გორ შე­ი­ტყო ეს კე­ზე­რაშ­ვილ­მა, უც­ნო­ბია, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ ამ­ბავ­ზე რომ გა­და­რე­უ­ლა, ეს ნაღ­დია. სა­ა­კაშ­ვი­ლი და კე­ზე­რაშ­ვი­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლან, რომ ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვას ჯერ არა­ფერს ეტყოდ­ნენ და ერ­თად და­ე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. რად­გან კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­დი­ო­და, მი­შას უთ­ქვამს, მე ჩა­მო­ვალ ევ­რო­პა­ში, გი­გი­საც ჩა­მო­ვათ­რევ და ერ­თად გა­ვარ­კვი­ოთ ამ მი­ლი­არ­დის გზა-კვა­ლიო. კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­ი­ჭი­რეს და მი­შა­მაც გა­და­წყვი­ტა, მო­ე­კი­თხა გი­გის­თვის მო­სა­კი­თხი", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"პრე­ზი­დენ­ტის კა­ბი­ნეტ­ში ლა­პა­რა­კი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. მი­შას უკი­თხავს, - სად გაქ­რა პა­ნა­მი­დან 1 მი­ლი­არ­დი, რა­ტომ გა­და­რი­ცხე ეგ ფუ­ლის სხვა­დას­ხვა ფირ­მე­ბის ან­გა­რიშ­ზეო? გი­გის ენა ჩა­ვარ­დნია, არ ეგო­ნა, ასე მოკ­ლე დრო­ში ანდა სა­ერ­თოდ მის გა­რე­შე ამ ამ­ბავს თუ გა­ი­გებ­და. რა­ღაც კი წა­უ­ლუღ­ლუ­ღე­ბია, მაგ­რამ მი­შას მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი გი­ნე­ბა მო­უ­ყო­ლე­ბია - 1 სა­ათ­ში მე რო­მელ კომ­პა­ნი­ა­საც გე­ტყვი, იმ კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე იყოს ის მი­ლი­არ­დი გა­და­რი­ცხუ­ლიო. გი­გის უთ­ქვამს, ეგ ფული სხვა­დას­ხვა ფირ­მე­ბის ან­გა­რიშ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დავ­რი­ცხე, ასე უფრო სა­ი­მე­დოდ იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლიო - არ უარ­ყო, რომ მისი მი­თი­თე­ბით გა­და­ი­რი­ცხა სხვა­დას­ხვა ბან­კებ­ში. სა­ა­კაშ­ვილს არ მოს­წო­ნე­ბია უგუ­ლა­ვას პა­სუ­ხი - შენ ფუ­ლის მო­ტეხ­ვა გინ­დო­და, საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა გამ­დის, ყვე­ლა ნელ-ნელა მეც­ლე­ბით და ვირ­თხე­ბი­ვით გარ­ბი­ხართ. მა­თხო­ვა­რი იყა­ვი, კა­ცად მე გაქ­ციე და ახლა ფულ­საც "მი­ტე­ხავ", ჩემი ფუ­ლით აპი­რებ ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მო­პო­ვე­ბას და საქ­მის კურ­სშიც არ მა­ყე­ნე­ბო. უგუ­ლა­ვა ამა­ზე გამ­წა­რე­ბუ­ლა, ვინ არის შენი მა­თხო­ვა­რი, რაც შე­მეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი გა­გი­კე­თე, შენ გამო შე­იძ­ლე­ბა ცი­ხე­ში ჩამ­სვან და კი­დევ უმა­დუ­რი ხარო", - გა­ნაგ­რძობს სტა­ტი­ი­ის ავ­ტო­რი.

"ამ დროს გი­გის ხმის­თვის საგ­რძნობ­ლად აუ­წე­ვია. ამის მერე მიშა და­საბ­მე­ლი გამ­ხდა­რა, გი­გის­თვის მკვდა­რი და ცო­ცხა­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია, იმ­დე­ნი უგი­ნე­ბია, წა­მომხტა­რა და ერთი მა­გა­რი მუშ­ტი ჩა­ურ­ტყამს სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი უგუ­ლა­ვას­თვის, მერე ვის­კის ბოთ­ლიც უს­ვრია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბია. გიგა ბო­კე­რია და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე აკა­ვებ­დნენ მი­შას, მაგ­რამ თავს ძა­ლას არ ატან­დნენ - ახლა ჩვენ არ შე­მოგ­ვიბ­რუნ­დეს და არ გვა­გი­ნო­სო. ბო­კე­რი­ას ბარ­ნო­ვის­თვის და­უ­რე­კავს, სას­წრა­ფოდ მოდი, ეგებ მო­ი­ფიქ­რო რამე და გა­ვა­ჩე­როთ რო­გორ­მეო. ბარ­ნო­ვი რომ შე­სუ­ლა კა­ბი­ნეტ­ში, მი­შას მის­თვი­საც შე­უ­კურ­თხე­ბია - შენ ვის­ღა დაჰ­კარ­გვი­ხარ, მარ­თლა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ხომ არ გგო­ნია შენი თა­ვიო, და­ახ­ვიე აქე­და­ნო, მაგ­რამ ან­დროს მა­ინც უყო­ჩა­ღია და პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის წევ­რე­ბის­თვის და­უ­ძა­ხია. ამ ხალ­ხს მიშა თა­ვის პო­ლი­ტი­კოს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე მე­ტად აფა­სებს, მათი ხათ­რიც აქვს და კი­დეც და­მორ­ჩი­ლე­ბია, უგუ­ლა­ვა­ზე აღარ გა­უ­წე­ვია. მოკ­ლედ, და­ვი­და­რა­ბა იმით დას­რულ­და, რომ მი­შამ გი­გის მოკ­ლე დროს მის­ცა მი­ლი­არ­დის უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად - ფულს თუ არ და­აბ­რუ­ნებ, გა­გა­ნად­გუ­რე­ბო", - დას­ძენს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ცემა-ტყეპა ავლაბრის რეზიდენციაში - როგორ "მოუტეხა" მილიარდი უგულავამ სააკაშვილს "ობშიაკიდან"

ცემა-ტყეპა ავლაბრის რეზიდენციაში - როგორ "მოუტეხა" მილიარდი უგულავამ სააკაშვილს "ობშიაკიდან"

"მიშა ისე შფოთავს, ძალიან ახლობლებიც ერიდებიან. ამ ბოლო დროს ხან ვინ შემოელანძღა და შემოელახა, ხან ვინ. მიშას ბოლოს მსხვერპლი თბილისი მერი გიგი უგულავა აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან ცუდ საქმეს ედავებოდა კვირადარჩენილი პრეზიდენტი - "ნაციონალური ობშიაკიდან" ფულის "მოტეხვას", თანაც ძალიან დიდი ფულის - ამის შესახებ "ალიას" ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით დიდი ცემა-ტყეპა ავლაბრის რეზიდენციაში / "საღამოს მიშა მაგრად რომ გამომთვრალა, ბარნოვისთვის უბრძანებია, სასწრაფოდ გიგი უგულავა გამოცხადდეს ჩემთანო... აი, მერე მოხდა, რაც მოხდა!"

"დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა. კეზერაშვილი აკონტროლებდა "ნაცმოძრაობის" მიერ ბიუჯეტიდან და უცხოური დახმარებებიდან "მოტეხილი" ფულის დიდ ნაწილს - რამდენიმე მილიარდ დოლარს. მხოლოდ მან და ზურაბ ადეიშვილმა იციან, რომელ ოფშორულ ზონაში, რომელი კომპანიის ან ვის პირად ანგარიშზე ინახებოდა ეს უზარმაზარი თანხები. კეზერაშვილს ასევე ებარა ამ ფულით ნაყიდი ოქროს ზოდები, რომელიც შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში აქვთ გადამალული "ნაციონალებს". დავით კეზერაშვილი, როგორც ნაღდი მაფიოზების წესია, "ნაცმოძრაობის" ვიწრო, მმართველი ჯგუფის ქონების განმკარგავი იყო, მათ შორის სააკაშვილის ქონების დიდი ნაწილისაც. ამიტომ მისმა დაჭერამ არა მხოლოდ სააკაშვილს დასცა ბნედა - სხვებიც ვერ მოსულან ჯერ გონზე. თუ კეზერაშვილი გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს, მას ციხიდან არავინ დაანებებს ოფშორული ანგარიშების განკარგვას. საქართველოს პროკურატურამ იცის ამ ოფშორული კომპანიებისა თუ კერძო ანგარიშების არსებობის შესახებ, იცის ამ ანგარიშებზეა დალექილი ქვეყნის ბიუჯეტიდან მოპარული მილიარდები, გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს და თუ საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილი ხელში ჩაიგდო, დიდი შანსია, მან გათქვას ამ ფულის ადგილსამყოფელი და ხელისუფლებამ სამართლებრივი გზით შეძლოს მისი დაბრუნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"იმის დადასტურება, რომ ეს ქონება ბიუჯეტიდან არის მოპარული, გამოძიებას არ გაუჭირდება - ამის უამრავი დოკუმენტური მტკიცებულება და მრავალი მოწმე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ნაცლიდერებსა" და მათ მამამთავარ სააკაშვილს უმნიშვნელოვანესი ფინანსური არხები გადაეკეტებათ. 16 სექტემბერი - კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების დღე მიშას გლოვის დღედ ჰქონდა გამოცხადებული. დილით მიშასთან "ნაცების" ბელადები შეიკრიბნენ, ივიშვიშეს და დაიშალნენ. შუადღის შემდეგ კი სააკაშვილს ისედაც მოჟამული ხასიათი წახდენია, გიგა ბოკერიასა და გიორგი ბარამიძის გარდა ახლოს არავინ მიუკარებია, თურმე მთელი დღე იჯდა და ვისკის წრუპავდა. საღამოს, მაგრად რომ გამომთვრალა, ბარნოვისთვის უბრძანებია - სასწრაფოდ გიგი უგულავა გამოცხადდეს ჩემთანო, უგულავაც მყისვე მისულა ავლაბრის რეზიდენციაში. დილით შეკრებაზე კი იყო უგულავა, მაგრამ მიშა მაშინ ცალკე არ დალაპარაკებია. გიგის თურმე დიდად არ გახარებია მაღალთან ხელახლა ხლება: ვინ, ვინ და უგულავამ კარგად იცის მთვრალი მიშას შარიანი ხასიათი..." - დასძენს გამოცემა.

"სანამ კეზერაშვილს დაიჭერდნენ, მას სააკაშვილისთვის უცნობებია, რომ "ნაცების" ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშიდან ერთი მილიარდი დოლარი იყო გამქრალი. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია Oblinoton invest corp -ი გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ანგარიშებზე ინახებოდა თბილისის მერიის ბიუჯეტიდან "მოტეხილი" თანხები, ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა - მერიის ტენდერებიდან, აუქციონებიდან, მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირებისგან შემოსული უზარმაზარი თანხები, საბოლოოდ პანამაში, ამ კომპანიის ანგარიშებზე იყრიდა თავს და რეალურად ამ კომპანიას გიგი უგულავა განკარგავდა. კეზერაშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ კომპანიიდან 1 მლრდ დოლარი ასევე ოფშორებზე დარეგისტრირებული ოცამდე ფირმის სახელზე იყო გადარიცხული. როგორ შეიტყო ეს კეზერაშვილმა, უცნობია, მაგრამ სააკაშვილი ამ ამბავზე რომ გადარეულა, ეს ნაღდია. სააკაშვილი და კეზერაშვილი შეთანხმებულან, რომ ამის შესახებ გიგი უგულავას ჯერ არაფერს ეტყოდნენ და ერთად დაელაპარაკებოდნენ. რადგან კეზერაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, მიშას უთქვამს, მე ჩამოვალ ევროპაში, გიგისაც ჩამოვათრევ და ერთად გავარკვიოთ ამ მილიარდის გზა-კვალიო. კეზერაშვილი დაიჭირეს და მიშამაც გადაწყვიტა, მოეკითხა გიგისთვის მოსაკითხი", - წერს სტატიის ავტორი.

"პრეზიდენტის კაბინეტში ლაპარაკი დიდხანს არ გაგრძელებულა. მიშას უკითხავს, - სად გაქრა პანამიდან 1 მილიარდი, რატომ გადარიცხე ეგ ფულის სხვადასხვა ფირმების ანგარიშზეო? გიგის ენა ჩავარდნია, არ ეგონა, ასე მოკლე დროში ანდა საერთოდ მის გარეშე ამ ამბავს თუ გაიგებდა. რაღაც კი წაულუღლუღებია, მაგრამ მიშას მრავალსართულიანი გინება მოუყოლებია - 1 საათში მე რომელ კომპანიასაც გეტყვი, იმ კომპანიის ანგარიშზე იყოს ის მილიარდი გადარიცხულიო. გიგის უთქვამს, ეგ ფული სხვადასხვა ფირმების ანგარიშზე სპეციალურად გადავრიცხე, ასე უფრო საიმედოდ იქნებოდა დაცულიო - არ უარყო, რომ მისი მითითებით გადაირიცხა სხვადასხვა ბანკებში. სააკაშვილს არ მოსწონებია უგულავას პასუხი - შენ ფულის მოტეხვა გინდოდა, საპრეზიდენტო ვადა გამდის, ყველა ნელ-ნელა მეცლებით და ვირთხებივით გარბიხართ. მათხოვარი იყავი, კაცად მე გაქციე და ახლა ფულსაც "მიტეხავ", ჩემი ფულით აპირებ ხელშეუხებლობის გარანტიების მოპოვებას და საქმის კურსშიც არ მაყენებო. უგულავა ამაზე გამწარებულა, ვინ არის შენი მათხოვარი, რაც შემეძლო, ყველაფერი გაგიკეთე, შენ გამო შეიძლება ციხეში ჩამსვან და კიდევ უმადური ხარო", - განაგრძობს სტატიიის ავტორი.

"ამ დროს გიგის ხმისთვის საგრძნობლად აუწევია. ამის მერე მიშა დასაბმელი გამხდარა, გიგისთვის მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვებია, იმდენი უგინებია, წამომხტარა და ერთი მაგარი მუშტი ჩაურტყამს სავარძელში მოკალათებული უგულავასთვის, მერე ვისკის ბოთლიც უსვრია, მაგრამ აუცილებია. გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე აკავებდნენ მიშას, მაგრამ თავს ძალას არ ატანდნენ - ახლა ჩვენ არ შემოგვიბრუნდეს და არ გვაგინოსო. ბოკერიას ბარნოვისთვის დაურეკავს, სასწრაფოდ მოდი, ეგებ მოიფიქრო რამე და გავაჩეროთ როგორმეო. ბარნოვი რომ შესულა კაბინეტში, მიშას მისთვისაც შეუკურთხებია - შენ ვისღა დაჰკარგვიხარ, მართლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხომ არ გგონია შენი თავიო, დაახვიე აქედანო, მაგრამ ანდროს მაინც უყოჩაღია და პრეზიდენტის დაცვის წევრებისთვის დაუძახია. ამ ხალხს მიშა თავის პოლიტიკოს თანაგუნდელებზე მეტად აფასებს, მათი ხათრიც აქვს და კიდეც დამორჩილებია, უგულავაზე აღარ გაუწევია. მოკლედ, დავიდარაბა იმით დასრულდა, რომ მიშამ გიგის მოკლე დროს მისცა მილიარდის უკან დასაბრუნებლად - ფულს თუ არ დააბრუნებ, გაგანადგურებო", - დასძენს სტატიის ავტორი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა