როცა უფროსი დები - კიმი, კორტნი და ხლოე კარდაშიანები ცელულიტს სპორტდარბაზში ებრძვიან, მათი ნახევარდის, 17 წლის კენდალ ჯენერისთვის რამდენიმე სამოდელო სააგენტოს ომი აქვთ გაჩაღებული.
ამჯერად 17 წლის ლამაზმანი ბრენდ Agua Bendita-ს საცურაო კოსტუმების 2014 წლის კოლექციას უკეთებს რეკლამას. კენდალის სხეულის პარამეტრები სამოდელო ბიზნესისთვის იდეალურია, ამასთან, მისი სიმაღლე 178 სანტიმეტრია. გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ოცნებობს Victoria’s Secret-ში მიიწვიონ.
კენდალსა და კარდაშიანებს დედმამიშვილობა დედის მხრიდან აკავშირებთ. ის დებ კარდაშიანების დედის, კრისისა და ბიზნესმენ ბრუს ჯენერის უფროსი ქალიშვილია.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.