სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახალი მეთოდით იწყებს
სახელმწიფო ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახალი მეთოდით იწყებს

სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ახალ სა­განს შე­ის­წავ­ლი­ან, სა­დაც ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის კა­ნო­ნი­ე­რად მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებს გა­ეც­ნო­ბი­ან. პრო­ექ­ტი სკო­ლე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას მო­ი­ცავს, მათ შო­რის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­საც.

სას­წავ­ლო კურსს, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რებს, მეშ­ვი­დე კლას­ში - სა­მარ­თლებ­რი­ვი კულ­ტუ­რის სა­წყი­სე­ბი და მე­ცხრე­ში - სა­მარ­თლებ­რი­ვი კულ­ტუ­რა ჰქვია.

მოს­წავ­ლე­ე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის სამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს, რე­კე­ტის, ანუ შე­მო­სავ­ლის სის­ტე­მა­ტუ­რად მი­ღე­ბის მიზ­ნით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის და კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­ის­წავ­ლი­ან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათი ზე­გავ­ლე­ნის­გან რომ გან­თა­ვი­სუფ­ლდეს, მთავ­რო­ბა მთა­ვარ მე­ქა­ნიზ­მად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას ასა­ხე­ლებს. მათი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, თუ რო­გორ და­იც­ვას თავი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის­გან, უნდა გა­აჩ­ნდეს ინ­ფორ­მა­ცია პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის, მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ.

"ამ პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბით პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად არ გა­და­წყდე­ბა, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის აღ­მო­ფხვრი­სა­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, კარ­გია. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის სა­ბო­ლო­ოდ და­სა­მარ­ცხებ­ლად კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

"არის ლო­გი­კუ­რი შე­კი­თხვა – ვინ გა­ა­კე­თებს ამას. ნუ­რა­ვის ეგო­ნე­ბა, რომ ეს მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა. არ­სე­ბობს 2 200-ზე მეტი სკო­ლა, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად ბევ­რი პე­და­გო­გი უნდა გა­დამ­ზად­დეს და შე­იქ­მნას შე­სა­ბა­მი­სი კუ­რი­კუ­ლუ­მი, რა­საც დრო დას­ჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა აშშ-ს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით 2008 წლი­დან ის­წავ­ლე­ბო­და და კურ­სის ეფექ­ტუ­რო­ბის გამო ყვე­ლა სკო­ლა­ში და­ნერგვა გა­და­წყდა.

"სა­მარ­თლებ­რი­ვი კულ­ტუ­რის" საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ულ გაკ­ვე­თი­ლებს მო­ი­ცავს, სა­დაც ის რე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მელ­თაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არას­რულ­წლოვ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აწყდე­ბოდ­ნენ. კურ­სი ასე­ვე მო­ი­ცავს ექ­სკურ­სი­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცველ სტრუქ­ტუ­რებ­ში, რათა მო­ზარ­დებს წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დეთ, რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნის კუ­თხით.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, მე-7 - მე-9 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი - მოს­წავ­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და მას­წავ­ლებ­ლის მე­თო­დუ­რი წიგ­ნი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ლია გი­გა­ურ­მა.

რო­გორც 24-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გია მურ­ღუ­ლია ამ­ბობს, აღ­ზრდის სის­ტე­მა იმ­დე­ნად კომ­პლექ­სუ­რი უნდა იყოს, რომ სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში და­მა­ტე­ბი­თი საგ­ნე­ბის შე­მო­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას თა­ვის­თა­ვად გა­მო­რი­ცხავ­დეს.

"თუ ადა­მი­ა­ნი გყავს წე­სი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე გაზ­რდი­ლი, მა­შინ და­მა­ტე­ბით არ მო­გი­წევს ახ­სნა, რა არის ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და რო­გორ უნდა და­იც­ვა თავი ამ­გვა­რი მენ­ტა­ლო­ბის გავ­ლე­ნი­სა­გან.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მოს­წავ­ლე­ებ­თან რო­გორ მი­ი­ტან ამას, თუ რო­მან­ტი­კულ კონ­ტექ­სტში მოხ­დე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს გაც­ნო­ბა, ცხა­დია, მოს­წავ­ლეს მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­უღ­ვივ­დე­ბა. ამ პროგ­რა­მის და­ნერგვა და მისი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რო­გორც პე­და­გოგ­ზე, ასე­ვე კონ­კრე­ტულ მოს­წავ­ლე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მურ­ღუ­ლი­ამ.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სახელმწიფო ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახალი მეთოდით იწყებს

სახელმწიფო ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახალი მეთოდით იწყებს

სკოლაში მოსწავლეები ახალ საგანს შეისწავლიან, სადაც ქურდული სამყაროს უარყოფით მხარეებს, საკუთარი უფლებებისა და პრობლემების კანონიერად მოგვარების საკითხებს გაეცნობიან. პროექტი სკოლების უმეტეს ნაწილში უკვე ხორციელდება და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მოიცავს, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებსაც.

სასწავლო კურსს, რომელსაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სამართალდამცველთან ერთად ჩაატარებს, მეშვიდე კლასში - სამართლებრივი კულტურის საწყისები და მეცხრეში - სამართლებრივი კულტურა ჰქვია.

მოსწავლეები ორგანიზებული დანაშაულის სამ მიმართულებას, ე.წ. ქურდული სამყაროს, რეკეტის, ანუ შემოსავლის სისტემატურად მიღების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეისწავლიან.

საზოგადოება მათი ზეგავლენისგან რომ განთავისუფლდეს, მთავრობა მთავარ მექანიზმად ინფორმირებულობას ასახელებს. მათი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ როგორ დაიცვას თავი კიბერდანაშაულისგან, უნდა გააჩნდეს ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების, მათი იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების შესახებ.

"ამ პროგრამის ამოქმედებით პრობლემა რეალურად არ გადაწყდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრისაკენაა მიმართული, კარგია. ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში ქურდული მენტალიტეტის საბოლოოდ დასამარცხებლად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

"არის ლოგიკური შეკითხვა – ვინ გააკეთებს ამას. ნურავის ეგონება, რომ ეს მარტივი იქნება. არსებობს 2 200-ზე მეტი სკოლა, ამიტომ აუცილებლად ბევრი პედაგოგი უნდა გადამზადდეს და შეიქმნას შესაბამისი კურიკულუმი, რასაც დრო დასჭირდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის თქმით, აღნიშნული სამართლებრივი განათლების პროგრამა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით 2008 წლიდან ისწავლებოდა და კურსის ეფექტურობის გამო ყველა სკოლაში დანერგვა გადაწყდა.

"სამართლებრივი კულტურის" საგნების სწავლება ინტერაქტიულ გაკვეთილებს მოიცავს, სადაც ის რეალური მაგალითები განიხილება, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველები არასრულწლოვნებთან მიმართებაში აწყდებოდნენ. კურსი ასევე მოიცავს ექსკურსიებს სამართალდამცველ სტრუქტურებში, რათა მოზარდებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რა საქმიანობას ეწევიან დანაშაულის გამოვლენის კუთხით.

"რაც შეეხება სახელმძღვანელოს, მე-7 - მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსები - მოსწავლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის მეთოდური წიგნი უკვე ხელმისაწვდომია.

ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის", - აღნიშნა ლია გიგაურმა.

როგორც 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია ამბობს, აღზრდის სისტემა იმდენად კომპლექსური უნდა იყოს, რომ სასკოლო პროგრამაში დამატებითი საგნების შემოტანის აუცილებლობას თავისთავად გამორიცხავდეს.

"თუ ადამიანი გყავს წესიერ ღირებულებებზე გაზრდილი, მაშინ დამატებით არ მოგიწევს ახსნა, რა არის ქურდული მენტალიტეტი და როგორ უნდა დაიცვა თავი ამგვარი მენტალობის გავლენისაგან.

ასევე მნიშვნელობა აქვს, მოსწავლეებთან როგორ მიიტან ამას, თუ რომანტიკულ კონტექსტში მოხდება ქურდული სამყაროს გაცნობა, ცხადია, მოსწავლეს მის მიმართ ინტერესი გაუღვივდება. ამ პროგრამის დანერგვა და მისი წარმატებით განხორციელება როგორც პედაგოგზე, ასევე კონკრეტულ მოსწავლეებზეა დამოკიდებული", - განაცხადა მურღულიამ.

სალომე აბულაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ