სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ონ­ლა­ინ პე­ტი­ცი­ას ამ დრო­ის­თვის 5 ათას­ზე მეტი ხელ­მომ­წე­რი ჰყავს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი­სად­მი გა­საგ­ზავნ მი­მარ­თვას ხელს 5078 მო­ქა­ლა­ქე აწერს. პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რე­ბი გრძელ­დე­ბა.

პე­ტი­ცია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა" და "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბით შე­მუ­შავ­და, გუ­შინ კი მას­ზე ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აზ­რით, რომ­ლე­ბიც პე­ტი­ცი­ას უერ­თდე­ბი­ან, და­უშ­ვე­ბე­ლია სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­შინ, "რო­დე­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვევს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს შე­თან­ხმე­ბას და ახ­დენს სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის გად­მო­წე­ვას".

"ვთვლით, რომ ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სო­ჭის 2014 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში. უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დე-ფაქ­ტო სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­კუ­თარ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნაკ­ვე­თებ­ზე წვდო­მი­სა და სას­მელ-სარ­წყა­ვი წყლის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდა... მიგ­ვაჩ­ნია, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თვის პრო­ტეს­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯი და პა­სუ­ხი რუ­სე­თის მიერ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა­ზე. მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­ხა­ტოს პრო­ტეს­ტი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­ზი­ა­ნოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სო­ჭის 2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სად­მი გზავ­ნი­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის მო­თხოვ­ნით სხვა­დას­ხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა – მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბიც და­ი­გეგ­მოს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ გან­ცხა­დე­ბა "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გა­ა­კე­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოლიმპიური კომიტეტისადმი გასაგზავნ მიმართვას ხელს 5078 მოქალაქე აწერს. პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.

პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით შემუშავდა, გუშინ კი მასზე ონლაინ რეჟიმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

საქართველოს მოქალაქეების აზრით, რომლებიც პეტიციას უერთდებიან, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, "როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას".

"ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა... მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს პროტესტი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას", - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით სხვადასხვა სახის ღონისძიება – მათ შორის მშვიდობიანი აქციებიც დაიგეგმოს. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ განცხადება "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია