მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა - რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა?
ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა - რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა?
  • ფო­ტო­ზე: გი­ორ­გი ახა­ლა­ია

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 21 წლის გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, ლუკა შენ­გე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

  • პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 16 მარტს, ლუკა შენ­გე­ლი­ამ ჩა­ი­დი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რაც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ იმ­სა­ხუ­რებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას, ასე­ვე. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, მი­მალ­ვის ან შემ­დეგ­ში კვლავ ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ა­სა და ლუკა შენ­გე­ლი­ას შო­რის თავ­და­პირ­ვე­ლად მოხ­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც შემ­დგომ­ში გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მისი თქმით, ამ დროს შენ­გე­ლი­ამ ამო­ი­ღო დანა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას მუც­ლის არე­ში ჩა­არ­ტყა, შე­დე­გად ახა­ლა­ია კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით და­ზი­ან­და ღვიძ­ლი, რის შე­დე­გა­დაც გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა დად­გა. პრო­კუ­რო­რის თქმით, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა.

“თვითმხილ­ვე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, თუ რო­გორ და­არ­ტყა ლუკა შენ­გე­ლი­ამ გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას დანა… ბრალ­დე­ბულ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა უკი­დუ­რე­სად და­უნ­დო­ბე­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, რო­დე­საც ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მუც­ლის არე­ში გარ­დაც­ვლილს. ეს მი­ა­ნიშ­ნებს შემ­დეგს - სა­შიშ­რო­ე­ბაა იმი­სა, რომ გაგ­რძელ­დე­ბა მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამის აღ­საკ­ვე­თად კი სა­ჭი­როა მისი უპი­რო­ბო იზო­ლა­ცია- პა­ტიმ­რო­ბა” , - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, რო­გორც ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და ინა­ნი­ებს. მისი თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რე ვერ ასა­ბუ­თებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ხელს შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას ან მი­ი­მა­ლე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, არ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლოს 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბით მი­მარ­თა.

“ის თა­ვად გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში, და­უ­კავ­შირ­და ის­ნის პო­ლუ­ცი­ის უფ­როსს და თა­ვად ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას. ის აღი­ა­რებს და ინა­ნი­ებს და­ნა­შა­ულს. ამ­ბობს, რომ კონ­ფლიქ­ტი მას არ და­უ­წყია. ის ზრდის თა­ვის ორ მცი­რე­წლო­ვან ძმას, შე­სა­ბა­მი­სად და­დე­ბი­თად ხა­სი­ათ­დე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი. ემ­ზა­დე­ბო­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ში ამო­ყო თავი”, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ლუკა შენ­გე­ლი­ამ.

“ინ­ცი­დენ­ტი რაც მოხ­და, მე იქი­დან გა­ვი­ქე­ცი იმ მიზ­ნით, რომ დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ შე­ში­ნე­ბუ­ლი და აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი… მე გაქ­ცე­ვა არ მინ­დო­და, არც და­მალ­ვა არ მინ­დო­და. ვა­ღი­ა­რებ ყვე­ლა­ფერს”, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ლუკა შენ­გე­ლი­ამ სხდო­მა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში 15 მარტს მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 21 წლის ბიჭი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ახა­ლა­ია დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ბრალ­დე­ბულ ლუკა შენ­გე­ლი­ას 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა - რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა?

ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა - რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა?
  • ფოტოზე: გიორგი ახალაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე.

  • პროცესზე ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა აღნიშნა, 16 მარტს, ლუკა შენგელიამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც უალტერნატივოდ იმსახურებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ასევე. არსებობს ვარაუდი მტკიცებულების განადგურების, მიმალვის ან შემდეგში კვლავ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. პროკურორის განმარტებით, გიორგი ახალაიასა და ლუკა შენგელიას შორის თავდაპირველად მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მისი თქმით, ამ დროს შენგელიამ ამოიღო დანა, რომელიც გიორგი ახალაიას მუცლის არეში ჩაარტყა, შედეგად ახალაია კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პროკურორის განმარტებით, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მიყენებული ჭრილობით დაზიანდა ღვიძლი, რის შედეგადაც გიორგი ახალაიას გარდაცვალება დადგა. პროკურორის თქმით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

“თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ დაარტყა ლუკა შენგელიამ გიორგი ახალაიას დანა… ბრალდებულმა გამოავლინა უკიდურესად დაუნდობელი, აგრესიული ხასიათი, როდესაც ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გარდაცვლილს. ეს მიანიშნებს შემდეგს - საშიშროებაა იმისა, რომ გაგრძელდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამის აღსაკვეთად კი საჭიროა მისი უპირობო იზოლაცია- პატიმრობა” , - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

  • რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. მისი თქმით, ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რომ ბრალდებული პირი ხელს შეუშლის გამოძიებას ან მიიმალება. ადვოკატის თქმით, არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე, ამიტომ სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებით მიმართა.

“ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაუკავშირდა ისნის პოლუციის უფროსს და თავად ჩაბარდა პოლიციას. ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამბობს, რომ კონფლიქტი მას არ დაუწყია. ის ზრდის თავის ორ მცირეწლოვან ძმას, შესაბამისად დადებითად ხასიათდება ეს ადამიანი. ემზადებოდა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ამაში ამოყო თავი”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ.

“ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან გავიქეცი იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი… მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარებ ყველაფერს”, - განაცხადა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე.

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 15 მარტს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებულ ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.