პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნანობს შოთა ნიშნიანიძის მეუღლე
რას ნანობს შოთა ნიშნიანიძის მეუღლე

ალ­ბათ შე­უ­და­რე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც შენ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ლექსს გი­ძღვნის და თი­თო­ე­ულ მის სტრი­ქონ­ში სა­კუ­თარ თავს ეძებ. ასე­თი ბედი ხვდათ წი­ლად პო­ეტ­თა მუ­ზებს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათ მე­უღ­ლე­ებს...

თა­მარ ჩი­ჯა­ვა­ძე შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მე­უღ­ლეა, რო­მე­ლიც ქმრის გვერ­დით 43 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. სწო­რედ მან გა­მოგ­ვა­ტა­რა პო­ე­ტი­სა და თა­ვი­სი, ასე­ვე ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის გზა...

ორი დედა

შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე თბი­ლის­ში, პლე­ხა­ნოვ­ზე, "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან ახ­ლოს და­ი­ბა­და და იქვე იზ­რდე­ბო­და. მამა - სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ხოლო დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო. 5 წლი­სას მამა გარ­და­ეც­ვა­ლა და ქალი სამ ვა­ჟიშ­ვილ­თან: შო­თას­თან, გო­გი­სა და ოთარ­თან ერ­თად დარ­ჩა. ძა­ლი­ან უჭირ­დათ. ქალს შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში უფ­რო­სი და ეხ­მა­რე­ბო­და.

ბო­ლოს შოთა იშ­ვი­ლა კი­დეც და თა­ვის­თან გა­და­იყ­ვა­ნა. დე­დო­ბი­ლი დი­ა­სახ­ლი­სი გახ­ლდათ, ხოლო მა­მო­ბი­ლი - თბი­ლის­ში რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი. მო­მა­ვალ პო­ეტს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი დედა ჰყავ­და და ორი­ვეს "დე­დას" ეძახ­და.

გამ­ზრდე­ლე­ბი გვა­რად მა­მა­გე­იშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. შოთა ამ გვარ­ზე მა­შინ გა­და­ვი­და, როცა სკო­ლა­ში მე­ცხრე კლას­ში სწავ­ლობ­და. მისი ლექ­სე­ბი პირ­ვე­ლად რომ და­ი­ბეჭ­და, მა­ინც თა­ვის ნამ­დვილ გვარს აწერ­და. ნიშ­ნი­ა­ნი­ძის გვა­რი კი მა­შინ აღიდ­გი­ნა, როცა უკვე მე­უღ­ლეც ჰყავ­და და შვი­ლიც...

ცელ­ქი ბავ­შვი ყო­ფი­ლა. გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და ქარ­თუ­ლი და ის­ტო­რია. ჭი­და­ო­ბას თავი მას შემ­დეგ და­ა­ნე­ბა, რაც მხა­რი და­ი­ზი­ა­ნა. ფეხ­ბურ­თიც უყ­ვარ­და და თა­ვა­დაც მის­დევ­და. ერთ-ერთ გუნდში თავ­დაც­ვა­ში თა­მა­შობ­და და მეტ­სა­ხე­ლად "ჟე­ლეზ­ნა­ია სტენ­კას" ეძახ­დნენ. 37-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და იქ სხვა ბავ­შვებს შო­რის შო­თას ფო­ტოც იყო და­ფა­ზე გა­მოკ­რუ­ლი.

პო­ე­ტუ­რი ნათ­ლო­ბა

მისი პირ­ვე­ლი სტრი­ქო­ნე­ბი არა­სო­დეს და­ბეჭ­დი­ლა. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მე­გობ­რე­ბის თხოვ­ნით მათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ლექ­სებს უწერ­და, რომ იმ სტრი­ქო­ნე­ბით თავი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის მო­ე­წო­ნე­ბი­ნათ. ბა­რა­თაშ­ვი­ლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პე­და­გოგ­მა ბავ­შვებს ლექ­სე­ბი და­ა­წე­რი­ნა.

მათ­გან რამ­დე­ნი­მე ამო­არ­ჩია და მათ შო­რის იყო მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლი­სა და შოთა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის ლექ­სე­ბი. ისი­ნი მას­წავ­ლე­ბელ­მა, ცნო­ბილ­მა ლი­ტე­რა­ტორ­მა იო­სებ ჭა­ლე­ლიშ­ვილ­მა ერთ-ერთ გა­ზეთ­ში და­სა­ბეჭ­დად წა­ი­ღო, მაგ­რამ უშე­დე­გოდ - ამ მხრივ მა­შინ არც ერთს გა­უ­მარ­თლა.

იმ დრო­ის­თვის შო­თას დე­დო­ბილ­თან მოს­კო­ვე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და. მას ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრე­ებ­ში ბევ­რი ნაც­ნო­ბი ჰყავ­და. ერთხე­ლაც იო­სებ ნო­ნეშ­ვილს შო­თას ლექ­სე­ბი წა­ა­კი­თხა და მა­ნაც ისი­ნი "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტის" რე­დაქ­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა. ორი პა­ტა­რა ლექ­სი გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და. შემ­დეგ იყო "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ზე­თი" და მი­ლოც­ვე­ბი, ასე და­ი­წყო და გაგ­რძელ­და პო­ე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რას ნანობს შოთა ნიშნიანიძის მეუღლე

რას ნანობს შოთა ნიშნიანიძის მეუღლე

ალბათ შეუდარებელი შეგრძნებაა, როდესაც შენთვის საყვარელი ადამიანი ლექსს გიძღვნის და თითოეულ მის სტრიქონში საკუთარ თავს ეძებ. ასეთი ბედი ხვდათ წილად პოეტთა მუზებს, ხშირ შემთხვევაში, მათ მეუღლეებს...

თამარ ჩიჯავაძე შოთა ნიშნიანიძის მეუღლეა, რომელიც ქმრის გვერდით 43 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ მან გამოგვატარა პოეტისა და თავისი, ასევე ერთობლივი ცხოვრების გზა...

ორი დედა

შოთა ნიშნიანიძე თბილისში, პლეხანოვზე, ''დინამოს'' სტადიონთან ახლოს დაიბადა და იქვე იზრდებოდა. მამა - სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დედა დიასახლისი იყო. 5 წლისას მამა გარდაეცვალა და ქალი სამ ვაჟიშვილთან: შოთასთან, გოგისა და ოთართან ერთად დარჩა. ძალიან უჭირდათ. ქალს შვილების აღზრდაში უფროსი და ეხმარებოდა.

ბოლოს შოთა იშვილა კიდეც და თავისთან გადაიყვანა. დედობილი დიასახლისი გახლდათ, ხოლო მამობილი - თბილისში რესტორნის მფლობელი. მომავალ პოეტს, ფაქტობრივად, ორი დედა ჰყავდა და ორივეს ''დედას'' ეძახდა.

გამზრდელები გვარად მამაგეიშვილები იყვნენ. შოთა ამ გვარზე მაშინ გადავიდა, როცა სკოლაში მეცხრე კლასში სწავლობდა. მისი ლექსები პირველად რომ დაიბეჭდა, მაინც თავის ნამდვილ გვარს აწერდა. ნიშნიანიძის გვარი კი მაშინ აღიდგინა, როცა უკვე მეუღლეც ჰყავდა და შვილიც...

ცელქი ბავშვი ყოფილა. გამორჩეულად უყვარდა ქართული და ისტორია. ჭიდაობას თავი მას შემდეგ დაანება, რაც მხარი დაიზიანა. ფეხბურთიც უყვარდა და თავადაც მისდევდა. ერთ-ერთ გუნდში თავდაცვაში თამაშობდა და მეტსახელად ''ჟელეზნაია სტენკას'' ეძახდნენ. 37-ე სკოლაში სწავლობდა და იქ სხვა ბავშვებს შორის შოთას ფოტოც იყო დაფაზე გამოკრული.

პოეტური ნათლობა

მისი პირველი სტრიქონები არასოდეს დაბეჭდილა. სკოლის პერიოდში მეგობრების თხოვნით მათ სასიყვარულო ლექსებს უწერდა, რომ იმ სტრიქონებით თავი შეყვარებულებისათვის მოეწონებინათ. ბარათაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, პედაგოგმა ბავშვებს ლექსები დააწერინა.

მათგან რამდენიმე ამოარჩია და მათ შორის იყო მორის ფოცხიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები. ისინი მასწავლებელმა, ცნობილმა ლიტერატორმა იოსებ ჭალელიშვილმა ერთ-ერთ გაზეთში დასაბეჭდად წაიღო, მაგრამ უშედეგოდ - ამ მხრივ მაშინ არც ერთს გაუმართლა.

იმ დროისთვის შოთას დედობილთან მოსკოველი ბიძაშვილი ცხოვრობდა. მას ლიტერატურულ წრეებში ბევრი ნაცნობი ჰყავდა. ერთხელაც იოსებ ნონეშვილს შოთას ლექსები წააკითხა და მანაც ისინი ''ახალგაზრდა კომუნისტის'' რედაქციაში მიიტანა. ორი პატარა ლექსი გაზეთში დაიბეჭდა. შემდეგ იყო ''ლიტერატურული გაზეთი'' და მილოცვები, ასე დაიწყო და გაგრძელდა პოეტის შემოქმედებითი გზა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია