პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - ხურვალეთში ვითარება ტრაგიკულია
რიჩარდ ნორლანდი - ხურვალეთში ვითარება ტრაგიკულია

ვი­თა­რე­ბა, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ ტრა­გი­კუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მავ­თულხლარ­თებ­თან სი­ახ­ლო­ვეს იმ­ყო­ფე­ბო­და.

რი­ჩარდ ნორ­ლან­დის გან­ცხა­დე­ბით, ამ ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია დიპ­ლო­მა­ტებს მის­ცე­მო­დათ შე­საძ­ლე­ბო­ბა ად­გილ­ზე პი­რა­დად გაც­ნო­ბოდ­ნენ და ენა­ხათ რა ვი­თა­რე­ბა არის შექ­მნი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე.

"ვი­თა­რე­ბა, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, ტრა­გი­კუ­ლია. მე ეს მა­გო­ნებს ბერ­ლი­ნის კე­დელს, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნუ­რად აღ­მარ­თუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბით ხდე­ბა ხე­ლის შეშ­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ თა­ვის მინ­დვე­რებ­ზე და თა­ვის წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე გას­ვლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში, ეს უფრო არის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი ას­პექ­ტი, რაც უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას, რომ­ლის გა­და­წყვე­ტა შე­იძ­ლე­ბა ასეთ ადა­მი­ა­ნურ დო­ნე­ზე", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და ხურ­ვა­ლეთ­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და­ვით ნარ­მა­ნია და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიჩარდ ნორლანდი - ხურვალეთში ვითარება ტრაგიკულია

რიჩარდ ნორლანდი - ხურვალეთში ვითარება ტრაგიკულია

ვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ ტრაგიკულია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სოფელ ხურვალეთში დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სტუმრობისას განაცხადა, როდესაც მავთულხლართებთან სიახლოვეს იმყოფებოდა.

რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამ ვიზიტის მიზანია დიპლომატებს მისცემოდათ შესაძლებობა ადგილზე პირადად გაცნობოდნენ და ენახათ რა ვითარება არის შექმნილი ადმინისტრაციულ საზღვარზე.

"ვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ, ტრაგიკულია. მე ეს მაგონებს ბერლინის კედელს, როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხდება ხელის შეშლა, ადამიანები ვერ ახერხებენ თავის მინდვერებზე და თავის წინაპრების საფლავებზე გასვლას. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევაში, ეს უფრო არის ჰუმანიტარული, ადამიანური ასპექტი, რაც უკავშირდება ადამიანების ცხოვრებას, რომლის გადაწყვეტა შეიძლება ასეთ ადამიანურ დონეზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ხურვალეთში ასევე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?