პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ჯაჯანიძე: "ზოგიერთს კეთილშობილის როლი აქვს მორგებული და პირიდან "გველები" ამოსდის"
გია ჯაჯანიძე: "ზოგიერთს კეთილშობილის როლი აქვს მორგებული და პირიდან "გველები" ამოსდის"

"მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ­არ­ნა­ხუ­ლი ეპი­დე­მი­ის წი­ნა­შე დგას, ისე­თი, რომ­ლის მსგავ­სი მსოფ­ლი­ო­შიც არ ყო­ფი­ლა. ამ ფაქ­ტით სა­ოც­რად აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ, ეს პრო­ცე­სი თუ არ შე­ნელ­და, და­მი­ჯე­რეთ, ყვე­ლა­ფერს წა­ლე­კავს. მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამის შე­სა­ხებ მეტი აღა­რა­ფე­რი ვთქვა," - აღ­ნიშ­ნავს ფსი­ქო­ლო­გი გია ჯა­ჯა­ნი­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ჯერ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­ხა­ტა, შემ­დეგ კი - ჩვენ­თან.

- გია, ასე რამ გა­გა­ღი­ზი­ა­ნა?

- იმ ფა­რი­სევ­ლებ­მა გა­მაბ­რა­ზეს, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის სა­ხე­ლით სა­კუ­თარ თავს ბევ­რი ცუდი რა­მის უფ­ლე­ბას რომ აძ­ლე­ვენ: სა­ჯა­როდ და თავლთმაქ­ცუ­რად პირ­ჯვარს იწე­რენ, მძი­მე მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში სა­მარ­ხვო ტორ­ტებს აგე­მოვ­ნე­ბენ, ტა­ტუს გა­სა­კე­თებ­ლად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­გან კურ­თხე­ვას იღე­ბენ... "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუ­სად დე­ბენ და აში­ა­რე­ბენ გვერდს - "მე მიყ­ვარს ჩემი პატ­რი­არ­ქი" და ამის სა­პი­რის­პი­როდ, არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლად იქ­ცე­ვი­ან, ერ­თმა­ნეთს ცილს სწა­მე­ბენ, ილან­ძღე­ბი­ან, სი­კე­თის სა­ხე­ლით ბო­რო­ტე­ბას სჩა­დი­ან... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დიდ­ხანს რომ ვფიქ­რობ, გე­ფი­ცე­ბით, ლა­მის გული გა­მი­ჩერ­დეს და ამ ყვე­ლაფ­რის ძა­ლი­ან მე­ში­ნია...

- რო­გორც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ქა­და­გებს, არ გა­ნი­კი­თხო და არ გა­ნი­კი­თხე­ბიო...

- ვიცი, მაგ­რამ მე კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მეს ხომ არ ვა­სა­ხე­ლებ? უბ­რა­ლოდ ზო­გა­დად სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­ფა­სებ, რო­მე­ლიც სა­ოც­რად მთრგუ­ნავს. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა იმას კი ღა­ღა­დებს, რომ არ გა­ნი­კი­თხოო, მაგ­რამ იმა­საც ქა­და­გებს, რომ ბო­რო­ტი ამ­ხი­ლეო... მე უფრო ამის მომ­ხრე ვარ და ამი­ტო­მაც ვლა­პა­რა­კობ... შე­უძ­ლე­ბე­ლია მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ნა­ძი­რა­ლას­თვის თავ­შე­სა­ფა­რი იყოს! რა ამის პა­სუ­ხია და რა­ტომ­ღაც ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გა­მახ­სენ­და, რა უყო ხალ­ხმა, რა დღე­ში ჩა­აგ­დეს ორ­სუ­ლი გოგო... რამ­დე­ნი შხა­მი­თა და გეს­ლით აავ­სეს... და კი­დევ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი... სხვე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ისე ჩა­ე­რე­ვი­ან, თვალ­საც არ და­ა­ხამ­ხა­მე­ბენ... ასე აპი­რებს ერის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი (ყვე­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ), ვინც ასე ფა­რი­სევ­ლუ­რად ცხოვ­რობს, დე­მოკ­რა­ტი­ის აშე­ნე­ბას და ევ­რო­ინ­ტერგრა­ცი­ას?! მენ­ტა­ლი­ტეტ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ღვე­ვაა, სა­ნამ ეს არ გა­მოს­წორ­დე­ბა, არც ეკო­ნო­მი­კის აყ­ვა­ვე­ბა გვიშ­ვე­ლის და არც არა­ნა­ი­რი ინ­ვეს­ტო­რის შე­მოყ­ვა­ნა.

- იცი, რომ ამის შემ­დეგ ბევ­რი ადა­მი­ნი გა­გიბ­რაზ­დე­ბა და გა­გაკ­რი­ტი­კებს?

- ვიცი, მაგ­რამ მე ჩემი სათ­ქმე­ლი რომ არ ვთქვა, გული გა­მის­კდე­ბა. ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს... რა­ღაც ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მექ­მნე­ბა, რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს სირ­ცხვი­ლის შეგ­რძნე­ბა არ აქვს, - სა­ბო­ლო­ოდ ასეთ დას­კვნამ­დე მი­ვე­დი.

მაგ­რამ ალ­ბათ ფარ-ხმა­ლი მა­ინც არ უნდა დავ­ყა­რო არც მე და არც მათ, ვინც ჩემ­ნა­ი­რად ფიქ­რობს. ადა­მი­ანს გო­ნე­ბა იმის­თვის მის­ცა ღმერ­თმა, რომ ემო­ცი­ებს არ აჰ­ყვეს, სა­ღად და მშვი­დად შე­ა­ფა­სოს ყვე­ლა­ფე­რი... უნდა ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ამ სატ­კი­ვარს მა­ინც ეშ­ვე­ლე­ბა.

ლალი ფა­ცია

რუბრიკის სხვა სიახლეები

გია ჯაჯანიძე: "ზოგიერთს კეთილშობილის როლი აქვს მორგებული და პირიდან "გველები" ამოსდის"

გია ჯაჯანიძე: "ზოგიერთს კეთილშობილის როლი აქვს მორგებული და პირიდან "გველები" ამოსდის"

"მიმაჩნია, რომ საქართველო ჯერარნახული ეპიდემიის წინაშე დგას, ისეთი, რომლის მსგავსი მსოფლიოშიც არ ყოფილა. ამ ფაქტით საოცრად აღშფოთებული ვარ, ეს პროცესი თუ არ შენელდა, დამიჯერეთ, ყველაფერს წალეკავს. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ მეტი აღარაფერი ვთქვა," - აღნიშნავს ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე, რომელმაც საკუთარი უკმაყოფილება ჯერ "ფეისბუქის" გვერდზე გამოხატა, შემდეგ კი - ჩვენთან.

- გია, ასე რამ გაგაღიზიანა?

- იმ ფარისევლებმა გამაბრაზეს, მართლმადიდებლების სახელით საკუთარ თავს ბევრი ცუდი რამის უფლებას რომ აძლევენ: საჯაროდ და თავლთმაქცურად პირჯვარს იწერენ, მძიმე მარხვის პერიოდში სამარხვო ტორტებს აგემოვნებენ, ტატუს გასაკეთებლად სასულიერო პირისგან კურთხევას იღებენ... "ფეისბუქზე" სტატუსად დებენ და აშიარებენ გვერდს - "მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" და ამის საპირისპიროდ, არაქრისტიანულად იქცევიან, ერთმანეთს ცილს სწამებენ, ილანძღებიან, სიკეთის სახელით ბოროტებას სჩადიან... ამ ყველაფერზე დიდხანს რომ ვფიქრობ, გეფიცებით, ლამის გული გამიჩერდეს და ამ ყველაფრის ძალიან მეშინია...

- როგორც მართლმადიდებლობა ქადაგებს, არ განიკითხო და არ განიკითხებიო...

- ვიცი, მაგრამ მე კონკრეტულად ვინმეს ხომ არ ვასახელებ? უბრალოდ ზოგადად სიტუაციას ვაფასებ, რომელიც საოცრად მთრგუნავს. მართლმადიდებლობა იმას კი ღაღადებს, რომ არ განიკითხოო, მაგრამ იმასაც ქადაგებს, რომ ბოროტი ამხილეო... მე უფრო ამის მომხრე ვარ და ამიტომაც ვლაპარაკობ... შეუძლებელია მართლმადიდებლობა ნაძირალასთვის თავშესაფარი იყოს! რა ამის პასუხია და რატომღაც ნინი ბადურაშვილი გამახსენდა, რა უყო ხალხმა, რა დღეში ჩააგდეს ორსული გოგო... რამდენი შხამითა და გესლით აავსეს... და კიდევ არაერთი ადამიანი... სხვების პირად ცხოვრებაში ისე ჩაერევიან, თვალსაც არ დაახამხამებენ... ასე აპირებს ერის გარკვეული ნაწილი (ყველას არ ვგულისხმობ), ვინც ასე ფარისევლურად ცხოვრობს, დემოკრატიის აშენებას და ევროინტერგრაციას?! მენტალიტეტში სერიოზული გარღვევაა, სანამ ეს არ გამოსწორდება, არც ეკონომიკის აყვავება გვიშველის და არც არანაირი ინვესტორის შემოყვანა.

- იცი, რომ ამის შემდეგ ბევრი ადამინი გაგიბრაზდება და გაგაკრიტიკებს?

- ვიცი, მაგრამ მე ჩემი სათქმელი რომ არ ვთქვა, გული გამისკდება. ძალიან მაწუხებს... რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ზოგიერთ ადამიანს სირცხვილის შეგრძნება არ აქვს, - საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივედი.

მაგრამ ალბათ ფარ-ხმალი მაინც არ უნდა დავყარო არც მე და არც მათ, ვინც ჩემნაირად ფიქრობს. ადამიანს გონება იმისთვის მისცა ღმერთმა, რომ ემოციებს არ აჰყვეს, საღად და მშვიდად შეაფასოს ყველაფერი... უნდა ვივარაუდო, რომ ამ სატკივარს მაინც ეშველება.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება