სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავამ წიგნების გაყიდვა დაიწყო
კოტე თოლორდავამ წიგნების გაყიდვა დაიწყო

ცოტა ხნის წინ მსა­ხი­ობ­მა კოტე თო­ლორ­და­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა ტვ" -ის ეთერ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ამ­პლუა მო­ირ­გო. პირ­ვე­ლად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" -მა წიგ­ნე­ბის "ტე­ლე­მარ­კე­ტი" და­ი­წყო. კოტე თო­ლორ­და­ვა მა­ყუ­რე­ბელს წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვრი­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" წერს, პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ 3D "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" შე­არ­ჩია. მა­ყუ­რე­ბელს გა­და­ცე­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და შემ­დე­გაც, შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ დროს დარ­ე­კოს და წიგ­ნი შე­ი­ძი­ნოს.

"სა­ერ­თოდ, წიგ­ნე­ბი­სად­მი ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და ამ პრო­ექტსაც იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი წიგ­ნი გახ­ლდათ. "პა­ლიტ­რა ტვ" -ს ხელ­მძღვა­ნელ­მა მაკა ლო­მი­ძემ და­მი­რე­კა და "ტე­ლე­მარ­კე­ტის" სტი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მახ­სოვ­და, ადრე მსგავ­სი ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მე­ბი გა­დი­ო­და, ოღონდ სხვა ტი­პის პრო­დუქ­ცი­ას ეხე­ბო­და, მაგ­რამ ამ გზით წიგ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი - ეს რა­ღაც ახა­ლი იყო და ეგ­რე­ვე დავ­თან­ხმდი. პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს წარ­ვუდ­გი­ნე, 3D "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" გახ­ლდათ. ეს არის ფან­ტას­ტი­კუ­რი მიგ­ნე­ბა და ჩემი აზ­რით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა კე­თილ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. დღეს, როცა ბავ­შვე­ბის თა­ო­ბა კომ­პი­უ­ტერ­შია შემ­ძვრა­ლი, წიგ­ნის ასე­თი სა­ხით მი­წო­დე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მიგ­ნე­ბაა.

არ მინ­და გაც­ვე­თი­ლი ფრა­ზე­ბით ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ფან­ტას­ტი­კუ­რი წიგ­ნია. ეს არის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ჩუ­ქა­რი მსოფ­ლი­ოს­თვის. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, სა­ზე­პი­რო­ებს ვსწავ­ლობ­დი. ეს სა­ზე­პი­რო­ე­ბი მე­ტყვე­ლე­ბის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ფილ­მად, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებს. მე ვის როლს ვი­თა­მა­შებ­დი? - არ ვიცი, ამა­ზე არ მი­ფიქ­რია", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

ცოტა ხნის წინ მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის "ვინ მოკ­ლა ილია" გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო, სა­დაც კოტე თო­ლორ­და­ვა ილი­ას როლს თა­მა­შობს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე: კოტე თო­ლორ­და­ვა: "ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ვთა­მა­შობ იმის ფონ­ზე, რაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო "ბა­ბუ­ლი­კას" მე­ძა­ხის"

იხი­ლეთ: "TV მარ­კე­ტი" - კოტე თო­ლორ­და­ვას­თან ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

კოტე თოლორდავამ წიგნების გაყიდვა დაიწყო

კოტე თოლორდავამ წიგნების გაყიდვა დაიწყო

ცოტა ხნის წინ მსახიობმა კოტე თოლორდავამ ტელეკომპანია ''პალიტრა ტვ'' -ის ეთერში განსხვავებული ამპლუა მოირგო. პირველად, სატელევიზიო სივრცეში გამომცემლობა ''პალიტრა L'' -მა წიგნების ''ტელემარკეტი'' დაიწყო. კოტე თოლორდავა მაყურებელს წიგნების შესახებ დაწვრილებით ესაუბრება. როგორც ჟურნალი "რეიტინგი" წერს, პირველი გადაცემისთვის გამომცემლობამ 3D ''ვეფხისტყაოსანი'' შეარჩია. მაყურებელს გადაცემის მიმდინარეობისას და შემდეგაც, შეუძლია, ნებისმიერ დროს დარეკოს და წიგნი შეიძინოს.

"საერთოდ, წიგნებისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ამ პროექტსაც იმიტომ დავთანხმდი, რომ ამოსავალი წერტილი წიგნი გახლდათ. ''პალიტრა ტვ'' -ს ხელმძღვანელმა მაკა ლომიძემ დამირეკა და ''ტელემარკეტის'' სტილის გადაცემის წამყვანობა შემომთავაზა. მახსოვდა, ადრე მსგავსი ფორმატის გადაცემები გადიოდა, ოღონდ სხვა ტიპის პროდუქციას ეხებოდა, მაგრამ ამ გზით წიგნებზე საუბარი - ეს რაღაც ახალი იყო და ეგრევე დავთანხმდი. პირველი წიგნი, რომელიც მაყურებელს წარვუდგინე, 3D ''ვეფხისტყაოსანი'' გახლდათ. ეს არის ფანტასტიკური მიგნება და ჩემი აზრით, გამომცემლობა კეთილ საქმეს ემსახურება. დღეს, როცა ბავშვების თაობა კომპიუტერშია შემძვრალი, წიგნის ასეთი სახით მიწოდება არაჩვეულებრივი მიგნებაა.

არ მინდა გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკი, მაგრამ ''ვეფხისტყაოსანი" ფანტასტიკური წიგნია. ეს არის შოთა რუსთაველის საჩუქარი მსოფლიოსთვის. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, საზეპიროებს ვსწავლობდი. ეს საზეპიროები მეტყველების გასავარჯიშებლად არაჩვეულებრივია. ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნება ფილმად, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერს გააფუჭებს. მე ვის როლს ვითამაშებდი? - არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია", - აღნიშნა მსახიობმა.

ცოტა ხნის წინ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ''ვინ მოკლა ილია'' გადაღებები დაიწყო, სადაც კოტე თოლორდავა ილიას როლს თამაშობს.

იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"

იხილეთ: “TV მარკეტი” - კოტე თოლორდავასთან ერთად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს